ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

თვის ბოლომდე საკუთარ თავში ჩაღრმავება, განმარტოება და დასვენება მოგინდებათ. ეს ყველაფერი იმ დრომდე, სანამ მზე თქვენს ნიშანში გადაბრძანდება. ზოგიერთმა შეიძლენა ნიღაბი მოირგოთ, რათა საკუთარი პერსონის გამოჩენა არ გინდოდეთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეგობრებთან, თანამოაზრეებთან საქმეების მოგვარება, ახალი იდეების განხორციელების სურვილი მოგეძალებათ. გააქტიურდებით სოციალურად, შეიძლება ონლაინაც კი გააქტიურდეთ. მოგინდებათ თქვენი ბიზნესის გაფართოება და შეიძლება ონლაინბიზნესშიც კი მოსინჯოთ ძალები. გაგიადვილდებათ საკუთარი აზრების, მოსაზრებების გამოთქმა. შესაძლოა გააქტიურდნენ ფარული მტრები, გაიგოთ საკუთარ თავზე ჭორები.

ფული და სიყვარული

ივლისში მოგინდებათ, რომ მაქსიმალურად მიმზიდველად და მდიდრულად გამოიყურებოდეთ. ზოგიერთმა შეიძლება შეიძინოთ ბრენდული სამოსი, აქსესუარები. შეიცვალოთ იმიჯი. მოგინდებათ, პირადი ურთიერთობის გაუმჯობესება. განსაკუთრებით მარტოხელები იქნებით მობილიზებულები, რომ დაწყვილდეთ. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან და არც საწინააღდეგო სქესის წარმომადგენლებთან. დაწყვილებულებმა ლაღად გამოხატეთ გრძნობები; იყავით რომანტიკული, თბილი და ტკბილი საყვარელი ადამიანის მიმართ.

ჯანმრთელობა

აქტიურობა და ენერგიულობა მოიმატებს. მეტად გამოავლენთ ლიდერის თვისებებს. არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გააქტიურდებიან მოშურნეები. მაგრამ ეცადეთ, საკუთარი პოზიცია დიპლომატიურად დააფიქსიროთ. არ გირჩევთ ემოციებს აყოლას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მეტი იმოძრავეთ ფეხით, სუფთა ჰაერზე.

10 ივლისის შემდეგ დაისახეთ ახალი მიზნები, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას. შეიძლება გახშირდეს კონტაქტი დახურულ დაწესებულებაში მომუშავე პირებთან. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით განმარტოვდებით, მშვიდ გარემოში მოიწესრიგებთ შინაგან სამყაროს. გაფრთხილდით, რომ არ გამჟღავნდეს თქვენი საიდუმლოებები.

24 ივლისის შემდეგ გაერკვიეთ ურთიერთობა პირად და საქმიან პარტნიორებთან. ერთგულების მიმართ მეგობრული და ყურადღებიანი უნდა გახდეთ. ზოგიერთთან შეიძლება დაშორება გადაწყვიტოთ, ზოგმა კი რთულ მომენტში გაგიწიოთ დახმარება.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - რა შეიცვლება ფინანსების, კონტაქტების, ჯანმრთელობისა და სიყვარულის საკითხებში

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის