ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის -  სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის -  სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

მეტად მობილიზებული იქნებით პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მეტად მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან დროის გატარება. აგრეთვე, მნიშვნელოვანი გახდება თემა: რა გავლენას ვახდენ გარშემო მყოფებზე. დაქორწინებულებმა ყველა პირობა შეუქმენით თქვენს საყვარელ ადამიანს, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს. ეჭვიანობა და მისთვის თავისუფლების შეზღუდვა კარგს არაფერს მოგიტანთ. ასევე უნდა იყოთ საქმიანი პარტნიორების მიმართაც, აკონტროლეთ, მაგრამ ფარულად და მეტად მეგობრულად განეწყვეთ ერთგულების მიმართ. ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია მოაგვარეთ კომპრომისის გზით. თქვენი მხრიდან გამოვლენილ ყველა უარყოფით თვისებას კიდევ უფრო უარყოფითი შედეგი მოჰყვება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

შეხვედრების, მიმოსვლების, კონტაქტების პერიოდია. ხშირად დაესწრებით წვეულებებს - საქმიანსაც და სამხიარულოსაც. თუ თქვენის საქმიანობა დაკავშირებული ჟურანლისტიკასთან ან სამწერლობო საქმესთან, შეიძლება ხშირად გახდეთ მედიის სტუმარი. მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის სიმართლის პირში უხეშად მიხლას. თქვენ საკმარისად ენერგიული ხართ და არ გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა. თუმცა, ახალი პროექტებს დაწყებას არ გირჩევთ.

ფული და სიყვარული

თვის პირველ ნახევარში გართობისა და მხარულების განწყობაზე იქნებით. მარტოხელებს რამდენჯერმე გექნებათ შანსი, რომ გაიცნოთ თქვენსთვის შესაფერისი კანდიდატი. შეყვარებულება კი შეიძლება დაქორწინება ან შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ. დაქორწინებულებმა არ გაამწვავოთ სიტუაცია მეუღლესთან. მოერიდეთ კამათს, ურთიერთობების გარჩევას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი პარტნიორი მუდმივად საჭიროებს თქვენს მზრუნველობასა და სიყვარულს. ამ თვეში ფულების განსაკუთრებულ შემოდინებას ნუ ელოდებით. უმჯობესია, მოკრძალებული იყოთ ხარჯვისას.

ჯანმრთელობა

მეგობრებთან ერთად გართობა და მათთან ერთად საქმიანობა სულ უფრო ხშირად მოგინდებათ. მეტად ჩაერთეთ სოციალურ ცხოვრებაში. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი იდეები, მაგრამ მათი განხორციელება უკეთესი პერიოდისთვის გადადეთ. ცოტა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ქალებისთვის

მეტად დაისვენეთ, დრო ძალების აღდგენას დაუთმეთ. მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან ერთად, ეცადეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას. გადახედეთ ჩავლილ წელს, დასკვნები გამოიტანეთ ობიექტურად. კარგი იქნება, თუ წლის ბოლომდე გამოასწორებთ დაშვებულ შეცდომებს. თვის მეორე ნახევრიდან აქტიურად ჩაერთეთ ბინის კეთილმოწყობაში, ბავშვებისა და მეუღლისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნისთვის. სიურპრიზები არც ოჯახის წევრებს მოაკლოთ. დეკემბერში მიღებული სიახლეები განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მამაკაცებისთვის

მეგობრული და საქმიანი შეხვედრების თვეა. ეცადეთ, ყველასთან იყოთ ღიმილიანი, მეგობრული. სერიოზული მსჯელობა მხოლოდ გამოცდილ და ერთგულ პარტნიორებთან გმართებთ. თუ საქმიანი ურთიერთობა ქალებთან გაქვთ, შეიძლება ისინი გახდნენ თქვენი ერთგული მოკავშირეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, საქმეები დროულად დაასრულოთ, რომ სადღესასწაულო დღეები ერთად და მხიარულად გაატაროთ.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით - რას უნდა ელოდეთ პლანეტებისგან?