მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ჩამქრალი ვარსკვლავის ისტორია - მერილინ მონრო
ერთი ჩამქრალი ვარსკვლავის ისტორია - მერილინ მონრო

ნორ­მა ჯინ მორ­ტენ­სე­ნი, რო­მელ­საც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის სექსსიმ­ბო­ლოს მე­რი­ლინ მონ­როს სა­ხე­ლით იც­ნობს, ქვე­ყა­ნას 1926 წლის პირ­ველ ივ­ნისს მო­ევ­ლი­ნა, დი­ლის ცხრა სა­ათ­სა და ოც­და­ათ წუთ­ზე, ქა­ლაქ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში (კა­ლი­ფორ­ნია).

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით, რო­მელ­საც მე­რი­ლინ მონ­რო მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მეტი ლა­მა­ზი ქალი იბა­დე­ბა ამ ქვეყ­ნად. პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მფარ­ვე­ლად ით­ვლე­ბა, თა­ვის შვი­ლებს უჩ­ვე­უ­ლო ქა­ლუ­რო­ბას, მაც­დურ შარმს და გან­სა­კუთ­რე­ბულ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას ანი­ჭებს. ამ მხრივ არც მე­რი­ლინ მონ­რო გახ­ლდათ გა­მო­ნაკ­ლი­სი. თუმ­ცა კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც მზის ზო­დი­ა­ქოს გარ­და მისი და­ბა­დე­ბი­სას იყო აქ­ტი­უ­რი ცაზე, სა­ერ­თო ჯამ­ში, საკ­მა­ოდ მძი­მე სუ­რათს ქმნის ინ­დი­ვი­დის­თვის ცხოვ­რე­ბის გზის ნორ­მა­ლუ­რად და რაც მთა­ვა­რია, უხი­ფა­თოდ გა­სავ­ლე­ლად. რთუ­ლი ბე­დი­სა და სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ბევ­რი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნის ალ­ბა­თო­ბა­ზე, პირ­ველ რიგ­ში მე­რი­ლი­ნის რუ­კა­ში აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი მერ­ვე სახ­ლი მი­უ­თი­თებს. გარ­და ამი­სა, ვარ­სკვლა­ვის კოს­მოგ­რა­მა­ში, არა­ნაკ­ლებ აქ­ტი­უ­რად იკ­ვე­თე­ბა მეშ­ვი­დე (პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი) და მე­თერ­თმე­ტე (აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა - თუმ­ცა ცოტა მე­გო­ბა­რი) სახ­ლე­ბი. პირ­ვე­ლი მკვეთ­რი სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რი, კი რო­მე­ლიც მე­რი­ლინ მონ­როს რუ­კის გან­ხილ­ვი­სას გვხვდე­ბა თვალ­ში, ეს მზის მდე­ბა­რე­ო­ბაა ტყუ­პის 10 გრა­დუს­ზე, ე.წ ვია კომ­ბუს­ტა - კა­ტას­ტრო­ფე­ბის გრა­დუ­სი. სხვა­ნა­ი­რად რომ ვთქვათ "დამ­წვა­რი გზა" რო­მელ­საც ას­ტრო­ლო­გე­ბი რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გრა­დუ­სის მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­ა­წე­რენ. მათ შო­რი­საა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ას­პექ­ტიც.

Astrologia

ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ცე­მულ­მა კომ­ბი­ნა­ცი­ამ, რო­გორც ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის კა­ტა­ლი­ზა­ტორ­მა ისე იმუ­შა­ვა. თუმ­ცა­ღა ას­ტრო­ლო­გე­ბი, რო­გორც წესი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბარს მარ­ტო­ო­დენ ერთი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით ერი­დე­ბი­ან, ამი­ტომ მე­რი­ლი­ნის რუ­კას თუ გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლით, აღ­მო­ვა­ჩენთ რომ მისი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში ორი ე.წ დამ­სჯე­ლი პლა­ნე­ტის მარ­სი­სა და ურა­ნის შე­ერ­თე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში (სიკ­ვდი­ლი გა­ურ­კვე­ველ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ას­ფიქ­სი­ის, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ან ალ­კოჰო­ლით მო­წამ­ვლის დიდი ალ­ბა­თო­ბა) და მერ­ვე სახ­ლში (სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი). რო­გორც ცნო­ბი­ლია, მე­რი­ლინ მონ­როს სიკ­ვდი­ლის ზუს­ტი გა­რე­მო­ე­ბა და მი­ზე­ზე­ბი დღემ­დე და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა­ღა ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად ბარ­ბი­ტუ­რან­ტე­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზის მი­ღე­ბა სა­ხელ­დე­ბა. გარ­და ამას, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის პი­რა­დი კოს­მოგ­რა­მა, ვერც პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მხრივ ჰარ­მო­ნი­ის აღმნიშ­ვნე­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბით მო­ი­წო­ნებს თავს. ე.წ ქორ­წი­ნე­ბის მმარ­თვე­ლი, რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი უწო­დე­ბენ, დეს­ცე­დენ­ტის ნი­შანს, მე­რი­ლი­ნის რუ­კა­ში მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. დეს­ცე­დენ­ტის ამ­გვა­რი კომ­ბი­ნა­ცია კი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნურ­ჩევ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ხოლო ქორ­წი­ნე­ბის მმარ­თვე­ლის - ურა­ნის, ზო­დი­ა­ქოს მერ­ვე სახ­ლში გან­თავ­სე­ბა, თით­ქმის ყო­ველ­თვის არის დაქვრი­ვე­ბის ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვით მი­ღე­ბუ­ლი მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბის მი­ზე­ზი (გა­იხ­სე­ნეთ, სწო­რედ მის­თვის ძვირ­ფა­სი პი­როვ­ნე­ბის - პრე­ზი­დენტ ჯონ კე­ნე­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ჩა­ვარ­და მე­რი­ლი­ნი მწვა­ვე დეპ­რე­სი­ა­ში).

Astrologia

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბის გარ­და, მონ­როს რუ­კა­ში ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტი - შავი მთვა­რის (ლი­ლი­ტის) გან­ლა­გე­ბა ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გვევ­ლი­ნე­ბა უშ­ვი­ლო­ბის ან რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­ში პრობ­ლე­მე­ბის სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რად ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში. გარ­და ამას მთვა­რის მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, ხოლო ლი­ლი­ტის ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში გან­თავ­სე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე უა­რის თქმის ალ­ბა­თო­ბა­დაც გან­ვი­ხი­ლოთ. (გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მე­რი­ლინ მონ­რომ ად­რე­ულ ასაკ­ში გა­ა­ჩი­ნა შვი­ლი და გა­აშ­ვი­ლა, რა­საც იგი შემ­დეგ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ნა­ნობ­და)..

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ვარ­სკვლავს ხან­მოკ­ლე სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე სამი ქორ­წი­ნე­ბა ჰქონ­და, თუ ისევ რუ­კას მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მონ­როს კოს­მოგ­რა­მა ნათ­ლად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მის მფლო­ბელს საკ­მა­ოდ ჭირ­ვე­უ­ლი ხა­სი­ა­თი და იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რის ძი­ე­ბის მა­ნია გა­აჩ­ნია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­გვა­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბის­თვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად იქ­ცე­ვი­ან ხოლ­მე მტრე­ბად ცხოვ­რე­ბის გზა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნის რუ­კა­ში ერ­თბა­შად რამ­დე­ნი­მე ე.წ გე­ნი­ა­ლუ­რო­ბის გრა­დუ­სი ფიქ­სირ­დე­ბა, რაც მის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბას და უდაო ნი­ჭი­ე­რე­ბას უს­ვამს ხაზს. რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როც არ უნდა იყოს, პა­რა­ლე­ლუ­რად ამი­სა მე­რი­ლი­ნის კოს­მოგ­რა­მა ძა­ლა­დობ­რი­ვი ან ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის მი­მა­ნიშ­ნე­ბელ ელე­მენ­ტებ­საც ბლო­მად შე­ი­ცავს.

