ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

აღმოჩენების დრო დაგიდაგთ. უნდა დაფიქრდეთ, რა მიმართულებით განვითარდეთ და გაიფართოოთ თვალსაწიერი. ივნისში უცხო კულტურის გაცნობის და საზღვარგარეთ მოგზაუროის შესაძლებლობა მოგეცემათ. გაიცნობთ უცხოელებს ან სხვადასხვა ფენის ადამიანებს. გამონახეთ დრო სწავლისთვის, ცოდნის გასაღრმავებლად. შეიძლება მოგინდეთ რელიგიურ-ფილოსოფიურ საკითხებში გარკვევა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

უმნიშვნელო შანსიც კი უნდა გამოიყენოთ სწავლისთვის, გამოცდილების მიღებისთვის. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, იყავით მომართული მის განვითარებაზე, საზღვარგარეთ გატანაზე. დაკვირვებას მოითხოვს იურისპრუდენციის საკითხები. ისწავლეთ უცხო ენა ის ან კონტაქტების გასაუმჯობესებლად, ან უცხოეთში მოგზაურობისთვის გამოგადგებათ. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი ან სპონსორი, რომელიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ფული და სიყვარული

სოციალური სტატუსის ამაღლებას ან კარიერაში სასიამოვნო ცვლილებას ელოდეთ. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ პროფესიული წარმატების მიღწევაში ან გაგაცნობთ გავლენიან ადამიანებს; პროტექციას გაგიწევენ. სხვა ვარიანტით, შეიძლება მაღალჩინოსანი შეგიყვარდეთ ან ასაკით თქვენზე უფროსი. სანამ თავით გადაეშვებით რომანტიკულ თავგადასავალში, დარწმუნდით, რომ ეს კავშირი საზოგადოებაში სტატუსს აგიმაღლებთ.

ჯანმრთელობა

გამოგიჩნდებათ მეგობრებთან შეხვედრის დრო. გაგიჩნდებათ უჩვეულო, ორიგინალური იდეები და მათი განხორციელების შესაძლებლობა. შეიძლება თანამოაზრეებთან ერთად ახალი გაერთიანება შექმნათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, გირჩევთ, მოერიდოთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

10 ივნისის შემდეგ გამოგიჩნდებათ უცხოეთში გამგზავრების, უცხო კულტურასთან დაკავშირების შანსი. შეიძლება მეუღლის ნათესავების პრობლემები გახდეს თქვენი მოსაგვარებელი.

24 ივნისის შემდეგ შეიძლება შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. დაასრულოთ რემონტი ბინაში. ზოგიერთს მოუნდება გამოიკვლიოს თავისი გვარის ისტორია. გირჩევთ, მეტი დრო და მზრუნველობა დაუთმოთ მშობლებს.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...