ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

წლის ბოლო თვეს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. ყური დაუგდეთ ექიმის რჩევებს, დაიცავით დღის რეჟიმი. ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ან თუნდაც დილაობით ფეხით სიარული სასარგებლოდ წაგადგებათ. მთელი თვის განმავლობაში დატვირთული იქნებით სამსახურის საქმეებით და ყოველდღიური ვალდებულებებით. უნდა დაასრულოთ ყველა საქმე, მათ შორის, წვრილებიც, რაც მომავლისთვის გქონდათ გადადებული. ეცადეთ, "კუდები" არ მოიტოვოთ, რათა ახალი წლიდან, ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ცხოვრება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში მეტად იქნებით მობილიზებული, გონებით უნდა გაანალიზოთ სიტუაცია თქვენ გარშემო. თუ საჭირო გახდება, შეადგინოთ დღის განრიგი. თვის მეორე ნახევარში მეტი დრო უნდა დაუთმოთ პარტნიორულ და მეგობრულ კავშირებს. მათი მხარდაჭერით შეძლებთ რთული საქმეების მოგვარებას და შედეგებსაც საუკეთესოს მიიღებთ. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. ბიზნესმენებმა შეიძლება გააფორმოთ სარფიანი ხელშეკრულებები, დოკუმენტებს გულდასმით გაეცანით. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული საქმეები. შეიძლება ახალი პერსონალი აიყვანოთ სამსახურში ან ძველებისთვის შექმნათ სასწავლო კურსი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მუშაობისას იყავით თანამიმდევრული და დაკვირვებული დეტალებისადმი.

ფული და სიყვარული

საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად ნურც გართობას დაივიწყებთ. ყურადღებას ითხოვენ შვილებიც. სხვათა შორის, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ. საღამოობით მაინც გაატარეთ 2-3 საათი შვილების გვერდით. ზოგიერთი შეიძლება თავით გადაეშვას სასიყვარულო თავგადასავალში. მარტოხელებმა შეინარჩუნოთ მეგობრული განწყობა პარტნიორთან, ახალ წელს მარტო რომ არ შეხვდეთ. თუმცა, თქვენზეა დამოკიდებული ურთიერთობა დასრულდება, თუ ახალ, სერიოზულ ეტაპზე გადაინაცვლებს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და დაიცავით ბალანსი მუშაობასა და გართობას შორის. ზოგიერთმა კირჩხიბმა შეიძლება სამსახურებრივი რომანი გააბას. დაქორწინებულებმა შეიძლება გაიგონ, რომ შვილს ელოდებიან ან მშობლები გახდნენ.

ჯანმრთელობა

იმდენად იქნებით გადართული სამსახურის საქმეებზე, რომ შეიძლება ჭამაც კი დაგავიწყდეთ, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ კვება, სეირნობა სუფთა ჰაერზე და უნდა გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი. გახსოვდეთ, ნერვულმა გადაღლილობამ არ უნდა შეგიშალოთ ხელი სახლში დღესასწაულის მოსაწყობად. ისწავლეთ განტვირთვა და მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

ქალებისთვის

ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეიძლება გააზრებულმა ქმედებამ მოგიტანოთ გამარჯვება იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ. ადვილად გაარჩევთ ერთმანეთისგან პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან საქმეებს და ის, რაც თქვენი არაა, გამარჯვებას არ მოგიტანთ, გადააბარეთ კოლეგებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთ კირჩხიბს ადრე ჩაფიქრებული ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. ახალ მეგობრებსაც გაიჩენთ, მაგრამ ძველებთან ნუ დაკარგავთ კავშირს.

მამაკაცებისთვის

ხელშეკრულებების გაფორმების, ახალი კოლეგების სამსახურში აყვანის შესაძლებლობა მოგეცემათ. არ გაგიჭირდებათ გავლენიან ადამიანებთან საქმიანი კავშირების გაბმა. შანსი მოგეცემათ, ფული დააბანდოთ სარფიან ბიზნესში, ან უკვე არსებული ბიზნესის მეწილე გახდეთ. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ საქმიანობა. მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. თვის ბოლოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებსა და ნათესავებს.

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის -  სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა