ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა

მაქსიმალურად ეცადეთ, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი მოიხსნათ მხრებიდან. იანვარში დამოუკიდებლად საპასუხისმგებლო პროექტებს მარტო ნუ შეეჭიდებით. რჩევისთვის მიმართეთ თქვენთვის ავტორიტეტ ადამიანებს, თანამოაზრეებს. კოლექტიური სამუშაო უფრო მეტ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე დამოუკიდებელი. ახალი კლიენტების აყვანაზე უარი არ თქვათ.

მაქსიმალურად მოიცილეთ ნეგატიური ფიქრები. იყავით პოზიტივზე მომართული. თუ ცუდზე იფიქრებთ, ცუდს მიიზიდავთ. ამიტომ, მხოლოდ სასიამოვნოზე უნდა იფიქროთ.

თვის დასაწყისში გარდერობის განახლების შესაძლებლობა მოგეცემათ. ცოტა ფულს დახარჯავთ, მაგრამ კმაყოფილი დარჩებით.

შეიძლება ცოტათი გაგაღიზიანოთ ახლობლების ქცევამ. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები. ეცადეთ გაერიდოთ უსიამოვნო სიტუაციებსა და ადამიანებს. ახლობლებთან ურთიერთობის დარეგულირებისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ეცადეთ, გამონახოთ დრო ჰობისთვის, ის დაგამშვიდებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.

იანვრის ბოლოს გამონახეთ დრო საკუთარ თავში გასარკვევად, მეტად დაგჭირდებთ სიმშვიდე, დაფიქრება, შინაგან პრობლემებთან გამკლავება. თუ მოიძიებთ, თქვენთვის ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გასცემთ პასუხს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტექნიკა დაგეხმარებათ ემოციები და გრძნობები ჰარმონიზაციაში მოიყვანოთ.

სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

კოლეგებთან, უფროსთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში უსიამოვნებები არ გელით. საერთო ენის გამონახვას ყველასთან შეძლებთ. უფროსი გაფასებთ როგორც კარგ სპეციალისტს. შეიძლება წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცეთ და გამოიყენეთ ეს შანსი. მამაკაცი თხის რქები სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ; გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ახალმთვარებისას მოერიდეთ კონკურენტებთან გაბრძოლებას. იყავით სამართლიანი და ეცადეთ, კანონის ფარგლებში მიუჩინოთ ყველას საკადრისი პასუხი. თანაც არც აგრესია გამოავლინოთ, იყავით ღიმილიანი.

ყველა საჭირბოროტო და ფინანსური საკითხი დიდი დაკვირვებით მოაგვარეთ. შეცდომა არ გეპატიებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე იყოთ ორიენტირებული, მაგრამ სამართლიანად იბრძოლოთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას და ფინანსური გარიგებების დროს.

თუ კრედიტიდ აღებას გადაწყვეტთ, ყველაფერში კარგად გაერკვიეთ. დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ენერგიით აღსავსე ხართ. მაგრამ ფიზიკურ გადატვირთვას არ გირჩევთ. რეკომენდაცია აქტუალურია მათთვის, ვისაც სპორტული აქტიურობის გაზრდა ჰქონდა გადაწყვეტილი. ვარჯიშები იმავენარიად შეასრულეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები, ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

იანვარი ის თვეა, როცა საკუთარ გარეგნობას მეტი დრო უნდა დაუთმოთ. ხშირად მიაკითხეთ სილამაზის სალონსა და ცენტრებს, რათა მეტად გამოავლინოთ თქვენი სილამაზე, გამოასწოროთ მცირე დეფექტები. მთავარია, კარგი სპეციალისტი გყავდეთ შერჩეული.

შუა თვეში აუცილებლად მიაკითხეთ სტომატოლოგს. შეამცირეთ ყავა და ტკბილეული, ისინი კბილის ემალს გაგიფუჭებენ.

იანვრის ბოლოს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. დასუსტებული ორგანიზმი კი ვირუსებისა და ინფექციების საუკეთესო სამიზნეა. მიიღეთ ცე ვიტამინით მდიდარი პროდუქტები.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

კარგად განვითარდება ახალდაწყებული ურთიერთობა, ბედნიერებას მოგიტანთ კავშირი, რომელსაც თვის დასაწყისში შექმნით. საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზებით იქნებით განებივრებული. იყავით მისი მადლიერი. ხშირად შეაქეთ და მოუწონეთ საქციელი. ამით კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაგანებივროთ.

იანვარში საშუალება მოგეცემათ აღადგინოთ ძველი სასიყავრულო კავშირები. ახალი წლის დადგომის მილოცვა შერიგების საუკეთესო მიზეზია. ეცადეთ, ადამიანს მეორე შანსი მისცეთ. მიეცით გამოთქმის საშუალება. თავად კი მშვიდად მოუსმინეთ. ფორტუნა გაუღიმებთ მათ, ვინც მომართული იქნება ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, პოზიტივის დანახვაზე.

იანვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 5, 8, 10 და 12.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  კირჩხიბებისთვის  - "ფორტუნა ყველა საქმიანობაში მოგიმართავთ ხელს"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ ან ფული მოიგოთ"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ტოტალური განახლების თვე დაგიდგათ"