პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან მერწყულები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება
როგორები არიან მერწყულები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

დოს­ტო­ევ­სკის სტავ­რო­გი­ნი გახ­სოვთ? ტი­პუ­რი მერ­წყუ­ლია - ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი, მე­ამ­ბო­ხე და მო­თა­მა­შე, გიჟი და ჭკვი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად, სე­რი­ო­ზუ­ლი და თან მას­ხა­რა, თით­ქოს უმ­ნიშ­ვნე­ლო და მა­ინც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ლი­დე­რი, რო­მე­ლიც მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრშია და მა­ინც არ ჩანს… კაცი, რო­მელ­საც ვერ გა­ი­გებ კე­თი­ლია თუ ბო­რო­ტი, ადა­მი­ა­ნი უამ­რა­ვი იდე­ით და სა­ერ­თო ჯამ­ში მა­ინც უი­დეო… ქა­ო­სუ­რი და გე­ნი­ა­ლუ­რად შეშ­ლი­ლი… მისი გა­გე­ბა ხალ­ხს ძა­ლი­ან უჭირს.

რა თქმა უნდა, ყვე­ლა ინ­დი­ვიდ­ში ასე მკვეთ­რად არ ვლინ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა რაც ყვე­ლა მერ­წყულს აერ­თი­ა­ნებს არის ის, რომ ვერ იტა­ნენ გა­თე­ლი­ლი ბი­ლი­კე­ბით სი­ა­რულს.

ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ და ძვე­ლი, დრო­მოჭ­მუ­ლი, მოყირ­ჭე­ბუ­ლი აზ­რე­ბი­სა და იდე­ო­ლო­გი­ის ატა­ნა არ შე­გიძ­ლი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან ჯი­უ­ტიც ხართ. მთე­ლი თქვე­ნი პა­რა­დოქ­სიც ესაა - ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ ის­წრაფ­ვით, ძა­ლი­ან ღია ხართ სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის და მა­ინც სა­შინ­ლად გი­ჭირთ აზ­რის შეც­ვლა, კომ­პრო­მისს არ სცნობთ. ძა­ლი­ან არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხართ და მა­ინც სტა­ბი­ლუ­რი… მოკ­ლედ, ურა­ნი, თქვე­ნი მმარ­თვე­ლი, ნორ­მი­დან ყო­ველ­გვარ გა­დახ­რას მარ­თავს და თქვენც სტან­დარ­ტებ­ში რომ არ ჯდე­ბით, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი. უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით ხართ სავ­სე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გი­ჭირთ და სო­ცი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნიც შე­იძ­ლე­ბა გე­წო­დოთ, ცოტა ცივი და დის­ტან­ცი­უ­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოთ. გიჟ­დე­ბით მე­გობ­რებ­ზე, მათ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ და მა­ინც გულ­თან ახ­ლოს არა­ვის უშ­ვებთ, სულ­ში ბო­ლომ­დე არა­ვის ჩა­ა­ხე­დებთ. აქ­ტი­უ­რი ხართ, ჩარ­თუ­ლი და მა­ინც რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­თი­შუ­ლი და იზო­ლი­რე­ბუ­ლი.

მერ­წყუ­ლის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი დოგმე­ბის­გან და შე­ზღუდ­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. გსურთ, რომ ჰგავ­დეთ არა­ვის! რომ მხო­ლოდ თქვე­ნი თავი იყოთ და სულ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ქცე­ვე­ბით, ცხოვ­რე­ბის წე­სი­თა, თუ მო­საზ­რე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვით. თქვენ ყო­ველ­თვის იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხა­რეს დგა­ხართ, სა­დაც მასა დგას და რა პო­ზი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბით მთლი­ა­ნად მა­სა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იდე­ა­ლის­ტო­ბის­კენ ხართ მიდ­რე­კი­ლი. ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი თე­ო­რი­ე­ბი გაქვთ, თუმ­ცა ეს თე­ო­რი­ე­ბი ხვალ შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად თავ­და­ყი­რა დად­გეს. დღეს რა­საც ამ­ტკი­ცებთ ასე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და და­მა­ჯე­რებ­ლად, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მოთ­ქვათ და თა­ნაც მა­ში­ნაც დიდი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით. აღი­ა­რებთ, რომ ბევ­რჯერ შემ­ცდარ­ხართ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ცდე­ბო­დეთ. სა­ო­ცა­რი იდე­ე­ბი გაქვთ, მაგ­რამ თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გაკ­ლდეთ მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. "არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს" თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის კრე­დოა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა ხში­რად იყე­ნებ­დეთ ამ სი­ტყვას.

თქვენ უკი­დუ­რე­სად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით…. ობი­ექ­ტუ­რი და თან მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. ლო­გი­კუ­რად აზ­როვ­ნებთ და არა­ლო­გი­კუ­რად იქ­ცე­ვით… თვით­კონ­ტროლს არ ჰკარ­გავთ და თან და­უ­დევ­რო­ბაც გა­ხა­სი­ა­თებთ… ყვე­ლა­ფერს არ ამ­ბობთ, რა­საც ფიქ­რობთ, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლიც კი იყოთ, რომ პუბ­ლი­კა შოკ­ში ჩა­აგ­დოთ. ექ­სცენ­ტრი­კუ­ლო­ბაც გა­ხა­სი­ა­თებთ. ეპა­ტა­ჟუ­რო­ბა და გან­გებ ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა თქვე­ნი სტი­ლი არ არის (თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მზის შემ­თხვე­ვა­ში გვხვდე­ბი­ან ისე­თი მერ­წყუ­ლე­ბიც, ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვის მიზ­ნით, გან­ზრახ რომ სჩა­დი­ან სი­სუ­ლე­ლე­ებს), მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვად ახერ­ხებთ ამას თქვე­ნი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის წყა­ლო­ბით.

ანარ­ქის­ტი ხართ, ბუ­ნე­ბით რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი - "იყა­ვი შენი თავი!", "არ აჰ­ყვე ბრბოს!" და ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად - "ძმო­ბა, ერ­თო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა!" - აი, თქვე­ნი მო­წო­დე­ბე­ბი. ხართ უსაშ­ვე­ლოდ ტო­ლე­რან­ტუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ინ­დი­ვი­დის მი­ღე­ბა და და­ფა­სე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა და შე­წყნა­რე­ბა, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ დო­ნე­ზე. პრაქ­ტი­კულ ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა სულ სხვა სი­ტუ­ა­ცია იყოს.

თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო ძა­ლი­ან ფარ­თოა. ერ­თნა­ი­რად გა­ინ­ტე­რე­სებთ კვან­ტუ­რი ფი­ზი­კა თუ ას­ტრო­ლო­გია. მოგ­წონთ სხვა­დას­ხვა იდე­ე­ბის გან­ხილ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. აფა­სებთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებს. კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ. "ფო­კუს­ნი­კი", გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, "ბლეფ­ზე" თა­მა­შობთ, თუ მო­გე­ბა გი­ჭი­რავთ ხელ­ში ვე­რა­ვინ ხვდე­ბა… ემო­ცი­ებს მხო­ლოდ მა­შინ იმ­ჩნევთ, რო­დე­საც გა­წყობთ… არა­ფე­რი გიკ­ვირთ, ვე­რა­ნა­ი­რი სი­გი­ჟით ვერ გა­გაკ­ვირ­ვე­ბენ და უცებ ბავ­შვი­ვით შე­იძ­ლე­ბა აღ­ტაც­დეთ რა­ღაც ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­უ­ლი რა­მით….

თქვე­ნი უმ­თავ­რე­სი შიში - თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვაა. ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვა გკლავთ, ამი­ტომ სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც აძ­ლევთ უფ­ლე­ბას ისე­თე­ბი იყ­ვნენ, რო­გო­რე­ბიც არი­ან. თქვენ მე­ფეს და პა­იკს ერ­თნა­ი­რად ექ­ცე­ვით, თა­ნას­წო­რად აღიქ­ვამთ ყვე­ლას. ძა­ლი­ან ჰუ­მა­ნუ­რი ხართ, მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა გიყ­ვართ… ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ თქვენ­თვის უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ აქაც პა­რა­დოქსს წა­ა­წყდე­ბა - შე­იძ­ლე­ბა იდეა და­ა­ყე­ნოთ ადა­მი­ან­ზე მაღ­ლა.

