ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ზაფხულში მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბინის, აგარაკის კეთილმოწყობას. იზრუნეთ უსაფრთხოებაზეც. მარტოხელებს მოგინდებათ ოჯახის შექმნა. უკვე დაქორწინებულებს - ოჯახში იდილიის შექმნა. მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობთ ოჯახის წევრებზე; შეიძლება ლიდერის თვისებებიც გამოავლინოთ. უნდა მოინდომოთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან, ახლობლებთან.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მოვლენები სწრაფად განვითარდება და თავად უნდა შეძლოთ, რომ საქმის კურსში იყოთ. თვის დასაწყისში გახშირებული იქნება საქმიანი შეხვედრები, მიმოსვლა, მივლინება. ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ. მიიღებთ უამრავ ინფორმაციას და უნდა შეძლოთ მათი გაანალიზება. შუა თვეში მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს. შეძლებისდაგვარად დაისვენეთ ოჯახურ გარემოში. თვის ბოლოს გართობის განწყობაზე დადგებით და უფრო მეტი დროც გამოგიჩნდებათ მხიარულებისთვის.

ფული და სიყვარული

მოიმატებს რომანტიკული განწყობა და მომართული იქნებით სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ჩაერთეთ სპორტულ აქტიურობაში. სურვილი გაგიჩნდებათ, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსებში და გამარჯვების შანსიც გაქვთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთანაც. მთავარია, თავად მოინდომოთ მათთან დამეგობრება.

ჯანმრთელობა

შეადგინეთ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ. არც საქმეები “დაგავიწყდებათ“, ვალდებულებების შესრულებასაც შეძლებთ და დასვენებასაც. არ გადაიღალოთ ფიზიკურად. სხვა მხრივ საფრთხე არ გემუქრებათ, თუ სასიყვარულო თემებშიც აკურატულობას დაიცავთ.

10 ივლისის შემდეგ გააქტიურდება სახლური თემები. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახს. პატივი ეცით თქვენს ნათესავებს. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. ან დაიწყეთ სახლის მშენებლობა/რემონტი.

24 ივლისის შემდეგ გადაერთვებით რომანტიკულ გართობაზე, საქმიანობაზე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. გააქტიურდებით კოლექტიურ საქმიანობაში. შეიძლება მეგობრებს დასჭირდეთ თქვენი დახმარება.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...