თუმ­ცა და­სას­რულ კი­დევ ერთხელ მინ­და ავღ­ნიშ­ნო ერთი მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა - ას­ტრო­ლო­გია არ არის კა­ნო­ნი და ბედს, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით ვას­კვლა­ვუ­რი გან­ლა­გე­ბის მი­ხედ­ვით გვერ­გო, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შეც­ვლის ნე­ბის­ყო­ფის და­ძაბ­ვი­სა და სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად. რად­გან გან­საც­დე­ლე­ბი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბი­დან გვერ­გო, არა­ფე­რია სხვა თუ არა ჩვე­ნი­ვე გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა­თა ციკ­ლი, რო­მელ­მაც ცნო­ბი­ე­რე­ბის უფრო მა­ღალ ეტაპ­ზე უნდა აგ­ვიყ­ვა­ნოს და ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა ისიც, რომ ას­ტრო­ლო­გი­ის პრინ­ცი­პით ყვე­ლა­ფე­რი კო­რექ­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ერთი ჩამქრალი ვარსკვლავის ისტორია - მერილინ მონრო

ერთი ჩამქრალი ვარსკვლავის ისტორია - მერილინ მონრო

ნორმა ჯინ მორტენსენი, რომელსაც ფართო საზოგადოება, მეოცე საუკუნის სექსსიმბოლოს მერილინ მონროს სახელით იცნობს, ქვეყანას 1926 წლის პირველ ივნისს მოევლინა, დილის ცხრა საათსა და ოცდაათ წუთზე, ქალაქ ლოს-ანჯელესში (კალიფორნია).

სტატისტიკური მონაცემებით, ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით, რომელსაც მერილინ მონრო მიეკუთვნებოდა, ყველაზე მეტი ლამაზი ქალი იბადება ამ ქვეყნად. პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველად ითვლება, თავის შვილებს უჩვეულო ქალურობას, მაცდურ შარმს და განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. ამ მხრივ არც მერილინ მონრო გახლდათ გამონაკლისი. თუმცა კომბინაციები, რომელიც მზის ზოდიაქოს გარდა მისი დაბადებისას იყო აქტიური ცაზე, საერთო ჯამში, საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის ინდივიდისთვის ცხოვრების გზის ნორმალურად და რაც მთავარია, უხიფათოდ გასავლელად. რთული ბედისა და სიცოცხლის მანძილზე ბევრი ექსტრემალური სიტუაციის შექმნის ალბათობაზე, პირველ რიგში მერილინის რუკაში აქცენტირებული მერვე სახლი მიუთითებს. გარდა ამისა, ვარსკვლავის კოსმოგრამაში, არანაკლებ აქტიურად იკვეთება მეშვიდე (პარტნიორული ურთიერთობები) და მეთერთმეტე (აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება - თუმცა ცოტა მეგობარი) სახლები. პირველი მკვეთრი სიგნიფიკატორი, კი რომელიც მერილინ მონროს რუკის განხილვისას გვხვდება თვალში, ეს მზის მდებარეობაა ტყუპის 10 გრადუსზე, ე.წ ვია კომბუსტა - კატასტროფების გრადუსი. სხვანაირად რომ ვთქვათ ”დამწვარი გზა” რომელსაც ასტროლოგები რამდენიმე კონკრეტული გრადუსის მაჩვენებელს მიაწერენ. მათ შორისაა ზემოხსენებული ასპექტიც.

Astrologia

ამ შემთხვევაში მოცემულმა კომბინაციამ, როგორც ნაადრევი სიკვდილის კატალიზატორმა ისე იმუშავა. თუმცაღა ასტროლოგები, როგორც წესი ამა თუ იმ ადამიანის კოსმოგრამის მიხედვით, ნაადრევი სიკვდილის მიზეზებზე საუბარს მარტოოდენ ერთი მაჩვენებლის მიხედვით ერიდებიან, ამიტომ მერილინის რუკას თუ გაცილებით უფრო საფუძვლიანად შევისწავლით, აღმოვაჩენთ რომ მისი დაბადების მომენტში ორი ე.წ დამსჯელი პლანეტის მარსისა და ურანის შეერთება ფიქსირდება თევზების ზოდიაქოში (სიკვდილი გაურკვეველ გარემოებაში, ასფიქსიის, მედიკამენტოზური ან ალკოჰოლით მოწამვლის დიდი ალბათობა) და მერვე სახლში (სასიკვდილო საფრთხე, ექსტრემალური სიტუაციები). როგორც ცნობილია, მერილინ მონროს სიკვდილის ზუსტი გარემოება და მიზეზები დღემდე დავის საგანს წარმოადგენს, თუმცაღა ოფიციალურ მიზეზად ბარბიტურანტების გადამეტებული დოზის მიღება სახელდება. გარდა ამას, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის პირადი კოსმოგრამა, ვერც პარტნიორული ურთიერთობების მხრივ ჰარმონიის აღმნიშვნელი კონფიგურაციებით მოიწონებს თავს. ე.წ ქორწინების მმართველი, როგორც ასტროლოგები უწოდებენ, დესცედენტის ნიშანს, მერილინის რუკაში მერწყულის ზოდიაქოშია განთავსებული. დესცედენტის ამგვარი კომბინაცია კი ხშირ შემთხვევაში განურჩევლობაზე მიანიშნებს პარტნიორულ ურთიერთობაში, ხოლო ქორწინების მმართველის - ურანის, ზოდიაქოს მერვე სახლში განთავსება, თითქმის ყოველთვის არის დაქვრივების ან საყვარელი ადამიანის დაკარგვით მიღებული მძაფრი ემოციების მიზეზი (გაიხსენეთ, სწორედ მისთვის ძვირფასი პიროვნების - პრეზიდენტ ჯონ კენედის სიკვდილის შემდეგ ჩავარდა მერილინი მწვავე დეპრესიაში).

Astrologia

ზემოხსენებული ასპექტების გარდა, მონროს რუკაში ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი - შავი მთვარის (ლილიტის) განლაგება ლომის ზოდიაქოში. რაც ხშირ შემთხვევაში გვევლინება უშვილობის ან რეპროდუქტოლოგიურ საკითხებში პრობლემების სიგნიფიკატორად ამა თუ იმ ადამიანის კოსმოგრამაში. გარდა ამას მთვარის მერწყულის ზოდიაქოში, ხოლო ლილიტის ლომის ზოდიაქოში განთავსება ასევე შეიძლება საკუთარ შვილებზე უარის თქმის ალბათობადაც განვიხილოთ. (გავრცელებული ინფორმაციით მერილინ მონრომ ადრეულ ასაკში გააჩინა შვილი და გააშვილა, რასაც იგი შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე ნანობდა)..

ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, ვარსკვლავს ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე სამი ქორწინება ჰქონდა, თუ ისევ რუკას მოვიშველიებთ, აღმოვაჩენთ, რომ მონროს კოსმოგრამა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მის მფლობელს საკმაოდ ჭირვეული ხასიათი და იდეალური პარტნიორის ძიების მანია გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამგვარი კონფიგურაციების მქონე პიროვნებისთვის სასიყვარულო პარტნიორები, არცთუ იშვიათად იქცევიან ხოლმე მტრებად ცხოვრების გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის ულამაზესი ქალბატონის რუკაში ერთბაშად რამდენიმე ე.წ გენიალურობის გრადუსი ფიქსირდება, რაც მის გამორჩეულობას და უდაო ნიჭიერებას უსვამს ხაზს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პარალელურად ამისა მერილინის კოსმოგრამა ძალადობრივი ან ნაადრევი სიკვდილის მიმანიშნებელ ელემენტებსაც ბლომად შეიცავს.

თუმცა დასასრულ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ასტროლოგია არ არის კანონი და ბედს, რომელიც დაბადების მონაცემებით ვასკვლავური განლაგების მიხედვით გვერგო, ნებისმიერი ადამიანი შეცვლის ნებისყოფის დაძაბვისა და საკუთარ ნაკლოვანებებზე მუშაობის შედეგად. რადგან განსაცდელები, რომელიც დაბადებიდან გვერგო, არაფერია სხვა თუ არა ჩვენივე განვითარებისთვის აუცილებელი და აქტუალური მოვლენათა ციკლი, რომელმაც ცნობიერების უფრო მაღალ ეტაპზე უნდა აგვიყვანოს და ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ასტროლოგიის პრინციპით ყველაფერი კორექციას ექვემდებარება!