ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისში მოიმატებს ამბიციურობა, მეტის მიღწევის სურვილი. კარიერის საკითხებით იქნებით დაკავებული. წარმატებას მიაღწევთ პროფესიულ საქმიანობაში, დაწინაურდებით, მიღებთ სასურველ სამსახურს. ივნისში მხოლოდ საკუთარი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კი არ იზრუნებთ, ახლობლებაც დაეხმარებით განვითარებაში. გარშემო მყოფებში მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მომართული იქნებით ბიზნესის გაუმჯობესებაზე, დანიშნავთ თათბირს, რათა ერთად იზრუნოთ საქმეების გაუმჯობესებაზე. მეტად იზრუნეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთმა შეიძლება ახალ ბიზნესში მოსინჯოთ თავი, გახსნათ ახალი მაღაზია, ფირმა ან არსებული განავითაროთ. არ გაუშვათ შანსი, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა თქვენი კეთილდღეობისთვის.

ფული და სიყვარული

რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება გააბათ მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან გახდეთ უფრო მეგობრული. ზოგიერთი სასიყვარულო პარტნიორთან ერთად განახორციელებს ახალ იდეებს. ან მისი მხარდაჭერა დაგჭირდეთ ზოგიერთი საკითხის მოგვარებაში. ზოგიც რომანს გააბამს თანამდებობის პირთან, რათა მისგან სასურველი სარგებელი მიიღოთ. თუ მეგობრები თავიათ შეყვარებულებს დაშორებულები არიან, დაეხმარეთ, რომ შერიგდნენ.

ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში გახშირდება მეგობრული შეხვედრები. მეგობრებთან ერთად ახალი პროექტების დაწყებას შეძლებთ. დაეხმარეთ მეგობრებს წვეულებების მოწყობაში. აი, თვის ბოლოსკენ კი თავს გადაღლილად იგრძნობთ და მეტად მოგინდებათ განმარტოება, სიმშვიდე. სუფთა ჰაერზე დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ. გაფრთხილდით, ამ პერიოდში მომატებულია ტრავმების ალბათობა გაუფრთხილებლობით. განსაკუთრებით, თუ მჭრელ და ბასრ საგნებთან გიწევთ შეხება. მაქსიმალურად დაიზღვიეთ თავის სტრესისგან.

10 ივნისის შემდეგ საზოგადოებაში გამოჩენის, სცენაზე გამოსვლის სურვილი გაგიჩნდებათ. უნდა დაისახოთ მიზანი, რაც გამარჯვებას მოგიტანთ. ახალი ბიზნესპროექტების განხორციელების დრო დგება. იყავით მეტად დისციპლინირებული. ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაშიც.

24 ივნისის შემდეგ უნდა დაფიქრდეთ გრანდიოზულ, ცხოვრებისულ მიზნებზე, გამონახოთ დრო და დაფიქრდეთ დასვენებაზე, პერიოდულ რელაქსაციაზე. მოგინდებათ ყველა საქმის გადადება და გამხიარულება, შეჯიბრებაში ჩართვა. ზოგი დაასრულებს კრეატიულ პროექტებს.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...