პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის. რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება?
ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის. რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება?

სა­ბე­დის­წე­რო ნიშ­ნე­ბის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით ამოც­ნო­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დია, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის ხე­ლის თი­თებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ამ­რი­გად, თუ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი­სას თუ თითი გა­გეჭ­რათ, სამ­ყა­რო სხვა­დას­ხვა სა­ხის მი­ნიშ­ნე­ბებს გაძ­ლევთ იმის მი­ხედ­ვით თუ რო­მე­ლი თითი და­ი­ზი­ა­ნეთ და რამ­დე­ნად ღრმაა ჭრი­ლო­ბა:

Astrologia

დო­მი­ნან­ტი ხე­ლის

(მარ­ჯვე­ნა, ცა­ცი­ას­თვის – მარ­ცხე­ნა) ცერი – მო­გი­წევთ,პი­რა­დი საქ­მე­ე­ბი გა­და­დოთ, რად­გან თქვენს ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს (ნა­თე­სავს და/ან მე­გო­ბარს) პრობ­ლე­მე­ბი აქვს. შე­საძ­ლოა თა­ვად არ მოგ­მარ­თონ დახ­მა­რე­ბის­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ინი­ცი­ა­ტი­ვა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ და დახ­მა­რე­ბა თქვენ უნდა შეს­თა­ვა­ზოთ.

საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი – ამ­გვა­რი ჭრი­ლო­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს მოგ­ვას­წავ­ლის. ხარ­ჯე­ბი შე­ამ­ცი­რეთ, რად­გან ფი­ნან­სე­ბის მხრივ საქ­მე არც ისე კარ­გად წა­გი­ვათ. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა თუ კო­ლე­გებ­თან მო­გი­ვი­დეთ კა­მა­თი. წა­მოჭ­რილ პრობ­ლე­მებს კი, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნაც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

შუ­ა­თი­თი – მე­გობ­რე­ბი და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ რჩე­ვის­თვის, ასეთ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე და გო­ნი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო. თუ შუა თითი გა­ი­ჭე­რით, გაფრ­თხილ­დით, თქვე­ნი რჩე­ვე­ბი ვი­ღა­ცა­ზე ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამ გზით სამ­ყა­რო მო­გი­წო­დებთ, თავი და­ა­ნე­ბოთ სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფას.

არა­თი­თი – თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კა­მათ­სა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს გი­წი­ნას­წა­მე­ტყვე­ლებთ. ამი­ტომ, ეცა­დეთ, წი­ნას­წარ გა­ი­გოთ, რა არის ამის მი­ზე­ზი და შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­ნე­იტ­რა­ლოთ პრობ­ლე­მე­ბი.

ნეკი –გახ­სოვ­დეთ, მო­შურ­ნე­ო­ბა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ!

Astrologia

მარ­ცხე­ნა ხე­ლის (ცა­ცი­ას­თვის – მარ­ჯვე­ნას) ცერი – რაც ჩა­ი­ფიქ­რეთ არ შე­გის­რულ­დე­ბათ, სა­მა­გი­ე­როდ, მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ, თქვენს არ­ჩე­ვან­ზე ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი და შეც­დო­მამ შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ზე ცუ­დად იმოქ­მე­დოს;

საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი – ირ­წმუ­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის, სხვის ჭკუ­ა­ზე სი­ა­რუ­ლი არა­ფერს გარ­გებთ. უმ­ჯო­ბე­სია, თა­ვის შე­ცო­დე­ბი­სა და თვითგვე­მის ნაც­ვლად, თვით­შე­ფა­სე­ბა აი­მაღ­ლოთ და იმოქ­მე­დოთ;

შუ­ა­თი­თი – წინ ისე­თი ჩხუ­ბი გე­ლით, გან­ქორ­წი­ნე­ბაც კი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა გექ­ნე­ბათ, თუ თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნას მო­ა­ხერ­ხებთ და ზედ­მე­ტი არა­ფე­რი წა­მოგცდე­ბათ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვი­სას;

არა­თი­თი – ვი­ღაც თქვენს მო­ტყუ­ე­ბას, გაბ­რა­ზე­ბას ან საქ­მე­ში თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ რა­ღა­ცის მო­წყო­ბას ცდი­ლობს. აუ­ცი­ლებ­ლად აგ­რძნო­ბი­ნეთ მას, რომ წყე­ნის გა­დაყ­ლაპ­ვას არ აპი­რებთ და თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნეთ. აი­ძუ­ლეთ, რომ ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ოს და პა­ტი­ვი სცეს თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას;

ნეკი – უკუ­აგ­დეთ შური, მის­გან ხე­ირს ვერ მი­ი­ღებთ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ, თი­თის გა­მოძ­რა­ვე­ბა გი­ჭირთ, ნა­კე­რე­ბის და­დე­ბაა სა­ჭი­რო ან შე­ხორ­ცე­ბის შემ­დეგ შე­სამ­ჩნე­ვი იარა რჩე­ბა, მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მი­ხედ­ვით არ იყო­ფა, მხო­ლოდ თი­თე­ბია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

ცერი – გაფრ­თხი­ლებთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბის, ავად­მყო­ფო­ბი­სა თუ სხვა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც შე­იძ­ლე­ბა, ას­ცდეთ, თუ უარს იტყვით სხვის სა­ზი­ა­ნო გან­ზრახ­ვა­ზე, თავს შე­ი­კა­ვებთ შუ­რის­ძი­ე­ბი­სა თუ მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის­გან;

საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი – ვი­ღაც თქვე­ნი­ვე წრი­დან ცდი­ლობს, ხელი შე­გი­შა­ლოთ. ამი­ტომ, ნაკ­ლე­ბად მი­მარ­თეთ დახ­მა­რე­ბის­თვის სხვებს და პრობ­ლე­მე­ბი თა­ვად მო­აგ­ვა­რეთ. ასე მტერ­საც გა­უ­ჭირ­დე­ბა თქვენ­თვის ზი­ა­ნის მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა არ გა­წყენ­დათ, თუ და­სა­ხუ­ლი გეგ­მე­ბის სტრა­ტე­გი­ა­საც გა­და­ხე­დავ­დით;

შუ­ა­თი­თი – სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბაა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უძ­რა­ო­ბის მი­ზე­ზი. ნუ მი­ე­ჯაჭ­ვე­ბით პარტნი­ორს, თავს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცით და ახა­ლი იდე­ე­ბი და შთა­გო­ნე­ბაც უმალ გეწ­ვე­ვათ;

არა­თი­თი – პრობ­ლე­მე­ბია ყველ­გან: ფულ­თან და ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში – საქ­მე გათ­ვალ­ვა­სა და ჯა­დო­ქო­რო­ბა­შია. ამ დროს მთა­ვა­რია, მტერს მი­აგ­ნოთ, რომ ავ საქ­მე­ში შე­უ­შა­ლოთ ხელი.

ნეკი – მალე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნე­ბათ. მო­ე­რი­ეთ შურ­სა და ბოღ­მას, ნუ ცდი­ლობთ სხვი­სი სა­კუთ­რე­ბის მით­ვი­სე­ბას და თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

სტა­ტია მო­ამ­ზა­და მე­რი­ემ კა­კა­უ­რი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის. რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება?

ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის. რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება?

საბედისწერო ნიშნების ხელისგულებზე დაკვირვებით ამოცნობა გავრცელებული მეთოდია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ხელის თითებზე მიღებული ჭრილობების მნიშვნელობა. ამრიგად, თუ სამზარეულოში ფუსფუსისას თუ თითი გაგეჭრათ, სამყარო სხვადასხვა სახის მინიშნებებს გაძლევთ იმის მიხედვით თუ რომელი თითი დაიზიანეთ და რამდენად ღრმაა ჭრილობა:

Astrologia

დომინანტი ხელის

(მარჯვენა, ცაციასთვის – მარცხენა) ცერი – მოგიწევთ, პირადი საქმეები გადადოთ, რადგან თქვენს ახლობელ ადამიანს (ნათესავს და/ან მეგობარს) პრობლემები აქვს. შესაძლოა თავად არ მოგმართონ დახმარებისთვის, ამ შემთხვევაში ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და დახმარება თქვენ უნდა შესთავაზოთ.

საჩვენებელი თითი – ამგვარი ჭრილობა მატერიალურ პრობლემებს მოგვასწავლის. ხარჯები შეამცირეთ, რადგან ფინანსების მხრივ საქმე არც ისე კარგად წაგივათ. ასევე, შეიძლება, ხელმძღვანელობასა თუ კოლეგებთან მოგივიდეთ კამათი. წამოჭრილ პრობლემებს კი, უარეს შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნაც შეიძლება მოჰყვეს.

შუათითი – მეგობრები და ახლობელი ადამიანები ხშირად მოგვმართავენ რჩევისთვის, ასეთ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და გონიერებაა საჭირო. თუ შუა თითი გაიჭერით, გაფრთხილდით, თქვენი რჩევები ვიღაცაზე ცუდ გავლენას ახდენს. ამ გზით სამყარო მოგიწოდებთ, თავი დაანებოთ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას.

არათითი – თანამშრომლებთან კამათსა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს გიწინასწამეტყველებთ. ამიტომ, ეცადეთ, წინასწარ გაიგოთ, რა არის ამის მიზეზი და შესაბამისად გაანეიტრალოთ პრობლემები.

ნეკი –გახსოვდეთ, მოშურნეობა კარგს არაფერს მოგიტანთ!

Astrologia

მარცხენა ხელის (ცაციასთვის – მარჯვენას) ცერი – რაც ჩაიფიქრეთ არ შეგისრულდებათ, სამაგიეროდ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თქვენს არჩევანზე ბევრია დამოკიდებული და შეცდომამ შეიძლება, მომავალზე ცუდად იმოქმედოს;

საჩვენებელი თითი – ირწმუნეთ საკუთარი თავის, სხვის ჭკუაზე სიარული არაფერს გარგებთ. უმჯობესია, თავის შეცოდებისა და თვითგვემის ნაცვლად, თვითშეფასება აიმაღლოთ და იმოქმედოთ;

შუათითი – წინ ისეთი ჩხუბი გელით, განქორწინებაც კი მოსალოდნელია. ნაკლები პრობლემა გექნებათ, თუ თავის ხელში აყვანას მოახერხებთ და ზედმეტი არაფერი წამოგცდებათ ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევისას;

არათითი – ვიღაც თქვენს მოტყუებას, გაბრაზებას ან საქმეში თქვენ წინააღმდეგ რაღაცის მოწყობას ცდილობს. აუცილებლად აგრძნობინეთ მას, რომ წყენის გადაყლაპვას არ აპირებთ და თავისი ადგილი მიუჩინეთ. აიძულეთ, რომ ანგარიში გაუწიოს და პატივი სცეს თქვენს გადაწყვეტილებას;

ნეკი – უკუაგდეთ შური, მისგან ხეირს ვერ მიიღებთ.

იმ შემთხვევაში თუ, თითის გამოძრავება გიჭირთ, ნაკერების დადებაა საჭირო ან შეხორცების შემდეგ შესამჩნევი იარა რჩება, მინიშნებები მარცხენა და მარჯვენა ხელის მიხედვით არ იყოფა, მხოლოდ თითებია მნიშვნელოვანი.

ცერი – გაფრთხილებთ მოსალოდნელი პრობლემების, ავადმყოფობისა თუ სხვა უსიამოვნებების შესახებ, რასაც შეიძლება, ასცდეთ, თუ უარს იტყვით სხვის საზიანო განზრახვაზე, თავს შეიკავებთ შურისძიებისა თუ მსგავსი ქმედებებისგან;

საჩვენებელი თითი – ვიღაც თქვენივე წრიდან ცდილობს, ხელი შეგიშალოთ. ამიტომ, ნაკლებად მიმართეთ დახმარებისთვის სხვებს და პრობლემები თავად მოაგვარეთ. ასე მტერსაც გაუჭირდება თქვენთვის ზიანის მოყენება, თუმცა არ გაწყენდათ, თუ დასახული გეგმების სტრატეგიასაც გადახედავდით;

შუათითი – საკუთარი თავისადმი უნდობლობაა თქვენი შემოქმედებითი უძრაობის მიზეზი. ნუ მიეჯაჭვებით პარტნიორს, თავს მეტი თავისუფლება მიეცით და ახალი იდეები და შთაგონებაც უმალ გეწვევათ;

არათითი – პრობლემებია ყველგან: ფულთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით, პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაში – საქმე გათვალვასა და ჯადოქორობაშია. ამ დროს მთავარია, მტერს მიაგნოთ, რომ ავ საქმეში შეუშალოთ ხელი.

ნეკი – მალე მატერიალური პრობლემები შეგექმნებათ. მოერიეთ შურსა და ბოღმას, ნუ ცდილობთ სხვისი საკუთრების მითვისებას და თქვენი მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

სტატია მოამზადა მერიემ კაკაურიძემ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"