შეიძლება თავი იგრძნოთ შეზღუდულად; გამოგიჩნდეთ არაკეთილმოსურნეები, გააქტიურდნენ მტრები. ზოგიერთმა შეიძლება წარსულში დაბრუნება და დაგროვილი საქმეების მოგროვება გადაწყვიტოს. კარგი თვეა შესრულებული პროექტების გადასახედად, გასააანალიზებლად. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ მთელი წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაგიკეთებიათ და უნდა იამაყოთ საკუთარი თავით. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაბადების დღის წინა პერიოდში მოგინდებათ განმარტოება. საკუთარ თავში ჩაღრმავება. ნუ გააართულებთ სიტუაციას თუ ხვდებით, რომ გიჭირთ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთანაც კი. ზოგიერთმა შეიძლება საერთოდაც მონასტერში წასვლა, ლოცვა და მედიტაცია ან წმინდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტოს. შეამცირეთ აქტიურობა და მეტად იყავით მობილიზებული საკუთარი შინაგანი სამყაროს დარეგულირებაზე.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის პირველი ნახევარი წლის განმავლობაში შესრულებული საქმეების გადახედვას მოანდომეთ. თვის ბოლოსკენ მეტად გააქტიურდებით, ძველ პროექტებსაც დაასრულებთ და არც ახლების დაწყება გაგიჭირდებათ. რაც უფრო მეტი საქმე გექნებათ, მით ნაკლები დრო დაგრჩებათ დეპრესისთვის. ზოგიერთს შეიძლება გაგიჩნდეთ ვინმესთვის გულის გადაშლის სურვილი და ეცადეთ, თქვენი სურვილი თვის ბოლოსკენ გადადოთ და ერთგული ადამიანი შეარჩიოთ. არავის გაუმხილოთ თქვენი სამომავლო იდეები. სხვამ შეიძლება ბოროტად ისარგებლოს თქვენი გულახდილობით. საქმიან პარტნიორებთან იყავით თავშეკავებული, მაგრამ მეგობრულად განწყობილი.
ფული და სიყვარული
საყვარელი ადამიანი შეიძლება ცივ და შორეულ ადამიანად მოგეჩვენოთ. ეს მხოლოდ თვის დასაწყისში. ამ გრძნობასთან გასამკლავებლად, ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმედღიანი შვეულება მოიწყვეთ. მარტოხელებს მეტად მოგინდებათ გვერდით ერთგული და მოსიყვარულ პარტნიორის ყოლა. თუ მოინდომებთ, ახალი სიყვარული შეიძლება მეგობრების წრეში ან თანამოაზრეებთან შეხვედრის დროს აღმოაჩინოთ. ან შეიძლება სულაც თქვენი მეგობარი გახდეს თქვენი ბედნიერების ინიციატორი და რამდენიმე ადამიანი გაგაცნოთ. თვის დასაწყისშივე იზრუნეთ იმაზე, რომ თვის ბოლოს, დღესასწაულისა და საჩუქრების გამო უფულოდ არ დარჩეთ.
ჯანმრთელობა
მთელი თვე აქტიურად იქნებით დაკავებული საოჯახო საქმეების შესრულებით - რემონტის დასრულება, ავეჯის გადაადგილება. ზოგიერთმა შეიძლება მისამართიც კი შეიცვალოს. ამდენი ფუსფუსი უპრობლემოდ დაგაკლებინებთ ზედმეტ კილოგრამებს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოერიდეთ მცირე ტრავმებს.
ქალებისთვის
ბევრი საქმე და საზრუნავი დაგიგროვდათ. თვე გაწელილი, რთული და დაუსრულებელი მოგეჩვენებათ. შეიძლება მოგიწიოთ იმ ადამიანებთან კონტაქტებმა, ვინც მაინცდამაინც გულზე არ გეხატებათ. ამასთანავე, იზრუნეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებზე. ხშირად გაანებივრეთ სიურპრიზებით. ყურადღება გმართებთ, როცა მუშაობთ დოკუმენტებთან ან სახელმწიფო უწყებებთან გაქვთ შეხება.
მამაკაცებისთვის
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, რომელსაც ან თქვენი დაბადების დღის შემდეგ განახორციელებთ ან სულაც ახალი წლის შემდეგ. იყავით დაკვირვებული წვრილმანებისადმი. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. დაკვირვება გმართებთ საქმიანი კონტაქტებისას. გაფრთხილდით, რათა ბოროტად არავინ ისარგებლოს თქვენი მიმნდობი ხასიათით. ნუ დახარჯავთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე გათვლილი გქონდათ. თვის ბოლოსკენ უკეთესობისკენ შეგეცვლებათ დამოკიდებულება ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან.