ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

მთელი ივლისი მომართული იქნებით რომანტიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაზე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან. ერთად გართობას, დასვენებას შეძლებთ. გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან, წვეულებები. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, ალკოჰოლის მიღებას.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში გახშირდება მეგობრებთან შეხვედრები, მოგინდებათ მათი შინ მოპატიჟება. ზოგმა შეიძლება სახლიდან დაიწყოთ მუშაობა, ან ოჯახის წევებთან ერთად დაიწყოთ საქმიანობა. შუა თვიდან მოგინდებათ ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩართვა, პოკერის, მონოპოლიისა და ჭადრაკის თამაში. შეიძლება კონკურსებშიც მიიღოთ მონაწილეობა. დაინტერესდებით საბავშვო ფსიქოლოგიით.

ფული და სიყვარული

იყავით დაკვირვებული მუშაობისას. ყველგან - სახლშიც, სამსახურშიც გადაამოწმეთ დეტალები. შუა თვიდან კი მეტი დრო უნდა დაუთმოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე. საყვარელი ადამიანისგანაც მიიღებთ სითბოსა და მზრუნველობას.

ჯანმრთელობა

მოგინდებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა. მეტი ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი მუშაობა დეტალებთან, ინსტრუმენტებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთმა შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ მუშაობა. ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შინიდან იმუშაოთ.

10 ივლისის შემდეგ გაგიჩნდებათ ახლი შემოქმედებითი იდეები. შეიძლება მოგინდეთ შვებულებაში გასვლის სურვილი და დროის საყვარელ ადამიანთან ერთად გატარება. ბავშვებთან ერთად ჩაერთეთ გასართობ თამაშებში.

24 ივლისის შემდეგ შეიძლება გაიგოთ საიდუმლოებები. ზოგიერთს მოგიწევთ ნათესავებზე ზრუნვა, მათი მოვლა. გამონახეთ დრო მედიტაციისა და თვითანალიზისთვის.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული