ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

ყველა უსიამოვნება ნოემბერში დარჩება. დეკემბერში მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების განწყობაზე დადგებით. გაგიჩნდებათ ახალი იდეები. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბას უცხოელთან ან მასთან, ვისთან ერთად უცხო ენას სწავლობს. შანსი მოგეცემათ გაემგზავროთ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ ან სამსახურის საქმეების გამო. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან რელიგიური ან ფილოსოფიური მოსაზრებების გამო.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გააქტიურდებით სწავლასა და მიმოსვლაში. სურვილი გაგიჩნდებათ კარგად ისწავლოთ უცხო ენა, გაიღრმაოთ ცოდნა თქვენს სპეციალობაში. იქნებით მუდამ საქმის კურსში, ინფორმირებული. ზოგიერთს სურვილი გაგიჩნდებათ გაუზიაროთ თქვენი ცოდნა-გამოცდილება გარშემო მყოფებს. შეიძლება ონლაინლექციების ჩატარებაზეც კი დათანხმდეთ. ან სულაც, თქვენთვის სრულიად უცხო თემამ დაგაინტერესოთ, სულიერმა მეცნიერებებმა.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში სასიყვარულო თავგადასავლებში მეტად აქტიური და თამამი იქნებით. ზოგჯერ გაუაზრებელ რისკზეც კი მოგიწევთ წასვლა. ერთდერთი, რასაც არ მოგიწონებთ, აზარტულ თამაშებში აქტიურობაა. ძლიერი იმედგაცრუება განწყობას გაგიფუჭებთ. თვის მეორე ნახევარში რომანტიკული ნაცნობობა გელით, მოგზაურობის ან სწავლის დროს. ახალი ნაცნობობა შეგიცვლით მსოფლმხედველობას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთს საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მიეცემა.

ჯანმრთელობა

კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ხართ, აქტიურობის სურვილი მოიმატებს. ზოგიერთი შეიძლება სატრენაჟორო დარბაზში ჩაეწეროს. თვის ბოლოს კი მთების დალაშქვრის სურვილი გაგიჩნდებათ.

ქალებისთვის

შანსი მოგეცემათ ისწავლოთ ის, რაც მომავალში ან ფულს მოგიტნათ, ან - წარმატებას. იყავით დაკვირვებული, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ნუ გექნებათ იმედი, რომ ვიღაც თქვენ მაგივრად გააკეთებს საქმეს. ნუ გააჟღერებთ ინფორმაციას, რომელიც უსიამოვნებას მოგიტანთ. თვის ბოლოს გაუფრთხილდით ნერვებს, შეიქმენით პოზიტიური განწყობა.

მამაკაცებისთვის

სამსახურში აკურატულად მოაგვარეთ თქვენი საქმეები. დააკვირდით მცირე დეტალებსაც კი. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან. ნუ მოიტოვებთ ვალდებულბებს მომავლისთვის, თვის ბოლოსთვის ყველაფერი დასრულეთ. თუ თვის დასაწყისში ფულს უაზოდ გაფლანგავთ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ სადღესასწაულოდ საჩუქრებსა და გართობაზე აღარ დაგრჩებათ. ფინანსები რაციონალურად გადაანაწილეთ.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რას მოგიტანთ წლის ბოლო თვე

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა