ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს, ჯანმრთელობას - საკუთარს და ახლობლებისას. ყოველდღიური ვალდებულებები მეტ დაკვირვებას მოითხოვს თქვენგან. იყავით მომართული, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ საქმეებისგან.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში გააქტიურდება სასიყვარულო მიმოწერა. შეიძლება განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები და გამოფინოთ ისინი სოციალურ ქსელში. შუა თვეში დაკვირვებული უნდა იყოთ ციფრებთან, ბუღალტრულ ანგარიშებთან, დოკუმენტების შედგენისას. ერთი სიტყვით, მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, თანამშრომლებთან, ვისთან ერთადაც ბიზნესიდეებს ახორციელებთ.

ფული და სიყვარული

სასიყვარულო პარტნიორთან დამოკიდებულება იქნება ივლისის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ნუ მოგერიდებათ რომანტიკული ემოციების, გრძნობების გამოხატვა. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ საჩუქრებით, რომანტიკული სიურპრიზებით. მარტოხელებს გაქვთ ყველა შანსი, რომ დაწყვილდეთ. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, გაცნობის საიტებზე.

ჯანმრთელობა

პარტნიორი ულევი ენერგიით აგავსებთ. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყოთ ვარჯიში, მკურნალობის კურსი. შეიძლება ერთად გაემგზავროთ დასასვენებლად. გირჩევთ, დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ივარჯიშოთ, მიირთვათ ახალი, ნატურალური პროდუქტები.

10 ივლისის შემდეგ მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. კარგი იქნება ვარჯიშის, დიეტის დაწყება. შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო გრაფიკი ან გადაწყვიტოთ, ახალი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება.

24 ივლისის შემდეგ საკუთარ თავზე წარმოდგენა შეგეცვლებათ. მოხდება ღირებულებების, პრიორიტეტების შეცვლა. გადაწყვეტთ მავნე ჩვევებთან დამშვიდობებას. დაიცავით ბალანსი, რომ სხვათა სურვილების გამო არ დაიზიანოთ საკუთარი თავი.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...