ავტორი:

ივისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის - "შეიძლება რომანი გააბათ მეგობრებიდან რომელიმესთან"

ივისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის - "შეიძლება რომანი გააბათ მეგობრებიდან რომელიმესთან"

მთელ თვეს ნათესავების გვერდით და ინფორმაციების ორომტრიალში გაატარებთ. რუტინის დასაძლევად სიახლეები და ცვლილებები მოგინდებათ. გახშირდება შეხვედრები მეგობრებთანაც. ზოგიერთს საცხოვრებელი მისამართის შეცვლა და ახალ მეზობლებთან დამეგობრება ელის. პროდუქტიული ივნისი გელით, თუმცა, ნუ მოაკლებთ მზრუნველობას ნათესავებს, მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

სწავლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საგვარეულო სახლს. შეიძლება მას რემონტი დასჭირდეს და უნდა იზრუნოთ ამაზე. ზოგიერთმა კი შეიძლება ოჯახური ბიზნესი წამოიწყოს ან გაერთიანდეს უკვე არსებულ ნათესაურ საქმიანობაში.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თვის ბოლომდე რეტროგრადული ვენერას გავლენით გახშირდება მიმოწერა და შეხვედრები ძველ მეგობრებთან, ყოფილ შეყვარებულებთან, რომლებთანაც რაღაც მიზეზის გამო კავშირი გაწყვეტილი გქონდათ. შეიძლება რომანი გააბათ მეგობრებიდან რომელიმესთან. მოერიდეთ ნათესავებთან საქმეების გარჩევას. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. გაფრთხილდით, და-ძმების ან მეგობრების გამო არ დაზარალდეთ მატერიალურად. ივნისში ფული ზომიერად და გაანგარიშებულად უნდა ხარჯოთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ნუ გაგიკვირდებათ, თუ გააქტიურდებიან ფარული მტრები, შეიძლება გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული შეზღუდვები დაგიწესდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას. კარგია თქვენთვის მედიტაცია, სუფთა ჰაერზე ენერგეტიკული ვარჯიშების შესრულება. მეტი ყურადღეა მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის სისტემას.

ქალებისათვის

საშუალება მოგეცემათ, დაასრულოთ უკვე მიტოვებული საქმეები, მაგრამ ახალს ნურაფერს დაიწყებთ. შეიძლება განაახლოთ კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც გენატრებათ. ეცადეთ, თქვენი ბინა მეტად მყუდრო და ლამაზი გახადოთ, ზოგიერთებს სტუმრების ხშირი მიღება-გამასპინძლება ელის.

კაცებისათვის

ენერგიის მოზღვავაებას იგრძნობთ და დაწყებულ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. ავტომობილით მგზავრობისას, ახლო მანძილზეც კი სიფრთხილე გმართებთ, გამგზავრებამდე გადაამოწმეთ მანქანის მდგომარეობა და ფრთხილად იარეთ. მეგობრების და ახლობლების მხარდაჭერის იმედით, ვალდებულებებს კარგად გაართმევთ თავს, თუ მოყვებით საკუთარ სირთულეებზე.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "გრანდიოზულ პროექტებში შემოგთავაზებენ ჩართვას"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის - "საქმიან მოლაპარაკებების, მეგობრული შეკრებებისა და მიმოსვლების თვე დაგიდგათ"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "თვის მთავარი საზრუნავი ფული იქნება"