საახალწლო დღეებამდეც და მის შემდეგაც სახლი დაალაგეთ და ყველა უსარგებლო ნივთისგან გათავისუფლდით. ასეთი დასუფთავება შეგიძლიათ სამსახურშიც ჩაატაროთ. აუცილებლად გაასუფთავეთ თქვენი კომპიუტერიც და მობილურიც. ამგვარად თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ, შეიძლება ახალი იდეებიც გაგიჩნდეთ და საყვარელი საქმიანობაც გაიჩინოთ.
მამაკაცები მეტად მობილიზებულები ხართ და ბრძოლაც არ გაგიჭირდებათ. გირჩევთ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში დაიცვათ საკუთარი უფლებები და წვრილმანებზე არ მოიშლოთ ნერვები. გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი დროა, მას უნდა მოუფრთხილდეთ და უაზრობებზე არ გაფანტოთ.
2020 წლის იანვარში საბედისწერო შეხვედრა გელით. ყურადღება მიაქციეთ ახალგაცნობილებს. შეიძლება სწორედ მათ შორისაა ადამიანი, ვინც თქვენი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რომელთანაც ან ახალ საქმეს დაიწყებთ, ან - ახალ რომანს.
იყავით თავდაჯერებული, ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს. აირჩიეთ ის ბილიკი, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ და ჯუნგლებში არ დაგკარგავთ. თვის ბოლოს ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნათ და რეალობას შეხედოთ. მეტი დრო დაუთმეთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. ამავე პერიოდში გააქტიურდებიან აფერისტი ადამიანები და გაფრთხილდით, თაღლითის მსხვერპლი არ გახდეთ.
სამსახური და ფინანსები
თვის დასაწყისში, დღესასწაულების შემდეგ ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და ეცადეთ, გრაფიკის მიხედვით იმოქმედოთ. იყავით პუნქტუალური, დაკვირვებული, ორგანიზებული და მეტად გამოავლინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. თვითდისციპლინა დაგეხმარებათ, რომ სწრაფად განახორციელოთ ჩანაფიქრები.
საახალწლო დღესასწაულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებულს უამრავი საქმე დაგხვდებათ მოსაგვარებელი. შეიძლება დამატებითი ვალდებულებები დაგეკისროთ ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. იყავით მშვიდად და ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს.
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კამათისგან. განსაკუთრებით, პარტნიორებთან და კოლეგებთან. მართალი რომც იყოთ, ეს თქვენ სიკეთეს მაინც არ მოგიტანთ. თქვენი მოსაზრება თქვენთვის შეინახეთ და სამსახურში ისე იმოქმედეთ, რომ საქმეები არ გააფუჭოთ.
იანვარში შეიძლება დასრულდეს ის პროექტი, რომელზეც მუშაობდით, შეიძლება შეგიწყვიტონ დაფინასება. არ დაღონდეთ, უსიამოვნება მალე შეგეცვლებათ სასიამოვნო მომენტით. ახალი ფინანსური წყარო გამოგიჩნდებათ იმაზე უკეთესი, ვიდრე გქონდათ. ასეთი ცვლილებები ხანდახან ხდება ხოლმე ცხოვრებაში, მაგრამ უკეთესი ახალი შედეგი რომ მიიღოთ, ძველი უნდა გაუშვათ. მატერიალური დახმარება შეიძლება ახლობლებისგან ან და-ძმებისგანაც მიიღოთ.
ჯანმრთელობა
აქტიურობა გმართებთ დასვენების დღეებში. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თუ ვინმე ქალაქგარეთ გამგზავრებას ან ექსკურსიაზე წასვლას შემოგთავაზებთ, უარი არ უთხართ.
პანიკაში ნუ ჩავარდებით, თუ ტემპერატურა აგიწევთ, ეს მუდამ არ მიუთითებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე. ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემას. შეიძლება ცხელება ნერვულმა გადაღლილობამ გამოიწვია. მოერიდეთ აბების მიღებას, მეტად დაისვენეთ, მოიწყვეთ სიმშვიდის დღეები.
თვის ბოლოს იმუნიტეტის დაქვეითებას იგრძნობთ. ძილიანობა და გადაღლილობა მოიმატებს. სერიოზული უსიამოვნებები რომ აიცილოთ, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები, გაიკაჟეთ სხეული. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაფრთხილდით, ელექტრომოწობილობებთან და მჭრელ და ბასრებთან შეხებისას, მომატებულია ტრავმის, დაზიანების საშიშროება.
სიყვარული და ოჯახი
თვის დასაწყისი დასამახსოვრებელი მომენტებით იქნება აღსავსე. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. ეს შეიძლება ის ადამიანი იყოს, რომელსაც კორპორატივზე შეხვდით. სიმპათია შეიძლება მეგობრობაში მერე კი სიყვარულში გადაიზარდოს.
ახალი რომანტიკული კავშირის დაწყება ჰაერის ნიშნის წარმომადგენელთან ჰაეროვნად და დასამახსოვრებლად ჩაივლის. ზოგიერთებს კი მორიელები აჩუქებენ დაუვიწყარ რომანს.
თუ პარტნიორის გაოცება გსურთ, მეტად გამოავლინეთ ფანტაზია. შეგიძლიათ ერთად გაემგზავროთ სამოგზაუროთ. საყვარელი ადამიანი კმაყოფილი დაგრჩებათ, თუ საქმეების მოგვარებაში დაეხმარებით, ხანდახან კი სწორ რჩევას მისცემთ.
ქალი მერწყულები სულ უფრო მეტად დაინტერესდებიან საკუთარი თავით და შეეცდებიან, დაისვენონ, გალამაზებულები შეხვდნენ საკუთარ დაბადების დღეს. ამისთვის კი ხშირად უნდა ეწვიოთ სილამაზის სალონს, ჩაიტაროთ სპა პროცედურები. უმეტესობა რომანტიკულ განწყობაზე იქნება და საყვარელ ადამიანს დაუვიწყარ პაემანს მოუწყობს.
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან იკონტაქტეთ თავისუფლად, ღიმილით. სიტუაციის განმუხტვისთვის ხშირად მიმართეთ იუმორს. მოერიდეთ საქმეებისა და ურთიერთობების გარკვევას. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
დაოჯახებულ მერწყულებს სულ უფრო მეტი ზრუნვა გმართებთ ბინის მოსაწესრიგებლად, თუ გლობალურ საკითხებთან შეხება არ გსურთ, ავეჯი მაინც გადაადგილეთ სახლში. ეცადეთ, ბინაში მეტად დაისადგუროს სითბომ და სიმყუდროვემ.
არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან. თავი შეიკავეთ მკვეთრი კრიტიკისგან. იყავით მეტად დელიკატური მის მიმართეთ. გახსოვდეთ, რომ უმნიშვნელო გაურკვევლობამაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს რომანტიკულ კავშირს. თვის ბოლოს საყვარელი ადამიანი სასიამოვნო ამბით გაგახარებთ.
იანვრის თვის იღბლიანი რიცხვები: 3, 12, 15 და 27.