ახლა თქვენი დროა და სამყარო გაძლევთ შესაძლებლობას სცენაზე გამოხვიდეთ, მთავარი როლი მოიგოთ. თავადაც ნუ გაგიკვირდებათ, თუ განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ გარშემო მყოფების მხრიდან. დეკემბერში შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ის იდეები, რაც მთელი წლის განმავლობაში გაწუხებდათ - ეს ეხება პროფესიულ სფეროსაც და პირად ცხოვრებასაც. თვის ბოლოს საკუთარი გამარჯვებით კმაყოფილი იქნებით. თქვენში მოიმატებს ოპტიმიზმი, გულუხვი და კეთილგანწყობილი გახდებით გარშემო მყოფების მიმართ. კარგად შესრულებული საქმეების გამო გარშემო მყოფების აღიარებას დაიმსახურებთ. დეკემბერში შესრულებული პროექტები იანვარში გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდომარეობას.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში გონებრივ საქმიანობას უნდა მიაქციოთ მაქსიმალური ყურადღება. თვის მეორე ნახევარში - მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნუ იფრენთ ღრუბლებში, სარგებლიანი საქმეები აწარმოეთ. ზოგიერთი შეიძლება ძვირად ღირებული შენაძენის (ავტომობილი, ბინა) მფლობელი გახდეს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა მსუბუქი და სასიამოვნო იქნება. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და მათთან საათობით საუბარი გელით. კარგი პერიოდი ელით ლექტორებს, სტუდენტებს, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან. ბიზნესმენი მშვილდოსნები მარტივად დააინტერესებთ ინვესტორებს თქვენი იდეებით და მათ განხორციელებას შეძლებთ. თვის ბოლოს სარფიანი ხელშეკრულების გაფორმების შანსი მოგეცემათ და სავსებით შესაძლებელია, უცხოურ პარტნიორებთან ან კომპანასთან დაზავდეთ.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით რაღაც გაურკვევლობა და შიში შეგიპყრობთ, რაც თვის შუა რიცხვებში გაიფანტება. თქვენ მარტივად შეძლებთ თქვენთვის საინტერესო ადამიანის გაცნობას და მასთან დამეგობრებას. დაწყვილებულების ცხოვრებაში და ვნების ცეცხლი იფეთქებს. დაქორწინებულები უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენმა სასიყვარულო ავანტიურამ ოჯახის არსებობას არ შეუქმნას საფრთხე. მარტოხელები თვის ბოლოსკენ იდეალურ პარტნიორს შეხვდებით და სადღესასწაულო დღეებს პოზიტიურ განწყობაზე გაატარებთ. რაც შეეხება ფინანსებს, თუ გონივრულად იმოქმედებთ, ფულის გარეშე არ დარჩებით. თვის ბოლოსთვის ან წარსულში შესრულებული საქმისთვის მიიღებთ ფულს, ან ძველ ვალს დაიბრუნებთ. ერთი სიტყვით, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთს შეიძლება ხელფასი მოუმატონ (დაწინაურებასთან ერთად) ან პრემია მიიღოთ.
ჯანმრთელობა
თქვენი ჯანმრთელობა თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული. გაფრთხილდით, სასიყვარულო ავანტიურამ, არასწორმა კვებამ, სისწრაფემ საჭესთან და წინდაუხედაობამ არ დაგაზიანოთ. ფიზიკური ვარჯიშებით გაავარჯიშეთ სხეული, მიიღეთ სიამოვნება სპორტისგან.
ქალებისთვის
მსუბუქი ფლირტიც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ. შეეხმიანეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს, რათა აიმაღლოთ განწყობა, მოისმინოთ თქვენთვის საჭირო სიტყვები. ზოგიერთმა შეიძლება მეგობრებთან ერთად გადაწყვიტოს ბიზნესის დაწყება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. დაივიწყეთ უსიამოვნება სასიყვარულო პარტნიორთან. თავად უნდა ეცადოთ, რომ თქვენი კავშირი მყარი და სიხარულის მომტანი გახდეს. თვის ბოლო დაგამახსოვრდებათ რომანტიკული პაემნებით, პოზიტიური ემოციებით.
მამაკაცებისთვის
სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს შეიცვალოს, ნუ დაკარგავთ ოპტიმიზს. სხვათა შორის, თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული როგორ წარმართავთ საქმეებს. სირთულეებთან გასამკლავებლად მიმართეთ ძველ მეგობრებს, ერთგულ მოკავშირეებს. განწყობას გაგიუმჯობესებთ მოულოდნელი მიღებული ფული. მაგრამ მათ მომენტალურად გაფლანგავთ სპონტანურ საყიდლებში. დეკემბერში შანსი მოგეცემათ გაიფართოოთ თვალსაწიერი, ახალ პროფესიას დაეუფლოთ ან თქვენთვის საჭირო კურსებზე ჩაეწეროთ. რაც შეეხება კრიტიკას, დააკვირდით ვინ გეუბნებათ და რას. ნუ აფეთქდებით, გააზრებულად იმოქმედეთ. ზოგჯერ შეიძლება რჩევა მტრისგანაც კი მიიღოთ.