ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

მთელი დეკემბერი მატერიალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული და კარგ შედეგებსაც მიაღწევთ. შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ შემოსავლის დამატებითი წყაროც გამოგიჩნდეთ. მოგინდებათ პირად მფლობელობაში უძრავი ქონების გადმოფორმება. გახშირდება შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან, კლიენტებთან და თითოეული შეხვედრა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ. აგრეთვე, დახმარების ხელს გამოგიწვდიან ნათესავები, მშობლები ან მეორე ნახევარი.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

სამსახურში იდეების, პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. ფულის დაბანდების შანსი მოიმატებს და ეცადეთ, გამოიყენოთ. ზოგიერთი უძრავი ქონების ან ანტიკვარიატის მფლობელი გახდება. თუ თქვენს ბიზნესს შესაბამისი შემოსავალი არ მოაქვს, დაფიქრდით, რისი შეცვლა შეგიძლიათ, შეადგინეთ ბიზნესგეგმა. შეიძლება კონსულტაციის მიღება დაგჭირდეთ ან სპეციალისტის დახმარება. სხვათა შორის, მათ მიმართეთ, როცა ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ. თვის ბოლოს დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. შეიძლება საიმედო მეგობარი შეიძინოთ, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ.

ფული და სიყვარული

თვის დასწყისში გაგიუმჯობესდებათ განწყობა, შეიძლება დაფიქრდეთ იმიჯის შეცვლაზეც. მიიღოთ თანხა ადრე შესრულებული საქმისთვის. ნუ გაგიკვირდებათ, თუ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან იგრძნოთ გადამეტებულ ყურადღებას. მარტოხელებს კი შანსი მიეცემათ, რომ ახალ წელს სასიყვარულო პარტნიორთან ერთად შეხვდნენ. სხვათ შორის, დეკემბერი რომანტიკული შეხვედრებითაც იქნება დასამახსოვრებელი. თვის ბოლოს კი, კარგად შესრულებული საქმეებისთვის ფულად ჯილდოს მიიღებთ. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით. ზოგიერთმა შეიძლება დღესასწაულების გატარება საზღვარგარეთ მოინდომოს. ან მეორე თაფლობის თვე მოიწყოთ.

ჯანმრთელობა

ფულის კეთებისა და რომანტიკული თავგადასავლების პარალელურად ნურც ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაივიწყებთ. კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. ზედმეტი წონის დასაკლებად, მსუბუქი, მაგრამ ყოველდღიური ვარჯიშების შესასრულებლად.

ქალებისთვის

მსუბუქი, გულუხვი და პოზიტიური თვე დაგიდგათ. საქმეები კარგად მიგდით და თავადაც მოწოდების სიმაღლეზე იქნებით. კარგი იქნება, თუ დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს, რათა ახალ წელს მშვიდად შეხვდეთ. შუა თვეში საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები გელით. გახშირდება ვიზიტები, ან თქვენ ივლით სტუმრად.

მამაკაცებისთვის

თავადაც იცით, რომ სირთულეების გარეშე თქვენი ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ დეკემბერში კარგ შედეგებს მიაღწევთ. დაწინაურების, მატერიალური საკითხების მოწესრიგების შესაძლებლობა მოგეცემათ. საინტერესო საქმიანი შეხვედრები გელით. ეცადეთ, არ გაანწყენოთ ოჯახის წევრები. გამონახოთ მათთან საერთო ენა და დაივიწყოთ ძველი წყენა. კოლეგებთანაც და საქმიან პარტნიორებთანაც იყავით დელიკატური და ტაქტიკური.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის -  სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა