ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ბობოქარი პირადი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ბობოქარი პირადი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ"

ივნისი ის თვეა, როცა საკუთარი თავისთვის, გართობისა და სიყვარულისთვის უნდა მოიცალოთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას, ეს ყველას წაგადგებათ. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა. სურვილების განხორციელების სურვილი და შესაძლებლობაც გაგიჩნდებათ. მოერიდეთ ფინანსებთან დაკავშირებულ ავანტიურას. შანსი მოგეცემათ, ხშირად დაესწროთ გასართობ ღონისძიებებს. ზოგიერთი კი თავით გადაეშვება სასიყვარულო თავგადასავალში.

სწავლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

თვის დასაწყისში, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჯანმრთელობა და სამსახურის საქმეები. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა, მივლინება თუ პროექტი ამ პერიოდში დაიწყოთ. თვის მეორე ნახევარში პლანეტა მერკური რეტროგრადული გახდება და ეს პერიოდი უმჯობესია, დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ. აგრეთვე, ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან, ინსტრუქციებთან მუშაობისას, ახალი საბუთების შედგენისას. გაიუმჯობესეთ ცხოვრებისეული პირობები და ეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი გაიხადოთ უმთავრესად.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

მარტოხელებს გრძნობების გამოცდა მოუნდებათ და შეიძლება ახალ-ახალი რომანტიკული თავგადასვალის გამო თავადვე დაზარალდნენ. უმჯობესია, ეს თვე უკვე არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებას დაუთმოთ. მოერიდეთ მეუღლესთან ურთიერთობის დაძაბვას, უსიამოვნო პერიოდი გადაივლის და განქორწინებაზე ფიქრიც გაქარწყლდება. შეიძლება შემოგეხმიანოთ ყოფილი შეყვარებული. ერთი სიტყვით, ივნისში ბობოქარი პირადი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ. თუმცა, თუ მხოლოდ სექსი გაინტერესებთ და სერიოზულ კავშირზე პრეტენზია არ გაქვთ, თვე უფრო მსუბუქად ჩაივლის. ფინანსურ სფეროს სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. ფული ზომიერად და მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე დახარჯეთ. იმისათვის, რომ ბიუჯეტი აკონტროლოთ, ფინანსური დღიური აწარმოეთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ივნისში ენერგიული და მიზანმიმართული პლანეტა მარსი დაგეხმარებათ, ფიზიკურად გააქტიურებაში. კარგი იქნება დიეტის დაცვა. მეტი ყურადღება გმართებთ ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მიმართ. თუ სიმპტომები გაგიმძაფრდებათ, ნუ დააყოვნებთ, მიმართეთ ექიმს.

ქალებისათვის

ნუ მოიშლით ნერვებს წვრილმანების გამო. ყველა პრობლემა თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. მთავარია, იყოთ მიზანსწრაფული და დაკვირვებული. ზოგიერთებმა შეიძლება კორექტივები შეიტანონ სამომავლო გეგმებში. ახლობლებთან ურთიერთობა მეტ მოთმინებასა და ზრუნვას მოითხოვს. გააბედნიერეთ ისინი, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

კაცებისათვის

თვის დასაწყისი შეიძლება რთული მოგეჩვენოთ. ზოგიერთს შეიძლება გარისკვაც და ნერვების მოშლაც კი დასჭირდეს, სათავისოს რომ მიაღწიოს. ეცადეთ, არ ინერვიულოთ, ძალები და მიზანსწრაფვა სასურველ შედეგამდე მაინც მიგიყვანთ. იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფებისადმი და არ გაუშვათ ცხოვრების გაუმჯობების შანსი ხელიდან.

როგორი იქნება ივნისი მიწის ნიშნებისთვის - ანუ რა ელით მომავალ თვეს კუროს, ქალწულსა და თხის რქას?

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის - რა ელით მომავალ თვეს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს

როგორი იქნება ივნისი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი