ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

ზამთრის პირველ და წლის ბოლო თვეს პროფესიასა და კარიერაში აქტიურობას გამოავლენთ. წარმატებული თვე გელით და ეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ შანსი. იყავით მიზანმიმართული, რომ გააფართოოთ ბიზნესი. დაწინაურდეთ, იყოთ პროფესიულად წარმატებული. ზოგიერთმა შეიძლება ერთი სამსახური მიატოვოს და მეორეში - უფრო საინტერესოსა და პერსპექტიულში - გადავიდეს. ბიზნესით დაკავებულება იზრუნეთ, რომ დაამყაროთ საჭირო კავშირები, გააფორმოთ თქვენთვის სარფიანი ხელშეკრულებები. ზოგიერთს შეიძლება საინტერესო პროექტში შესთავაზონ ჩართვა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყიში უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ აქტიური იყოთ და სასურველს მიაღწიოთ, მეორე ნახევრიდან სადღესასწაულო გაწყობა მოიმატებს და მეტად მოგინდებათ მეგობრებთან ერთად გართობა. თუმცა, მეგობრებისა და თანამოაზრეების წრეშიც შეგიძლიათ საქმიანობა წარმართოთ. ზოგმა შეიძლება მისთვის სრულიად ახალ სფეროში მოსინჯოს საკუთარი თავი. სადღაც გადაგეკარგებათ თქვენი ბუნებრივი მორიდებულობა და ადამიანებთან მეტად თამამად გამოხატავთ საკუთარ სურვილებს. შეიძლება თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებსაც კი გააცნოთ. დაფასება და აღიარება კიდევ უფრო მეტად მოგიმატებთ საკუთარი თავის რწმენას. გამონახეთ დრო, რომ მოაგვაროთ უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთმა შეიძლება უცხოელებთანაც კი დაიწყოს თანამშრომლობა.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში მოგინდებათ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება, შეიძლება მოგზაურობისა და ხანდახან ფილოსოფოსობის განწყობაზეც კი დადგეთ. მარტოხელებმა შეიძლება უცხოელებთან გადაწყვიტონ რომანის დაწყება ან ადამიანთან, რომელიც მისგან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობს. შეყვარებულება შეიძლება რომანის ახალ ეტაპზე გადაყვანა გადაწყვიტონ, თუნდაც კავშირის ოფიციალურად დაკანონება, მშობლებისთვის შეყვარებულის გაცნობა. დაქორწინებულება მეუღლესთან შეთანხმებით მოაგვარეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებით საბინაო. დეკემბერში მოგზაურობის, საყვარელ ადამიანთან ერთად უქმეების რომანტიკულად გატარების სურვილი მოგეძალებათ. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსურად ძლიერად ხართ, საკუთარ თავს უარს ნურაფერზე ეტყვით. ფულის დაბანდებით კარგ მოგებას ნახავთ.

ჯანმრთელობა

მთელი თვე ფულის გამომუშავებაზე იქნებით დაკავებული. იმდენად ენერგიული და პოზიტიური ხართ, რომ ქრონიკული დაავადებებიც კი არ შეგახსენებთ თავს. თუმცა, დილაობით ვარჯიში არ გაწყენთ.

ქალებისთვის

არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. მარტივად მოაგვარებთ რთულ საკითხებსცა კი, გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, არავინ ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით. ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ, რომლებთანაც საქმიანი დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდებათ. დაელოდეთ ფულს და ძვირად ღირებულ საჩქურებს.

მამაკაცებისთვის

დატვირთული თვე გელოდებათ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ რთული. მთავარია, არ აჰყვეთ პროვოკაციას და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არ გაართულოთ კონფლიქტები, ნუ ეცდებით საქმეების, ურთიერთობების გარჩევას, არ გაიხსენოთ ძველი წყენა. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმეებში. არ გაფლანგოთ არც თქვენი და არც პარტნიორის ფულები. დეკემბრის ბოლო კარგი ამბებით გაგახარებთ.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის -  სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა