ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

გართობისა და მხიარულების განწყობაზე დადგებით. თვის დასაწყისშივე მოგინდებათ საახალწლო დღესასწაულისთვის მზადება. შეიძლება ბავშვებთან ერთად ჩაერთოთ სახალწლო სამზადისში. ერთად იზრუნოთ ბინის მორთვაზე, საახალწლო სათამაშოების დამზადებაზე, ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევაზე და შინ ოჯახური წარმოდგენის მოწყობაზეც კი. ნუ დაივიწყებთ ყოველდღიურ ვალდებულებებსაც, მაგრამ იმდენად ენერგიული იქნებით რომ მათაც სიხარულით გაუმკლავდებით და წლის ბოლოსთვის ყველა საქმე მარტივად გექნებათ შესრულებული. ერთადერთი გაფრთხილება, რაც უნდა მოგცეთ, კუჭის არ გადატვირთვაა. ზომიერად და ჯანსაღი პროდუქტებით იკვებეთ. საყვარელი ადამიანი განსაკუთრებით საჭიროებს თქვენს მზრუნველობას. მარტოხელებს კი დაუვიწყარი რომანტიკული ნაცნობობა ელით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თუ აქამდე რაღაც გიშლიდათ ხელს გართობაში, დეკემბერში ერთიანად აინაზღაურებთ და ყოველ დღეს მხიარულად გაატარებთ. არაა აუცილებელი წვეულებებზე სიარული, გულში გექნებათ სადღესასწაულო განწყობა. მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა. შეგეძლებათ ახალი იდეების განხორციელება, რომლებიც ადრე ბროლის კოშკებად წარმოგედგინათ. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. განსაკუთრებით ბიზნესმენები შეძლებთ გავლენიანი მფარველების, პარტნიორების მოძიებას.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში საოჯახო საქმეებით იქნებით დაკავებული. იზრუნებთ მშობლებზე, მშობლიურ სახლზე. თვის მეორე დეკადიდან თავით გადავარდებით სიყვარულში. მარტოხელებს მოგემატებათ პრეტენზიები პოტენციური სატრფოსადმი. დაქორწინებულებმა ნაკლები პრეტენზიები მოახვიეთ მეუღლეს. სრულიად მოულოდნელად და სრულიად მოულოდნელ ადგილას შეხვდებით ახალ სიყვარულს. დროს მხიარულად და ენერგიულად გაატარებთ. სექსუალური ურთიერთობა კი დიდ სიამოვნებას გპირდებათ. დაქორწინებულები ერთად მოემზადეთ ახალი წლისთვის. მოუმზადეთ სიურპრიზები და საჩუქრები მეგობრებსა და ახლობლებს. რაც შეეხება ფულს, ძირითადად გართობასა და საჩუქრებზე მოგიწევთ ხარჯვა. თუმცა, თვის ბოლოს მოულოდნელად გარკვეულ თანხას მიიღებთ. ფული შეიძლება, ლატარიაშიც კი მოიგოთ.

ჯანმრთელობა

იმდენად იქნებით გართული საქმეებით თუ რომანტიკით, რომ ქრონიკული დაავადებებიც კი გადაგვიწყდებათ. თუმცა, ფიზიკურ აქტიურობას ნუ დაივიწყებთ. ზოგიერთი შეიძლება საახალწლოდ თბილ ქვეყნებში, ზღვაზე გაემგზავროთ.

ქალებისთვის

ენერგიის მომატებას იგრძნობთ და დაგროვილ საქმეებს ისე გაუმკლავდებით, თავისუფალი დროც დაგრჩებათ. მიზნების მისაღწევად შეიძლება პატარა შეფერხებები გქონდეთ, მაგრამ მაინც იაქტიურეთ. სამსახურის საქმეების პარალელურად გამონახეთ დრო შინაურული ვალდებულებებისთვისაც. კმაყოფილი იქნებით საყიდლებითაც.

მამაკაცებისთვის

თავისებური, ცოტა დაძაბული თვე გელით. ბევრი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ბევრი პროექტი - დასასრულებელი. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, უსიამოვნებები ბევრ დროს წაგართმევთ. დეკემბერი საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ ბევრი იდეა და იამაყოთ საკუთარი თავით. სარფიან ხელშეკრულებებს გაფორმებთ და სასურველ ნივთებსაც შეიძენთ. თვის ბოლოს დაატკბეთ ურთიერთობა ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა ცვლილებები გელით სწავლის, ფინანსების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის კუთხით

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა