ზაფხულის პირველ თვეს მეგობრული შეხვედრები, ახალი ადამიანების დამეგობრება, საზოგადოებრივ საქმეებში ჩართვა გელოდებათ. ზოგიერთმა შეიძლება გარშემო მყოფების უფლებების დასაცავადაც კი იბრძოლოთ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გაწევრიანდეთ თქვენთვის საინტერესო ჯგუფში. იქნებით მეტად ტოლერანტული და გახსნილი. არ გაგიჭირდებათ ახალ გარემოში ადაპტირება.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ინტელექტუალურ საქმიანობაში მოგინდებათ ჩართვა. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. მეტ დროს დაუთმობთ სამეცნიერო საქმეებს, სხვადასხვა საინტერესო ექსპერიმენტს. თქვენთვის სოციალური სტატუსი უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე კარიერა. ორიგინალური იდეეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. გვერდით გყავდეთ ისეთი ადამაინები, რომლებიც იზიარებენ თქვენს მოსაზრებებს და თქვენი ინტელექტის დონეს შეესაბამებიან.
ფული და სიყვარული
ფარული რომანტიკული ურთიერთობა სასიამოვნოდაც კი მოგეჩვენებათ. სულიერად გაძლიერების, შინაგან სამყაროში უკეთ გარკვევა მოგინდებათ. ზოგიერთს პლატონური გრძნობები შეიძლება გაუჩნდეს იმ ადამიანი მიმართ, ვისთანაც რელურად დაწყვილება წარმოუდგენელია. დაწყვილებულებს კი სურვილი გაუმძაფრდებათ, რომ იზრუნონ საყვარელი ადამიანის კეთილდღეობაზე. ზოგიერთი კი რომანტიკულ სფეროში წარმოქმნილ საიდუმლოებებს შეიძლება შეჯახოს.
ჯანმრთელობა
თვის დასაწისში გაიხსენეთ მივიწყებული გეგმა, იდეები, ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და უკვე თვის ბოლოსკენ აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა მოგეცემათ. მოგიწევთ სწრაფად რეაგირება შექმნის სიტუაციაზე. ზოგჯერ, გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება აგრესიაც კი გამოიწვიოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას. გაქვთ ყველა რესურსი, რომ ჯანმრთელად იყოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ წონის დაკლება. კარგი იქნება, თუ ავტომობილიდან ველოსიპედზე გადაჯდებით.
10 ივნისის შემდეგ ახალ მეგობრებს გაიჩენთ, მოგინდებათ სოციალურად გააქტიურება. შეიძლება ინტერნეტში გამოჩნდეთ. გაწევრიანდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების ჯგუფში ან თავად შექმნათ ასეთი.
24 ივნისის შემდეგ გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ზოგიერთმა შეიძლება უინტერესო სამსახურს დაანებოთ თავის. გირჩევთ, სანამ პროფესიონალი უსაქმური გახდებით, უკეთესი ვაკანსია შეარჩიოთ.