მეტად იქნებით მობილიზებული პარტნიორის ფინანსებზე, შეიძლება მეკვიდრეობის მიღების სურვილიც კი გაგიჩნდეთ. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს და ზოგადად ექსტრიმს, რისკსა და თავქარიანობას. იყავით დაკვირვებული, რათა არ გაფლანგოთ ფული და ენერგია. ყველგან გამოვლინეთ ხასიათის საუკეთესო თვისებები, სამსახურში - ცოდნა და ნიჭი. ჩამოწერეთ იმ ადამიანების სია, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ და დახმარებისთვის მიმართოთ და ვისაც უნდა უფრთხილდეთ. იყავით მომართული გამარჯვებაზე, შეაგულიანეთ სხვებიც, რომ ერთად მიაღწიოთ კარგ შედეგებს. დაკვირვება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა საბანკო სისტემასთან, ფინანსებთანაა კავშირში. სხვისი ფული გააზრებულად ხარჯეთ. საპირისპიროს სქესის წარმომადგენელთან თავს მშვიდად და საიმედოდ იგრძნობთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
გადაადგილებისას (შორ მანძილზე მოგზაურობის ან უბრალოდ, ქუჩაში, გადასასვლელზე) მეტი დაკვირვება გმართებთ. იყავით დაკვირვებული მიმოწერისას. მოერიდეთ ფულად მაქინაციებს. დაკვირვებით მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება გამოამჟღავნოთ სხვისი საიდუმლოებები და ეცადეთ, თავად არ დაზარალდეთ ამით.
ფული და სიყვარული
გამონახეთ მეტი დრო პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად, საყვარელ ადამიანთან დროის ტკბილად და თბილად გასატარებლად. ზოგიერთმა შეყვარებულმა შეიძლება დაქორწინება შეძლოს. თუ ფარული სასიყვარულო კავშირი გაქვთ, შეიძლება ან გამომჟღავნდეს, ან - დაშორება გადაწყვიტოთ. ან შეიძლება მეუღლემ თქვენი ღალატი გამოამჟღავნოს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი მიიღებს მემკვიდრეობას და უზრუნველად შეძლებს ცხოვრებას.
ჯანმრთელობა
მაქსიმალურად ფრთხილად იყავით ფიზიკური აქტიურობისას. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები გზღუდავენ, გაკონტროლებენ. მოიშორეთ შიშები. არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. თუ სამთო კურორტებზე აპირებთ გამგზავრებას, თხილამურებზე სრიალის დროსაც ფრთხილად უნდა იყოთ.
ქალებისთვის
თვე სირთულეების გადალახვა-მოგვარებით დაიწყება. თუ დაკვირვებული იქნებით, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. დეტალები და წვრილმანები ხშირად უფრო მეტ დაკვირვებასა და ჩაღრმავებას მოითხოვს. გაგახარებთ მეგობრული შეხვედრები. შეყვარებულებს სიურპრიზები და სასიამოვნო მომენტებით დატვირთული თვე გელით. შეეხმიანეთ მათ, ვინც გენატრებათ.
მამაკაცებისთვის
არ გარისკოთ, წვრილმანების მიმართაც კი დიდი დაკვირვება გამოიჩინეთ. არ გეპატიებათ შეცდომების დაშვება. დაუგდეთ ყური ახლობლების რჩევებს. მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებები თვის მეორე ნახევარში გადადეთ. თვის ბოლო სიურპრიზებითა და გამარჯვებებით გაგახარებთ. საყვარელი ადამიანისგან ან გავლენიანი პირებისგან სასიამოვნო საჩუქრებს მიიღებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ ფიზიკურად, ნუ ხარჯავთ დროსა და ენერგას ტყუილად.