ავტორი:

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "გრძნობები მოულოდნელად, ვულკანივით ამოიფრქვევა"

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "გრძნობები მოულოდნელად, ვულკანივით ამოიფრქვევა"

საზღვრები უნდა გააფართოვოთ და თქვენი წილი ბედნიერებისა და წარმატებისთვის აქტიურად და მიზანმიმართულად უნდა იბრძოლოთ. დროა, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვროთ, ახალი ექსპერიმენტები განახორციელოთ და სამოგზაუროდ გაემგზავროთ. იანვარში თქვენთვის საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.

მანდილოსნება გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. შეიძლება ზოგიერთი სამუშაო სახლშიც კი შეასრულოთ. კარგი თვე ელით დიზიანერ ნიშნებს. ზოგიერთი სარფიან შეკვეთას მიიღებს, ზოგიც საკუთარ სახლში შეცვლის ინტერიერს. დაფიქრებულხართ როდესმე უძრავი ქონების შეძენაზე? იანვარი ინვესტირების საუკეთესო საშუალებას გაძლევთ.

გარდა ამისა, ფულის მომტანი შეიძლება გამოდგეს უძრავი ქონების ყიდვაც და გაყიდვაც. საქმეებში სასურველია თხის რქის დახმარების იმედი გქონდეთ. ხოლო უქმეები თევზებთან ერთად გაატარეთ. მათ დანამდვილებით იციან, სად ტარდება საინტერესო კონცერტი და ტრენინგი.

მომავლისთვის გადადებული ყველა დაწყებული საქმე შუა თვეში დაასრულეთ. გარშემო მყოფების დახმარება დაგჭირდებათ და თამამად მიმართეთ საჭირო ადამაინებს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ნათესავებთნ დამოკიდებულება. ხანდახან მათმა რჩევამ შეიძლება ცუდი შედეგი მოგიტანოთ და ამის გამო დამოკიდებულებას ნუ გაიფუჭებთ მათთან.

იანვარში კარგია შოპონგი. აგრეთვე, ძველ მეგობართან შეხვედრა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

სახლში უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ შესასრულებელი. ერთდროულად ყველა საქმეს ნუ შეეჭიდებით, ჯერ ერთი დაასრულეთ და შემდეგ გადადით მეორეზე. საქმეების შესრულებაში ოჯახის წევრებიც დაიხმარეთ. თუმცა ოჯახური ტირანის როლს ნუ მოირგებთ.

სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

იანვარი საქმიანი შეხვედრებით და მივლინებებით იქნება დატვირთული. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთ სასწავლებლადაც კი გაემგზავროს. ზოგმა შეიძლება ახალი პარტნიორები გაიჩინოთ და ის შეიძლება უცხოელი აღმოჩნდეს. ზოგიერთი სერიოზულად დაფიქრდება ემიგრაციაზე და სასურველ ქვეყანაში გაემგზავრება იქაურობის შესასწავლად.

წარმატება ელით მათ, ვინც ინვესტიციას აპირებს ან დიპლომის აღებას და განათლების მიღებას. უახლოეს მომავალში უკვე ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მოგეცემათ. ახალი საქმიანობა კი, რომელშიც თქვენს ძალებს გამოცდით, დამატებით შემოსავალს გპირდებათ. ნუ შეგეშინდებათ კარიერული წინსვლისთვის ბრძოლის. თქვენ საკმარისი ცოდნა დააგროვეთ, რომ დაწინაურდეთ, ხელფასის მომატება მოითხოვოთ.

მსხვილი მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად მიმართეთ ბანკს. კრედიტს თქვენთვის სასარგებლო პირობებით გააფორმებთ. აგრეთვე, ნუ მოგერიდებათ გავლენიანი ადამიანების შეწუხება, თუ რა თქმა უნდა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ.

ჯან­მრთე­ლო­ბა

იანვარში ხშირად მოგიწევთ ემოციების კონტროლი. ემოციურად გადაღლილი ხართ. სასურველია, აღიდგინოთ სულიერი ბალანსი. მიმართეთ აუტოტრენინგებს, მედიტაციურ ტექნიკას. სასიამოვნოდ იმოქმედებს თქვენზე არომათერაპიაც.

გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ კომპლექსური კვლევა. უმჯობესია, კვლევისთვის იანვრის შუა პერიოდში გამონახოთ დრო. თუ რამე დაავადებას აღმოაჩენთ, მომენატალურად დაიწყეთ მკურნალობა.

უქმეებზე ტელევიზორის წინ წოლის ნაცვლად ქალაქგარეთ, ბუნებაში გაემართეთ. ფეხით სიარული სხეულსაც ტონუსს შემატებს და თქვენც მოგაცილებთ უსიამოვნო ფიქრებს. აქტიური დასვენება ენერგეტიკული აღდგენის გასაღებია, რაც ასე ძალიან საჭიროა მორიელებისთვის.

სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თუ გგრძნობთ, რომ ნამდვილი სიყვარული გეწვიათ, თუ დარწმუნებული ხართ თქვენ მიერ არჩეულ ადამიანში, ნუღაც დააყოვნებთ, გააცანით იგი თქვენს მშობლებს, ნათესავებს. ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოავნი ნაბიჯის გადადგმის, ნიშნობა და ქორწინება მხიარულად და ბედნიერად დაგამახსოვრებთ თავს.

მარტოხელებს ვნებიანი რომანის დაწყება გელით უცხოელთან. ეს შეიძლება უცხო კულტურის, რელიგიის ან ეროვნების წარმომადგენელი იყოს. დაუვიწყარი შეხვედრა შეიძლება საზღვარგარეთ ყოფნის დროს გეწვიოთ. გრძნობები მოულოდნელად, ვულკანივით ამოიფრქვევა.

იანვრის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია მკითხაობისთვის. გამოიყენეთ ეს დრო, რათა გაიგოთ სიმართლე იმ ადამიანზე, ვინც თქვენ გვერდითაა. გაერკვიეთ საკუთარ თავში, გრძნობებში. აგრეთვე, დააკვირდით სიზმრებსაც.

საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად გამონახავთ დროს სასიყვარულო ცხოვრებისთვისაც. მეტად უნდა იზრუნოთ საყვარელ ადამიანზე. გაანებივრეთ რომანტიკითა და საჩუქრებით. იანვარი საუკეთესო თვეა მეგობრული წვეულებების, საოჯახო საღამოების მოსაწყობად.

იანვრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 15, 21 და 22.

როგორი იქნება 2020 წლის იანვარი ლომებისთვის - "სასიამოვნო შთაბეჭდილებები და ემოციები გელით"

როგორი იქნება იდეალური საახალწლო ღამე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიან და წარმოუდგენლად გაუმართლებთ