მეტი დრო უნდა დაუთმოთ თქვენს ოჯახს, მშობლებს. გაგიჩნდებათ ბინაში კომფორტის შექმნის სურვილი. ზოგიერთი გაემგზავრება მშობლიურ ადგილებში, იქ, სადაც ბავშვობა გაატარა. ზოგიერთი შეიძლება ოჯახურ ბიზნესში ჩაერთოთ ან სახლიდან დაიწყოს მუშაობა.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
გახშირდება მიმოსვლები ნათესავებთან, მეგობრების შინ შეკრება. განსაკუთრებით თუ აბიტურიენტი ხართ და ერთად აპირებთ სწავლას. ზოგიერთს კი შეიძლება განმარტოების და ინტელექტუალური განვითარების სურვილი გაგიჩნდეთ. პირადი საკითხების მოგვარებაშიც ოჯახის წევრები დაგეხმარებიან. მოგეძალებათ მათთან ყოფნის, ბავშვობის გახსენების სურვილი; ზოგს კი - საკუთარ წინაპრების უკეთ გაცნობის.
ფული და სიყვარული
რომანტიკულობა მოიმატებს, სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი. მაგრამ საპასუხისმგებლო ურთიერთობა კი არა, ფლირტი და გართობა მოგინდებათ. ზოგიერთმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბათ და არც ერთდღიან სექსუალურ კავშირებზე იტყვით უარს. გაგიჩნდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. მოგინდებათ სასიამოვნო ადგილებში მოგზაურობა, ცხოვრებით ტკბობა და კომფორტში დასვენება.
ჯანმრთელობა
ივნისის ბოლომდე მხიარულება და გართობა გსურთ და აქტიურიც იქნებით, აი, თვის ბოლოსკენ კი პასუხისმგებლობა მოგემატებათ და სამსახურის საქმეებსა და რუტინას აქტიურად ჩაუდგებით სათავეში. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას. დაიცავით დიეტა, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს, გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა მჭრელ, ბასრ საგნებთან ან ცეცხლთანაა კავშირში.
10 ივნისის შემდეგ მიუბრუნდით ოჯახს, საოჯახო საქმეებს. ზოგიერთმა შეიძლება უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტოთ, ზოგმა კი რემონტის გაკეთება. დააბალანსეთ კავშირი გართობას, ოჯახსა და სამსახურს შორის. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.
24 ივნისის შემდეგ ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეგობრებთან. არ გირჩევთ სოციალურ ქსელებში მწვავე საკითხებზე კამათს, სტატუსებზე “მწარე“ კომენტარების დატოვებას. ოჯახის გამო შეიძლება გამოეთიშოთ სოციალურ ცხოვრებას.