Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან თხის რქები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება
როგორები არიან თხის რქები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

თქვენ ძა­ლი­ან რე­ა­ლის­ტი ადა­მი­ა­ნი ხართ და რა­საც არ უნდა აჩ­ვე­ნებ­დეს თქვე­ნი და­ბა­დე­ბის და­ნარ­ჩე­ნი რუკა, მა­ინც ძა­ლი­ან მყა­რად დგა­ხართ მი­წა­ზე. კარ­გად ერ­კვე­ვით მა­ტე­რი­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, სა­ოც­რად მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხართ და იცით, რა რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოთ.

"მე ვი­ყე­ნებ" – ეს არის თქვე­ნი კას­ტის დე­ვი­ზი. იყე­ნებთ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ტაქ­ტი­კუ­რი უნა­რე­ბით, მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბით, ცბი­ე­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით თუ მოვ­ლე­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მი­ზანს ყო­ველ­თვის აღ­წევთ.

დროს ფუ­ჭად არა­სო­დეს კარ­გავთ. რა­მეს რომ ხელი მო­კი­დოთ, უნდა გი­ღირ­დეთ. "დრო ფუ­ლია", "ამ­დე­ნი დრო არ მაქვს" და სხვა მსგავ­სი ფრა­ზე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია თქვენს ლექ­სი­კონ­ში. ვერ იტანთ ამაო და არაფ­რის მომ­ცემ სა­უბ­რებს. სი­ტყვა­ძუნ­წიც იქ­ნე­ბით თუ პი­რა­დი რუკა ამ ას­პექტს არ ანე­იტ­რა­ლებს (მა­გა­ლი­თად, "კაცი, რო­მე­ლიც სულ ლა­პა­რა­კობს" თხის რქაა, თუმ­ცა მის ჰო­როს­კოპ­ში მზე მერ­კურ­თან არის შე­ერ­თე­ბუ­ლი, ტყუ­პე­ბის გავ­ლე­ნა შე­იმ­ჩნე­ვა, მერ­კუ­რი კი "ლაქ­ლა­ქა" პლა­ნე­ტაა და ტყუ­პე­ბიც თა­ვი­სას შვრე­ბა). ბევ­რის მოს­წრე­ბას აპი­რებთ, გინ­დათ რამე ღი­რე­ბუ­ლი შექ­მნათ, გინ­დათ სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო გა­ა­კე­თოთ თქვენ­თვის და მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის და სულ გე­ში­ნი­ათ, რომ ვერ მო­ას­წრებთ.

კმა­ყო­ფი­ლი მხო­ლოდ მა­შინ ხართ, როცა ეფექ­ტუ­რი ხართ, თუმ­ცა უმ­თავ­რე­სი მო­ტი­ვა­ცია მა­ინც აღი­ა­რე­ბაა. შე­საძ­ლოა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, თავ­მდა­ბა­ლი და თავ­და­ჭე­რი­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­დეთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად (ცნო­ბი­ე­რად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად) სხვე­ბის­თვის რა­ღა­ცის დამ­ტკი­ცე­ბის სურ­ვი­ლით იმარ­თე­ბით. შიგ­ნი­დან გა­მუდ­მე­ბით რა­ღაც გღრნით. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მზის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პლექ­სე­ბის გა­და­ფარ­ვას ცი­ნი­კო­სო­ბით, ქედ­მაღ­ლო­ბი­თაც შე­საძ­ლოა ცდი­ლობ­დეთ. გინ­დათ რომ პა­ტივს გცემ­დნენ, კარ­გი სა­ხე­ლი გქონ­დეთ… "სა­ხე­ლის გა­ტე­ხას, თა­ვის გა­ტე­ხა სჯობ­სო" - ყვე­ლა­ზე მე­ტად რე­პუ­ტა­ცი­ას უფრთხილ­დე­ბით. სტა­ტუ­სი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა ნი­შან­ზე უკეთ ახერ­ხებთ კი­დეც იერ­არ­ქი­ულ კი­ბე­ებ­ზე მყა­რი ნა­ბი­ჯით სი­ა­რულს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ძა­ლი­ან ზრუ­ნავთ იმიჯ­ზე, მოგ­წონთ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, სადა და დახ­ვე­წი­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა, ბრენ­დე­ბი, კარ­გი მან­ქა­ნე­ბი, ძვირ­ფა­სი სა­ა­თე­ბი და მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ წრე­ში ტრი­ა­ლი, თუმ­ცა ლო­მი­ვით პომ­პე­ზუ­რად არა. თქვენ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა კი არ გჭირ­დე­ბათ, გსურთ, რომ მეტ­რად იქ­ცეთ, ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვოთ. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვან წვე­უ­ლე­ბა­ზე წას­ვლი­სას გა­მომ­წვევ ოქ­როს­ფერ ან წი­თელ კა­ბას, სადა, შავი ფერი "შა­ნე­ლის" სა­მო­სის ჩაც­მას ამ­ჯო­ბი­ნებთ.

თქვე­ნი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მხა­რე – და­გეგ­მვაა. დღე­ვან­დე­ლი დღე არა­სო­დეს გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ვერ იტანთ გა­ურ­კვევ­ლო­ბებს. წი­ნას­წარ უნდა იცო­დეთ, რას აპი­რებთ. სულ გაქვთ ხვა­ლინ­დე­ლი გეგ­მე­ბი. არა­სო­დეს თმობთ. სა­შინ­ლად ჯი­უ­ტი ხართ, პრაქ­ტი­კუ­ლი, პრაგ­მა­ტუ­ლი, რე­ა­ლის­ტი და უკი­დუ­რე­სად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. გრძნო­ბებს არა­სო­დეს ჰყვე­ბით და გა­მო­სა­ვალ­საც ყო­ველ­თვის ლო­გი­კურს პო­უ­ლობთ.

"თუ ფრე­ნა არ ძალ­გიძს – ირ­ბი­ნე. ვერ გარ­ბი­ხარ? – იარე, თუ სი­ა­რუ­ლიც არ შე­გიძ­ლია იხო­ხე… მაგ­რამ არა­სო­დეს შე­წყვი­ტო წინსვლა", – წერ­და მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გი, ჭეშ­მა­რი­ტად ღირ­სე­უ­ლი თხის რქა.

გი­ნა­ხავთ რო­გორ მი­ბა­კუ­ნო­ბენ თხე­ბი კლდის დამ­რეც ფერ­დო­ბებ­ზე? რო­გორ იკი­დე­ბენ ფეხს მი­უ­ვალ ად­გი­ლებ­ში? ასე ხართ თქვენც. ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა შე­გიძ­ლი­ათ და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­მაღ­ლე­ზე ას­ვლა. თუკი რუკა ხელს გი­წყობთ ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებს მშვე­ნივ­რად შე­ი­ფე­რებთ.

ხალ­ხში შე­საძ­ლოა იშ­ვი­ა­თად იმ­ჩნევ­დეთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მარ­ტო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ. ამას­თა­ნა­ვე ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გა­მო­ხატ­ვა­ში ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და თავ­და­ჭე­რი­ლი. გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი ვერ წარ­მო­იდ­გე­ნენ რამ­დე­ნი სევ­და, დარ­დი იმა­ლე­ბა თქვე­ნი რკი­ნის იმი­ჯის მიღ­მა. მიდ­რე­კი­ლე­ბა გაქვთ დეპ­რე­სი­ის­კენ, მე­ლან­ქო­ლი­ის­კენ. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მზის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა კომ­პლექ­სე­ბი ქედ­მაღ­ლო­ბით, ირო­ნი­უ­ლო­ბით გა­მო­ავ­ლი­ნოთ. ემო­ცი­ე­ბის აფი­ში­რე­ბა არ გჩ­ვე­ვი­ათ, თუკი მთვა­რე რო­მე­ლი­მე ცე­ცხლო­ვან ნი­შან­ში არ გყავთ და რო­გორ ახ­ლობ­ლა­დაც არ უნდა მი­გაჩ­ნდეთ, მა­ინც ყვე­ლას­თან, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც კი, ინარ­ჩუ­ნებთ დის­ტან­ცი­ას.

ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ცოტა უხა­სი­ა­თო და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცოტა უჟ­მუ­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­საც კი ტო­ვებ­დეთ, მაგ­რამ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს გცემთ.

და­ბა­დე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით სავ­სე თხის რქე­ბი, რამ­დე­ნა­დაც პა­რა­დოქ­სუ­ლი არ უნდა იყოს, ხან­და­ხან იუ­მო­რის­ტის პრო­ფე­სი­ა­საც ირ­ჩე­ვენ, რად­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი იუ­მო­რიც აქვთ და ბუ­ნებ­რი­ვად ცი­ნი­კუ­რე­ბი და სარ­კას­ტუ­ლე­ბი არი­ან. მათ კი სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის ფუ­ჭად და­კარ­გვა არ უყ­ვართ. ყვე­ლა ნი­ჭის რე­ა­ლი­ზე­ბას ახერ­ხე­ბენ.

არ გიყ­ვართ რის­კი, გირ­ჩევ­ნი­ათ კარ­გად დაც­დი­ლი და ნამ­დვი­ლი საქ­მე­ე­ბი. ერთ ად­გილ­ზე კი არ იჭე­დე­ბით ხოლ­მე, უბ­რა­ლოდ პა­ტივს სცემთ იმათ, ვინც თქვე­ნამ­დე იშ­რო­მა და რა­ღაც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

სა­ერ­თო ჯამ­ში ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, სან­დო და სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნი ხართ, ყვე­ლა ახ­ლობ­ლის ძლი­ე­რი და­საყ­რდე­ნი.

იზა
1

აბსოლიტური სიმართლე

ავტორი:

როგორები არიან თხის რქები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

როგორები არიან თხის რქები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

თქვენ ძალიან რეალისტი ადამიანი ხართ და რასაც არ უნდა აჩვენებდეს თქვენი დაბადების დანარჩენი რუკა, მაინც ძალიან მყარად დგახართ მიწაზე. კარგად ერკვევით მატერიალურ სამყაროში, საოცრად მიზანდასახული ხართ და იცით, რა როგორ უნდა გააკეთოთ.

"მე ვიყენებ" – ეს არის თქვენი კასტის დევიზი. იყენებთ ყველაფერს საკუთარი ტაქტიკური უნარებით, მოხერხებულობით, ცბიერებით დაწყებული სხვა ადამიანებით თუ მოვლენებით დამთავრებული და მიზანს ყოველთვის აღწევთ.

დროს ფუჭად არასოდეს კარგავთ. რამეს რომ ხელი მოკიდოთ, უნდა გიღირდეთ. "დრო ფულია", "ამდენი დრო არ მაქვს" და სხვა მსგავსი ფრაზები ძალიან აქტუალურია თქვენს ლექსიკონში. ვერ იტანთ ამაო და არაფრის მომცემ საუბრებს. სიტყვაძუნწიც იქნებით თუ პირადი რუკა ამ ასპექტს არ ანეიტრალებს (მაგალითად, "კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს" თხის რქაა, თუმცა მის ჰოროსკოპში მზე მერკურთან არის შეერთებული, ტყუპების გავლენა შეიმჩნევა, მერკური კი "ლაქლაქა" პლანეტაა და ტყუპებიც თავისას შვრება). ბევრის მოსწრებას აპირებთ, გინდათ რამე ღირებული შექმნათ, გინდათ სასარგებლო და საჭირო გააკეთოთ თქვენთვის და მთელი სამყაროსთვის და სულ გეშინიათ, რომ ვერ მოასწრებთ.

კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ეფექტური ხართ, თუმცა უმთავრესი მოტივაცია მაინც აღიარებაა. შესაძლოა მოკრძალებული, თავმდაბალი და თავდაჭერილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეთ, მაგრამ რეალურად (ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად) სხვებისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით იმართებით. შიგნიდან გამუდმებით რაღაც გღრნით. დაზიანებული მზის შემთხვევაში კომპლექსების გადაფარვას ცინიკოსობით, ქედმაღლობითაც შესაძლოა ცდილობდეთ. გინდათ რომ პატივს გცემდნენ, კარგი სახელი გქონდეთ… "სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობსო" - ყველაზე მეტად რეპუტაციას უფრთხილდებით. სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ნიშანზე უკეთ ახერხებთ კიდეც იერარქიულ კიბეებზე მყარი ნაბიჯით სიარულს.

აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ზრუნავთ იმიჯზე, მოგწონთ გემოვნებიანი, სადა და დახვეწილი ჩაცმულობა, ბრენდები, კარგი მანქანები, ძვირფასი საათები და მაღალ სოციალურ წრეში ტრიალი, თუმცა ლომივით პომპეზურად არა. თქვენ ნებისმიერ ფასად ყურადღების მიქცევა კი არ გჭირდებათ, გსურთ, რომ მეტრად იქცეთ, ავტორიტეტი მოიპოვოთ. ამიტომ მნიშვნელოვან წვეულებაზე წასვლისას გამომწვევ ოქროსფერ ან წითელ კაბას, სადა, შავი ფერი "შანელის" სამოსის ჩაცმას ამჯობინებთ.

თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე – დაგეგმვაა. დღევანდელი დღე არასოდეს გაკმაყოფილებთ. ვერ იტანთ გაურკვევლობებს. წინასწარ უნდა იცოდეთ, რას აპირებთ. სულ გაქვთ ხვალინდელი გეგმები. არასოდეს თმობთ. საშინლად ჯიუტი ხართ, პრაქტიკული, პრაგმატული, რეალისტი და უკიდურესად რაციონალური. გრძნობებს არასოდეს ჰყვებით და გამოსავალსაც ყოველთვის ლოგიკურს პოულობთ.

"თუ ფრენა არ ძალგიძს – ირბინე. ვერ გარბიხარ? – იარე, თუ სიარულიც არ შეგიძლია იხოხე… მაგრამ არასოდეს შეწყვიტო წინსვლა", – წერდა მარტინ ლუთერ კინგი, ჭეშმარიტად ღირსეული თხის რქა.

გინახავთ როგორ მიბაკუნობენ თხები კლდის დამრეც ფერდობებზე? როგორ იკიდებენ ფეხს მიუვალ ადგილებში? ასე ხართ თქვენც. ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგიძლიათ და ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად და აუღელვებლად წარმოუდგენელ სიმაღლეზე ასვლა. თუკი რუკა ხელს გიწყობთ ხელმძღვანელ თანამდებობებს მშვენივრად შეიფერებთ.

ხალხში შესაძლოა იშვიათად იმჩნევდეთ, მაგრამ ძალიან მარტოსული ადამიანი ხართ. ამასთანავე შინაგანი სამყაროს გამოხატვაში ძალიან თავშეკავებული და თავდაჭერილი. გარშემომყოფები ვერ წარმოიდგენენ რამდენი სევდა, დარდი იმალება თქვენი რკინის იმიჯის მიღმა. მიდრეკილება გაქვთ დეპრესიისკენ, მელანქოლიისკენ. დაზიანებული მზის შემთხვევაში, შესაძლოა კომპლექსები ქედმაღლობით, ირონიულობით გამოავლინოთ. ემოციების აფიშირება არ გჩვევიათ, თუკი მთვარე რომელიმე ცეცხლოვან ნიშანში არ გყავთ და როგორ ახლობლადაც არ უნდა მიგაჩნდეთ, მაინც ყველასთან, საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი, ინარჩუნებთ დისტანციას.

ამ ყველაფრის გამო, ცოტა უხასიათო და შეიძლება ითქვას, ცოტა უჟმური ადამიანის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდეთ, მაგრამ უკლებლივ ყველა ძალიან დიდ პატივს გცემთ.

დაბადებით სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე თხის რქები, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ხანდახან იუმორისტის პროფესიასაც ირჩევენ, რადგან შესანიშნავი იუმორიც აქვთ და ბუნებრივად ცინიკურები და სარკასტულები არიან. მათ კი საკუთარი უნარების ფუჭად დაკარგვა არ უყვართ. ყველა ნიჭის რეალიზებას ახერხებენ.

არ გიყვართ რისკი, გირჩევნიათ კარგად დაცდილი და ნამდვილი საქმეები. ერთ ადგილზე კი არ იჭედებით ხოლმე, უბრალოდ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენამდე იშრომა და რაღაც წარმატებას მიაღწია.

საერთო ჯამში ძალიან ორგანიზებული, სანდო და საიმედო ადამიანი ხართ, ყველა ახლობლის ძლიერი დასაყრდენი.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში