თვის დასაწყისში შეიძება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც გზღუდავთ, გაგიჩნდათ არაკეთილმოსურნეები. შეიძლება გამოაშკარავდეს თქვენი საიდუმლო. ეცადეთ, არ გაეხვიოთ ინტრიგებში, მოერიდეთ იმ ხალხს, ვინც თქვენ წინააღმდეგ ჭორებს ააგორებს. შეიძლება ყველაზე დიდი დარტყმა ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან მიიღოთ, ვისაც მეგობრად თვლიდით. ივნისში მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას. სამსახურში - ინიციატივის გამოვლენას. აგრეთვე, ხალხის წინაშე გამოსვლას, ახალი იდეების წარდგენას.
სწავლა, სამსახური და ფინანსები
თვის დასაწყისში ენერგიის მომატებას, ახლობლებთან მიმოწერის, გადაადგილების, კომუნიკაციის სურვილი გაგიჩნდებათ. გაფრთხილდით, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები, მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგამას, პასუხის გაცემას. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის განვითარებას, ეს შეიძლება იყოს უცხო ენის გაღრმავება, ან იმ სფეროში უკეთ გარკვევა, რომელშიც მოღვაწეობთ.
სიყვარული და ოჯახი
ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენი ყველაზე დიდი მტერია. მან შეიძლება შეგიზღუდოთ თავისუფლება, უმნიშვნელო რამის გამო გაგიფუჭოთ განწყობა. ნუ ეცდებით მის დადანაშაულებას. უბრალოდ, მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას, ეს რთული პერიოდი მალე გადაივლის და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. რაც შეეხება ფინანსებს, ახლა ფულის ფლანგვის დრო არაა. უმჯობესია, არ შეიძინოთ ფუფუნების ნივთები, - მხოლოდ აუცილებელი. აგრეთვე, სასურველია, თუ საფულესა და პირად ანგარიშებს უცხო თვალს მოარიდებთ.
ჯანმრთელობა
ივნისის დასაწყისიდან მოგზაურობის სურვილი მოგეძალებათ. კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ გაეცნოთ უცხო კულტურას, შეისწავლოთ უცხო ენა. ზოგიერთმა შეიძლება სულიერ პრაქტიკებს ან მისთვის აქამდე უჩვეულო მეთოდებს მიმართოს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად,
ქალებისათვის
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გაერკვიეთ საკუთარ თავში, სურვილებში. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ მომავალში. ზოგიერთისთვის ივნისი გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობა იქნება. დაგეგმილი მგზავრობა კარგი შედეგით დასრულდება. მთავარია, ყველაფერი შეამოწმოთ-გადაამოწმოთ.
კაცებისათვის
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საქმიანი შეხვედრები და მივლინება თვის დასაწყისში დაგეგმეთ. არ გაგიჭირდებათ რთულ მოვლენებში გარკვევა და მათი გამოსწორება. თვის მეორე ნახევარში შეიძლება მეტად მიაქციოთ ყურადღება იმ ინფორმაციებსა და მოვლენებს, რაც ადრე უმნიშვნელო გეჩვენებოდათ. იყავით დაკვირვებული, ყველას ნუ ენდობით.