ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "თვის ბოლოს გამარჯვება გელით ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "თვის ბოლოს გამარჯვება გელით ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ"

დაიცავით თქვენი იდეები. დრო საკმარისად გექნებათ, რომ შეაჯამოთ წინა წელი, გამოიტანოთ დასკვენი და გამოსწოროთ დაშვებული შეცდომებიც. ზოგიერთ სფეროში ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალებაც კი მოგეცემათ. ზოგიერთ სფეროში კი, განსაკუთრებით იმაში, რომელიც რთულად შესასრულეებლი გეჩვენებოდათ, დამხმარეები გამოგიჩნდებიან და მცირე დროსა და მცირე ძალისხმევით კარგ შედეგებს მიაღწევთ. იანვარში ახალი საქმეებიც გამოგიჩნდებათ. თუ ვინმეს თქვენი დახმარების სურვილი გაუჩნდება, უარი არ უთხრათ, უბრალოთ, პერიოდულად გადაამოწმეთ ხოლმე.

თვის დასაწყისში სარისკო საქმეებსაც კი ღირსეულად გაართმევთ თავს. ნუ მოდუნდებით, იცოდეთ, რომ უშრომველად ვერაფერს მიიღებთ. მზად იყავით, რომ ვიღაცამ შეიძლება განზრახ გაგიფუჭოთ საქმეები. ნუ ეცდებით მათთან ბრძოლას, არ დაკარგოთ ამაზე დრო. უმჯობესია, საკუთარი საქმეების განვითარებას მიხედოთ.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. განსაკუთრებით, საკამათო და გაუგებარი სიტუაციების შემთხვევაში. ეს თემა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება შუა იანვარში. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. თუ კრედიტის აღებას აპირებთ, ესეც შუა თვეში ჯობია მოაგვაროთ.

თუ ბიზნესმენი ხართ ან ბინაზე მუშაობთ (თვითდასაქმებული ხართ), გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კლიენტებთან, გააფართოოთ კლიენტთა ბაზა. ამისათვის დაიხმარეთ ოჯახის წევრები, გამოცდილი პარტნიორები. კარგი თვე ელით მათ, ვისაც სურს კარიერაში წარმატებას მიაღწიოს.

იანვარი საუკეთესო თვეა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კარგ შედეგს მოგიტანთ ის საქმეები, რომლებსაც მეტი დრო და ენერგია დაახარჯეთ. პარტნიორები კმაყოფილები იქნებიან თქვენთან წარმოებული მოლაპარაკებებით. მათთან შეთანხმებით კარგ შედეგებს მიიღებთ.

ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ და სწრაფ გადაწყვეტილებას, თუ კონკურენტები კუთხეში მოგიმწყვდევენ. ასეთ დროს უმჯობესია, შინ გაატაროთ მეტი დრო, ახლობლების ზრუნვა მეტ თვითრწმენას შეგძენთ. დამშვიდებული კი მოვლენებს სულ სხვა თვალით შეხედავთ.

თვის ბოლოს გამარჯვება გელით ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. მუშაობის პარალელურად ნუ დაივიწყებთ დასვენებასაც. თუ საშუალება გექნებათ, რომ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დაისვენოთ, უარი არ თქვათ. ამავე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გმარებთ დოკუმენტების შევსებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას.

იანვარი თქვენთვის სტაბილური თვეა, მაგრამ მცირე უსიამოვნებებმა რომ არ იჩინოს თავი, მოიწყენთ კიდეც. ეცადეთ, სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, ძალები. ნუ დაუყენებთ საკუთარ თავს ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

თვის დასაწისში შეიძლება თავადაც გაოცებული დარჩეთ, როცა აღმოაჩენთ, რომ გემოვნური მისწრაფებები შეგეცვალათ. შეიძლება ისეთი საკვები მიმართ გაგიჩნდეთ ლტოლვა, რომელსაც ადრე არანაირ ყურადღებას არ აქცევდით. ასეთმა სიმპტომებმა არ შეგაშინოთ. უფრო მეტიც, ის რომელიმე დაავადების მიზეზად არ მიიჩნოთ.

შუა თვეში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი დროა გონებრივი საქმეების შესასრულებლად, ვარჯიშისთვის. განწყობის გაფუჭება შეიძლება მხოლოდ თავის ტკივილმა გამოიწვიოს. იყავით თბილად და ეცადეთ, საღამოობით ნახევარი საათი მაინც ისეირნოთ ფეხით.

იანვრის ბოლოს გაფრთხილდით, რათა არ გაცივდეთ. იმატებს რესპერატორული დაავადებების რისკი. მეტი ყურადება გმართებთ ყელის მიმართ. მოერიდეთ ბანაობას ცივ წყალში, ბანაობის შემდეგ სველი თმით ქუჩაში გამოსვლას. შეამცირეთ ცივი საკვების მიღება. მეტად იყავით სითბოში და მიიღებთ ბუნებრივი (ხილისა და ბოსტნეულის სახით) ვიტამინები.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

იანვარში პლანეტები ისე განლაგდებიან, რომ ოჯახში ჰარმონია და სიყვარული დაისადგურებს. დაივიწყებთ კამათს და ურთიერთდაპირისპირებას. თვის დასაწყისში საყვარელი ადამიანი დროის ერთად გატარებას ქალაქგარეთ შემოგთავაზებთ და უარი არ თქვათ. რაც არ უნდა ძვირი ჯდებოდეს. სიამოვნებას უფრო მეტს მიიღებთ. ფინანსური კრიზისი კი არ გელით.

მარტოხელებს დაკვირვება გამრთებთ, შეიძლება გააქტიურდეს ადამიანი, რომლის ყურადღებაც ადრე გაღიზიანებდათ. მაგრამ თუ კარგად შეხედავთ, მიხვდებით, რომ არც ისეთი ცუდი ადამიანია.

მოერიდეთ შემთხვევით კავშირებს, სპონტანურ სექსს. ეცადეთ, შეისწავლოთ ადამიანი, სანამ მასთან ინტიმურ კავშირს დაამყარებდეთ. და დაფიქრებაც გმართებთ, რამდენად საჭიროა თქვენთვის ეს კავშირი.

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ ბავშვები. განსაკუთრებით, სადღესასწაულლო დღეებში, წვეულებებზე.

თვის ბოლოს მეტი დრო უნდა დაუთმოთ ნათესავებზე ზრუნვას. ეცადეთ, რომ ოჯახშიც და სანათესავოშიც სიმშვიდემ და ჰარმონიამ დაისადგუროს. ზოგიერთმა შეიძლება ისეთი საიდუმლო გაიგოთ, რასაც ადრე გიმალავდნენ და ეს დიდი სკანდალის აგორების მიზეზი გახდეს.

მამაკაცი ვერძები მეგობრებთან გართობისთვის სულ მეტ დროს გამონახავენ. გაგიძლიერდებათ ინტერესი მანდილოსნებისადმიც. უბრალო ფლირტი შეიძლება უფრო დიდ გრძნობაშიც კი გადაიზარდოს. ეს განსაკუთრებით გაგახალისებთ მარტოხელა ნიშნებს. აი, დაქორწინებულისთვის ახალი გატაცება და რომანის დაწყება საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

მარტოხელა მანდილოსნები ცეცხლოვან რომანს გააბამენ საინტერესო მამაკაცთან. პარტნიორი პირველ რიგში კარგი ჩაცმულობითა და დახვეწილი მანერებით მოგხიბლავთ.

იანვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 3, 12, 15 და 21.

დღეიდან მზემ ზოდიაქოს ნიშანი შეიცვალა - ვისთვის იქნება წარმატებული მომდევნო ერთი თვე

გლობალური ცვლილებები გელით -  იანვრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "გრძნობები მოულოდნელად, ვულკანივით ამოიფრქვევა"