ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ბოლომდე კარიერული საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოგინდებათ დაწინაურება, შეიძლება მოითხოვოთ ხელფასის გაზრდა. გაგიჩნდებათ სურვილი, იცხოვროთ უკეთეს პირობებში, პრესტიჟულ ბინაში. ზოგიერთს სტატუსის შეცვლა ელის. კარგი პერიოდია პირადი ბიზნესის დასაწყებად ან უკვე არსებულის გასავითარებლად. დაკვირვებული იყავით, რომ არასწორი ქცევის გამო რეპუტაცია არ გაიფუჭოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის პირველ დეკადაში გააქტიურდება უცხოეთთან კონტაქტები. შეიძლება საზღვარგარეთ დაიწყოთ ბიზნესი. გახშირდება მიმოწერა უცხოელ პარტნიორებთან. შუა ივლისიდან იზრუნეთ კარიერის გაუმჯობესებაზე. შეიძლება ან ახალი თანამდებობა შემოგთავაზონ, ან დაწინაურდეთ. ზოგიერთს მოგემატებათ კარიერული პასუხისმგებლობა. კარგი პერიოდია მიზნების მისაღწევად, ამიტომ, უსაქმოდ ნუ იჯდებით.

ფული და სიყვარული

ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეგობართან ან საერთო ინტერესების მქონდე ადამიანთან მოგიდებათ რომანის გაბმა. თუ საიდუმლო ჯგუფში ხართ გაწევრიანებული შეიძლება იქაც მონახოთ სასიყვარულო პარტნიორი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა სამეგობრო წრიდან ან ჯგუფიდან, სადაც თანამოაზრეებთან ერთად ხართ ჩართული.

ჯანმრთელობა

გახშირდება მეგობრული შეხვედრები. მოგინდებათ მათთან ერთად იდეების განხორციელება. ეცადეთ, გარშემო მყოფების სურვილების განხორციელებით იმოქმედოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ეცადეთ, ფიზიკურად აქტიური იყოთ, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

10 ივლისის შემდეგ მიზნებისა და კარიერული საკითხების მოგვარებას, დაწინაურებას შეძლებთ. მოიმატებს თქვენი სოციალური სტატუსი, რეპუტაცია. ზოგმა შეიძლება პირადი ბიზნესი დაიწყოთ. ზოგი შეიძლება ჩაერთოთ მნიშვნელოვან პროექტში.

24 ივლისის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. შეიძლება მოგემატოთ მათდამი ვალდებულება. იყავით სერიოზული, ბავშვივით ნუ გაჯიუტდებით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში