ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ ან ფული მოიგოთ"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ ან ფული მოიგოთ"

დააფასეთ ის ადამიანები, ვინც თქვენ გვერდით არიან, ან ვინც იღბალმა დაგიბრუნათ. შეხვდით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. ჩაინიშნეთ მოულოდნელად ნაპოვნი, დიდი ხნის უნახავი მეგობრების ნომრები, რათა კიდევ არ დაკარგოთ ისინი. მოგვიანებით მათ კიდევ შეხვდით. მათთან სულიერი საუბარი გულსაც დაგიმშვიდებთ და აღმაფრენითაც აგავსებთ. შეიძლება მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც წარსულში იცნობდით და მან საბედისწერო როლი ითამაშოს თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთი შეხვედრა შეიძლება შემოსავლის გაუმჯობესების მიზეზიც კი გახდეს.

იანვარში გირჩევთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი: სიტყვები, ქცევები. მაქსიმალური თვითკონტროლი დაუწესოთ საკუთარ თავს. ამით აირიდებთ კონფლიქტებს, რომლითაც მდიდარია იანვარი. სანამ ვინმეს რამეს ეტყოდეთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. ეცადეთ, თქვენი მეტყველება არავისთვის იყოს უხეში, გამონათქვამმა კი არავის ატკინოს გული. ზოგიერთ შემთხვევში უმჯობესია, რომ ენას კბილი დააჭიროთ.

მანდილოსნები საკუთარი თავისთვის ძვირად ღირებულ ნივთებს შეიძენთ, რაც გარშემო მყოფებში უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ დრო გაქვთ, უმჯობესია, საყიდლები ფასდაკლებების დროს გადადოთ.

სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

წარმატებული თვე ელით მოდისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალ ტყუპებს. აგრეთვე, თმის სტილისტებს. ხოლო მამაკაცები რთული პროექტების რეალიზებას შეძლებენ აგრეთვე, კარგი იქნება, თუ უცხო ენის კურსებზე ჩაეწერებიან.

იანვარში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგ შედეგს მოგიტანთ ფულის დაბანდება, შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ ან ფული მოიგოთ. თუ ვაჭრობის სფეროში მუშაობთ, მოიმატებს კლიენტთა რაოდენობა.

ამ თვეში კარგია მასშტაბური პროექტების დაწყება, რეფორმები, სიახლეების დანერგვა სამსახურში. პარალელურად მოემზადეთ, შეიძლება შეფერხდეს მიმოსვლა, მიმოწერა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების პარტნიორებთან მოუგვარებლად გადაჭრას. დაგვიანებას საქმიან შეხვედრებზე.

შანსი მოგეცემათ, უცხო ქალაქში ან ქვეყანაში გაემგზავროთ სამუშაოდ. ავტორიტეტებს შეხვდეთ, მათგან მიიღოთ რჩევები და დაუმეგობრდეც კიდეც.

ფულის გადანაწილება გაუჭირდებათ მშობელ ტყუპებს. განსაკუთრებით, ვისაც იანვარში ეყოლება შვილი. თუ მამა ხართ, დამატებითი სამუშაოს მოძიება დაგჭირდება. ეცადეთ, ძვირად ღირებული ნივთების ნაცვლად გამოსადეგი საგნები შეიძინოთ და არც გართობაზე დახარჯოთ დიდი თანხები.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ყველა დაავადების მიზეზი ნერვიულობაა. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თვითჰარმონიასა და სულიერ ბალანსს მიაღწიოთ. თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ სიმშვიდის მოპოვებას, მიმართეთ ფსიქოლოგს, ან მეგობარს, რომელიც მოგისმენთ, დაგარიგებთ. ეცადეთ, ალკოჰოლით არ იმკურნალოთ.

შუა იანვარში მოსალოდნელია ინფექციებისა და ვირუსების გაძლიერება. თუ ხვდებით, რომ ჩვეული მკურნალობა ეფექტიანი არ არის, გამოიცვალეთ ექიმი, გამოჯანმრთელების სქემა.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კანი. თვის ბოლოს მეტად უნდა მოუფრთხილდეთ მას. სახის დასაბანად და სამკურნალოდ გამოიყენეთ თქვენი კანის ტიპის საშუალებები. აგრეთვე, მანდილოსნებმა ცოტა ხნთ უარი თქვით დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებაზე. ნუ შეჭამთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტს, აგრეთვე, ეგზოტიკურ ხილს და კერძებს.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

დადგა ის თვე, როცა გარშემო მყოფები კარგად იგრძნობენ თქვენი ენერგიის მოზღვავებას. შეიძლება ისეთი საქმეები შეასრულოთ, რაზეც ადრე არასდროს გყოფნიდათ დრო და ენერგია. ასეთი შეიძლება იყოს სახლის დალაგება, ვარჯიში დილაობით და ა.შ.

დაქორწინებულები შეეცდებიან გადაახალისონ ურთიერთობა. მეუღლესთან კარგი დამოკიდებულებით კიდევ უფრო მეტად იგრძნობთ ენერგიის მომატებას. მარტოხელებმა მთელი დრო და ენერგია სასურველი ადამიანის მოძიებას უნდა შეალიონ. გახსოვდეთ, რომ ადამიანს პირველად მისი ჩაცმულობით აფასებენ. ამიტომ, ეცადეთ, სასურველ გარემოში შესაფერისად გეცვათ, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ გარშემო მყოფებზე. უფრო მეტიც, ეცადეთ, პირველ პაემანზეც უზადოდ გამოიყურებოდეთ. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩაცმულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი აქსესუარებზე კეთდება.

იანვარში უამრავი ადამიანის გაცნობა გელით. სრულიად მოულოდნელ ადგილას შეიძლება მოულოდნელ ადამიანს გადააწყდეთ.

ემოციურობა მოიმატებს დაქორწინებულებისა და შეყვარებულების შემთხვევაში. ერთმანეთს შეიძლება უმნიშვნელო დეტალის გამოც კი წაეჩხუბოთ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, თქვენ იქნებით, კონფლიქტის პროვოცირება თქვენზე უკეთ არავის ეხერხება. გახსოვდეთ, რომ საქმეების გარჩევამ შეიძლება რომანტიკული კავშირის გაწყვეტა გამოიწვიოს.

იანვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 11, 14, 19, 21, 22.

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ტოტალური განახლების თვე დაგიდგათ"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "თქვენს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გავლენიანი ქალი"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი  კუროებისთვის - "იყავით მზად სიახლეებისთვის"