თუკი ეც­დე­ბით, ცოტა მა­ინც მო­ა­ხერ­ხოთ თქვე­ნი თა­ვის და ცხოვ­რე­ბის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია, ის­წავ­ლოთ დის­ციპ­ლი­ნა, გახ­დეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ურან­თან ერ­თად თქვე­ნი მე­ო­რე მმარ­თვე­ლი სა­ტურ­ნიც ამუ­შა­ოთ, ცე­ცხლის მო­ტა­ნა­საც მო­ა­ხერ­ხებთ კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის და თა­ნაც ისე, რომ მერე ღმერ­თე­ბის რის­ხვა­საც გა­და­ურ­ჩეთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

როგორები არიან მერწყულები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

როგორები არიან მერწყულები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

დოსტოევსკის სტავროგინი გახსოვთ? ტიპური მერწყულია - ექსტრავაგანტული, მეამბოხე და მოთამაშე, გიჟი და ჭკვიანი ერთდროულად, სერიოზული და თან მასხარა, თითქოს უმნიშვნელო და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი, ლიდერი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრშია და მაინც არ ჩანს… კაცი, რომელსაც ვერ გაიგებ კეთილია თუ ბოროტი, ადამიანი უამრავი იდეით და საერთო ჯამში მაინც უიდეო… ქაოსური და გენიალურად შეშლილი… მისი გაგება ხალხს ძალიან უჭირს.

რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდში ასე მკვეთრად არ ვლინდება ეს ყველაფერი, თუმცა რაც ყველა მერწყულს აერთიანებს არის ის, რომ ვერ იტანენ გათელილი ბილიკებით სიარულს.

ძალიან პროგრესული და განვითარებული ადამიანი ხართ და ძველი, დრომოჭმული, მოყირჭებული აზრებისა და იდეოლოგიის ატანა არ შეგიძლიათ. მიუხედავად ამისა, ძალიან ჯიუტიც ხართ. მთელი თქვენი პარადოქსიც ესაა - ცვლილებებისკენ ისწრაფვით, ძალიან ღია ხართ სიახლეებისთვის და მაინც საშინლად გიჭირთ აზრის შეცვლა, კომპრომისს არ სცნობთ. ძალიან არაპროგნოზირებადი ხართ და მაინც სტაბილური… მოკლედ, ურანი, თქვენი მმართველი, ნორმიდან ყოველგვარ გადახრას მართავს და თქვენც სტანდარტებში რომ არ ჯდებით, სულაც არ არის გასაკვირი. უამრავი წინააღმდეგობით ხართ სავსე.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ გიჭირთ და სოციალური ადამიანიც შეიძლება გეწოდოთ, ცოტა ცივი და დისტანციურიც შეიძლება იყოთ. გიჟდებით მეგობრებზე, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ და მაინც გულთან ახლოს არავის უშვებთ, სულში ბოლომდე არავის ჩაახედებთ. აქტიური ხართ, ჩართული და მაინც რაღაცნაირად გამოთიშული და იზოლირებული.

მერწყულის უმთავრესი მიზანი პერსონალური თუ სოციალური დოგმებისგან და შეზღუდვებისგან გათავისუფლებაა. გსურთ, რომ ჰგავდეთ არავის! რომ მხოლოდ თქვენი თავი იყოთ და სულ არაორდინალური ქცევებით, ცხოვრების წესითა, თუ მოსაზრებებით გამოირჩევით. თქვენ ყოველთვის იმის საწინააღმდეგო მხარეს დგახართ, სადაც მასა დგას და რა პოზიციაში იქნებით მთლიანად მასაზეა დამოკიდებული. იდეალისტობისკენ ხართ მიდრეკილი. ყველაფრის შესახებ საკუთარი თეორიები გაქვთ, თუმცა ეს თეორიები ხვალ შესაძლოა სრულიად თავდაყირა დადგეს. დღეს რასაც ამტკიცებთ ასე არგუმენტირებულად და დამაჯერებლად, რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებები შეიძლება გამოთქვათ და თანაც მაშინაც დიდი დამაჯერებლობით. აღიარებთ, რომ ბევრჯერ შემცდარხართ, მაგრამ ვერაფრით წარმოგიდგენიათ, რომ ახლაც შეიძლება ცდებოდეთ. საოცარი იდეები გაქვთ, მაგრამ თანმიმდევრულობა შეიძლება გაკლდეთ მათ განსახორციელებლად. "არასოდეს თქვა არასოდეს" თქვენი ცხოვრების კრედოა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხშირად იყენებდეთ ამ სიტყვას.

თქვენ უკიდურესად რაციონალური ადამიანი ხართ, ირაციონალური ქმედებებით…. ობიექტური და თან მიკერძოებული. ლოგიკურად აზროვნებთ და არალოგიკურად იქცევით… თვითკონტროლს არ ჰკარგავთ და თან დაუდევრობაც გახასიათებთ… ყველაფერს არ ამბობთ, რასაც ფიქრობთ, მაგრამ შეგიძლიათ იმდენად გულწრფელიც კი იყოთ, რომ პუბლიკა შოკში ჩააგდოთ. ექსცენტრიკულობაც გახასიათებთ. ეპატაჟურობა და განგებ ყურადღების მიქცევის მცდელობა თქვენი სტილი არ არის (თუმცა დაზიანებული მზის შემთხვევაში გვხვდებიან ისეთი მერწყულებიც, ყურადღების მიქცევის მიზნით, განზრახ რომ სჩადიან სისულელეებს), მაგრამ ბუნებრივად ახერხებთ ამას თქვენი არაორდინალური ხასიათის წყალობით.

ანარქისტი ხართ, ბუნებით რევოლუციონერი - "იყავი შენი თავი!", "არ აჰყვე ბრბოს!" და ამ ყველაფერთან ერთად - "ძმობა, ერთობა, თანასწორობა!" - აი, თქვენი მოწოდებები. ხართ უსაშველოდ ტოლერანტული, ნებისმიერი ინდივიდის მიღება და დაფასება შეგიძლიათ, ყველაფრის გაგება და შეწყნარება, თუმცა ეს მხოლოდ თეორიულ დონეზე. პრაქტიკულ ცხოვრებაში შესაძლოა სულ სხვა სიტუაცია იყოს.

თქვენი ინტერესების სფერო ძალიან ფართოა. ერთნაირად გაინტერესებთ კვანტური ფიზიკა თუ ასტროლოგია. მოგწონთ სხვადასხვა იდეების განხილვა საინტერესო ადამიანებთან ერთად. აფასებთ ინტელექტუალებს. კრეატიული ხართ. "ფოკუსნიკი", გამომგონებელი, "ბლეფზე" თამაშობთ, თუ მოგება გიჭირავთ ხელში ვერავინ ხვდება… ემოციებს მხოლოდ მაშინ იმჩნევთ, როდესაც გაწყობთ… არაფერი გიკვირთ, ვერანაირი სიგიჟით ვერ გაგაკვირვებენ და უცებ ბავშვივით შეიძლება აღტაცდეთ რაღაც ძალიან პრიმიტიული რამით….

თქვენი უმთავრესი შიში - თავისუფლების დაკარგვაა. ჩარჩოებში მოქცევა გკლავთ, ამიტომ სხვა ადამიანებსაც აძლევთ უფლებას ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან. თქვენ მეფეს და პაიკს ერთნაირად ექცევით, თანასწორად აღიქვამთ ყველას. ძალიან ჰუმანური ხართ, მთელი კაცობრიობა გიყვართ… ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ თქვენთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, მაგრამ აქაც პარადოქსს წააწყდება - შეიძლება იდეა დააყენოთ ადამიანზე მაღლა.

თუკი ეცდებით, ცოტა მაინც მოახერხოთ თქვენი თავის და ცხოვრების სისტემატიზაცია, ისწავლოთ დისციპლინა, გახდეთ თანმიმდევრული და ურანთან ერთად თქვენი მეორე მმართველი სატურნიც ამუშაოთ, ცეცხლის მოტანასაც მოახერხებთ კაცობრიობისთვის და თანაც ისე, რომ მერე ღმერთების რისხვასაც გადაურჩეთ.