ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბერში განსაკუთრებულად მზრუნველი გახდებით მშობლების, ასაკით უფროსი ნათესავების ან უკვე წამოზრდილი შვილების მიმართ. გაგიჩნდებათ შინ ყოფნის, სახლში რამის გაკეთების სურვილი. პროფესიული საქმიანობა შეიძლება გვერდზე ჩააჩოჩოთ და მთელი დრო ბინის კეთილმოწყობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. სწორედ დეკემბერია ის თვე, როცა მთელი თვის მოგროვებულ ფულს საჩუქრებსა და საოჯახო საყიდლებზე დახარჯვათ. ეცადეთ, ხშირი გაცდენების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, კლიენტებთან და ხელმძღვანელობასთან. ბიზნესმენებს ყურადღება გმართებთ საქმიანი დოკუმენტების გააფორმებისას.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

შესაძლოა, სამსახურის საქმეებიც შინიდან მოაგვაროთ. თვის მეორე ნახევრიდან კი მოგემატებათ განწყობა, ენერგია და გართობისა და მხიარულების განწყობაზე დადგებით. ბავშვებთან ერთად ჩაერთეთ სახლის სადღესასწაულო მორთვაში. მოინახულეთ რაიონში მცხოვრები ნათესავები. შეიძლება მათთან ერთად მოგინდეთ ახალი წლის შეხვედრა. არ გამოაკლდეთ მხიარულებას. განსაკუთებით, თუ ბავშვები გყავთ. ზოგიერთმა შეიძლება ნათესავების დახმარებით დაიწყოს საქმიანობა ან სანათესავო ბიზნესში ჩაერთოს. იდეებით აღსავსე ხართ, მაგრამ ნუ მიატოვებთ შუა გზაზე, ეცადეთ, სისრულეში მოიყვანოთ ყველა ჩანაფიქრი.

ფული და სიყვარული

თვის პირველ ნახევარში დაკვირვებული იყავით ინფორმაციებისადმი. დაკვირვებით გააფორმეთ ყველა საბუთი და დოკუმენტი. საშუალება მოგეცემათ გააბათ ინტერნეტმიმოწერა საინტერესო ადამიანთან, რაც შეიძლება რომანში გადაიზარდოს. ზოგიერთს კი რეალური სასიყვარულო თავგადასავლები ელის. თუმცა, რომანი უფრო გასართობი იქნება, სერიოზული კავშირის იმედი ნუ გექნებათ.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. არ გირჩევთ ზედმეტ გადატვირთვას. ნუ შეუქმნით საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს. ზოგიერთმა შეიძლება ახალ წლამდე წონის დაკლება, სწორად კვება გადაწყვიტოს, თუმცა, ექსტრემალურ მეთოდებს ნუ მიმართავთ. ყურადღება გმართებთ, როცა სხვის ფულთან გაქვთ შეხება.

ქალებისთვის

თქვენი შარმისა და გონებრივი მონაცემების გამო, მამაკაცების მხრიდან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. სასურველია, სასიყვარულო თავგადასავლებს მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე სამსახურის საქმეებს. მეგობრებთან შეხვედრასაც პაემანზე წასვლა გერჩიოთ. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ სოჯახო საქმეებს, შვილებთან დროის გატარებას. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ სადღესასწაულო ბიუჯეტი. დებემბერში შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ.

მამაკაცებისთვის

საოჯახო საქმეებზე ფიქრის გამო შეიძლება სამსახურის საქმეებს ვერ დაუდოთ გული. თუმცა, საქმიან სფეროში ახალი შესაძლებლობები მოგეცემათ. ზოგიერთი სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ზოგი დაწინაურდება. გახსოვდეთ, რომ დეკემბერში მუშაობასთან ერთად ადამიანებთან გამოკიდებულების გაუმჯობესებაც უნდა შეძლოთ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. იყავით მზრუნველი და ყურადღებით გარშემო მყოფების მიმართ. შეიძლება ზოგიერთი პროექტის გადადებამ და ნათესავებზე ზრუნვამ მოგიწიოთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით - რას უნდა ელოდეთ პლანეტებისგან?

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, ბიზნესი, ფული, სიყვარული და ჯანმრთელობა