ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

ინფორმაციებით და ნათესავებთან ვიზიტებით დატვირთული თვე დაგიდგათ. გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დამატებითი ცოდნის, რჩევის, ინფორმაციის მიღება დაგჭირდებათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან; არ გირჩევთ ძველი კონფლიქტების გამწვავებას. დეკემბერში გახშირდება მივლინება, მიმოსვლები ახლო მანძილზე. აგრეთვე, შეძლებთ სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებას.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში და-ძმების საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. თვის მეორე ნახევარში კი საკუთარ ოჯახს, საყოფაცხოვრებო ვალდებულებების მოგვარებას უნდა მიხედოთ. შეიძლება, ნათესავებმა ერთად გადაწყვიტოთ ახალი წლის შეხვედრა და აღნიშვნა. რაც შეეხება სამსახურის საქმეებს, მეტი დრო დაუთმეთ მათ დასრულებას, რათა ახალ წელს კუდები არ გადაიყოლოთ. დეკემბერში საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც შეიძლება ან თქვენი პარტნიორები გახდნენ ან საქმეების წარმართვაში დაგეხმარონ.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში ფულადი საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყაროც კი გამოგიჩნდეთ ან სამსახურში მოგიმატონ ხელფასი, კარგად შესრულებული საქმისთვის, წლის ბოლოს პრემია მიიღოთ. მარტოხელებმა თვის მეორე ნახევრიდან შეიძლება ინტერნეტრომანი გააბან. პარტნიორი შეიძლება იყოს ასაკით თქვენთვის უმცროსი. თვის ბოლოს კი შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც სერიოზულად იფიქრებთ თქვენი ცხოვრების დაკავშირებას. რაც შეეხება დაქორწინებულ სასწორებს, ერთად მოაგვარეთ რთული საკითხები, მოერიდეთ კამათს და მეტი დრო დაუთმეთ შინ ჰარმონიის, სადღესასწაულო გარემოს შექმნას.

ჯანმრთელობა

მეტი დრო უნდა დაუთმოთ თქვენს მეორე ნახევარს, ოჯახსა და შვილებს. აგრეთვე, იმ მეგობრებს, რომლებთანაც ოჯახებით მეგობრობთ. ერთად მოაწყვეთ ქალაქგარეთ გასვლები და ბავშვებთან ერთად ჩაერთეთ სპორტულ აქტივობებში.

ქალებისთვის

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, ნებისმიერ ჩანაფიქრს მარტივად განახორციელებთ. გაფრთხილდით, ზედმეტად აქტიურმა გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვათ ადამიანებთან მიმართებასა და საქმეებში. ნუ დაგენანებათ დრო ვარჯიშისა და დასვენებისთვის. სხვათა შორის, უსიამოვნებებთან გამკლავებაში სპორტული აქტიურობა დაგეხმარებათ. გამონახეთ დრო უძრავ ქონებასთან, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

მამაკაცებისთვის

კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ და ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან. ნუ აჩქარდებით, დაკვირვებულად იმოქმედეთ, დრო ყველაფრისთვის გეყოფათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, ადვილად გამონახავთ საერთო ენას საქმიან პარტნიორებთან. რომანტიკული ნაცნობობა თქვენს ცხოვრებას მეტ ხალისს შემატებს. შეყვარებულება სიურპრიზები და საჩუქრები მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს. თავადაც განებივრებული იქნებით მზრუნველობითა და ყურადღებით მეუღლისგან და ნათესავებისგან. თვის მეორე ნახევარში შეამცირეთ დატვირთვა და მეტად დაისვენეთ.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით - რას უნდა ელოდეთ პლანეტებისგან?

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა