პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბნელებების დერეფანი და ახალმთვარეობა - მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არ უნდა გამოგრჩეთ
დაბნელებების დერეფანი და ახალმთვარეობა - მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არ უნდა გამოგრჩეთ

მა­ი­სი დატ­ვირ­თუ­ლია ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით და ეცა­დეთ, კარ­გად და­გეგ­მოთ დღე­ე­ბი, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ. უპირ­ვე­ლე­სად უნდა ვახ­სე­ნოთ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც 23 მა­ისს იწყე­ბა; 30 მა­ისს კი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა (23 ივ­ნი­სამ­დე). ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. დაკ­ვირ­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, რომ ვერ მი­ი­ღებთ შე­სა­ფე­რის შე­დეგს, გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. 23 მა­ი­სის 23 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში და­გეგ­მეთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, გა­და­ა­კე­თეთ. ცოტა გა­ვუს­წრებთ მოვ­ლე­ნებს და გე­ტყვით, რომ 24 ივ­ნისს კარ­გი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა და 26 სექ­ტემ­ბრამ­დე გას­ტანს.

  • ახლა კი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ მა­ი­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი:

20 მა­ი­სამ­დე მზე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში იქ­ნე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა იქ­ნე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე: სიყ­ვა­რუ­ლი, ჰარ­მო­ნია, ფული და ფი­ნან­სე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ქო­ნე­ბა.

23 აპ­რილს პლა­ნე­ტა მარ­სი (აქ­ტი­უ­რო­ბა, ბრძო­ლა, ქმე­დე­ბა) კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და და იქ დარ­ჩე­ბა 11 ივ­ნი­სამ­დე. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ უმე­ტე­სო­ბას მო­უნ­დე­ბა სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა: რე­მონ­ტი და მშე­ნებ­ლო­ბა, ავე­ჯის გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­მი­წათ­მოქ­მე­დო საქ­მე. გახ­შირ­დე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან ვი­ზი­ტი. ცუდი ისაა, რომ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ ემო­ცი­უ­რი, ბუ­ტია, იმა­ტოს გა­უ­აზ­რე­ბელ­მა ში­შებ­მა.

4 მა­ისს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი ტყუპ­ში, თა­ვის სახ­ლში გა­და­ვი­და, სა­დაც დარ­ჩე­ბა 11 ივ­ლი­სამ­დე. აქ იგი თავს ლა­ღად გრძნობს. მო­ი­მა­ტებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გა­და­ად­გი­ლე­ბის სურ­ვი­ლი. მოგ­ვინ­დე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნა, სწავ­ლა, კურ­სებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წრე­ბა. გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლე­ბი ახლო მან­ძილ­ზე; შეხ­ვედ­რე­ბი, გა­ფარ­თოვ­დე­ბა ნაც­ნობ­თა წრე, მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ დო­კუ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. წარ­მა­ტე­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა ელით მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. მო­ი­მა­ტებს ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სურ­ვი­ლი. და­გი­რე­გუ­ლირ­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან. ეცა­დეთ, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე ან შეხ­ვედ­რა მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბამ­დე და­ნიშ­ნოთ.

9 მა­ისს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფლირ­ტის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ეს­ტუმ­რე­ბა. ნაც­ნო­ბო­ბა გახ­დე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო და მარ­ტი­ვი, გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა. და­ფას­დე­ბი­ან პო­ე­ტუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ლა­მა­ზი, მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სი­ტყვე­ბით სა­უ­ბა­რი. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გახ­დე­ბა მსუ­ბუ­ქი და სა­სი­ა­მოვ­ნო. მო­ი­მა­ტებს კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი, სი­ლა­მა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა.

ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 11 მა­ისს 22:59-ზე, კუ­როს 22-ე გრა­დუს­ში. ამ დღემ­დე უმ­ჯო­ბე­სია, და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე, მო­ი­ცი­ლოთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თე­ბი. და­ა­ლა­გოთ ბინა. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, ბუნ­დო­ვა­ნე­ბა; ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ვერ მიხ­ვდნენ, რა უნ­დათ. ნუ გა­და­ვარ­დე­ბით ილუ­ზი­ებ­სა და ტყუ­ი­ლებ­ში.

13 მა­ისს მზე (ეგო) ლი­ლიტს (ცდუ­ნე­ბა) უერ­თდე­ბა. ეცა­დეთ ამ დღეს არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთვა­რე მზარ­დია. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი, შეც­დო­მე­ბი.

14-ში დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა - იუ­პი­ტე­რი ცოტა ხნით გა­და­ვა თევ­ზებ­ში (28 ივ­ლი­სამ­დე). ახლა ის მერ­წყულ­შია და ვხე­დავთ კი­დეც რომ მსოფ­ლი­ო­ში ქა­ო­სუ­რი, გა­ურ­კვე­ვე­ლი, სპონ­ტა­ნუ­რი, და­უ­გეგ­მა­ვი ქმე­დე­ბე­ბი ხდე­ბა, რაც სირ­თუ­ლე­ებს იწ­ვევს. იუ­პი­ტე­რი დიპ­ლო­მა­ტი­ა­სა და სა­ერ­თა­შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც გა­ნა­გებს და თა­ვა­დაც ამ­ჩნევთ, რომ ამ სფე­რო­ებ­ში ქა­ო­სია. იუ­პი­ტე­რი თევ­ზე­ბის მე­ო­რე მმარ­თვე­ლია და გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებს მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან უკვე ვიგ­რძნობთ. იუ­პი­ტე­რი ახლა ცოტა ხნით გა­და­ვა თევ­ზებ­ში, წლის ბო­ლოს კი უკვე დიდი ხნით - 2021 წლის 29 დე­კემ­ბრი­დან 22 წლის 11 მა­ი­სამ­დე. და­აკ­ვირ­დით იუ­პი­ტე­რის ამ ხან­მოკ­ლე გა­დას­ვლას თევ­ზებ­ში, ნა­ხეთ რა ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ, რათა წლის ბო­ლოს უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეთ.

14 მა­ის­ვე გვაქვს წლის სა­უ­კე­თე­სო დღე. ამ დღეს კარ­გია ახა­ლი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ყიდ­ვა; ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დას­ვლა; ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა; ქორ­წი­ნე­ბა (ან ნიშ­ნო­ბა); ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბა; ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­ნერგვა; უა­რის თქმა მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე; ქველ­მოქ­მე­დე­ბა; ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ფუ­ლის და­ბან­დე­ბა და ა.შ.

20 მა­ისს მზე გა­და­ვა ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში, სა­დაც გა­ჩერ­დე­ბა 21 ივ­ნი­სამ­დე. ახლა უკვე სამი პი­რა­დი პლა­ნე­ტა: მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა და მზე იქ­ნე­ბი­ან ტყუპ­ში. მო­გინ­დე­ბათ სწავ­ლა, ახა­ლი მი­მა­რუ­ლე­ბე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა, მო­ი­მა­ტებს შეხ­ვედ­რე­ბი­სა და კონ­ტა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მი­ი­ღებთ ახალ და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ებს. გახ­შირ­დე­ბა ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი (ექ­სკურ­სი­ე­ბი, პიკ­ნი­კე­ბი, ლაშ­ქრო­ბე­ბი).

ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ზე შე­ვა­ჩე­რებ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას, - 22 მა­ი­სი ეს არის დღე, როცა შე­გიძ­ლი­ათ მო­ა­წყოთ სამ­კურ­ნა­ლო შიმ­ში­ლო­ბა ან გან­ტვირ­თვის დღე ხილ­ზე ან ბოსტნე­ულ­ზე.

23 მა­ი­სის-11 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ტურ­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ას­თან, ბიზ­ნეს­თან, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან, მშე­ნებ­ლო­ბას­თან, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან. ის არის ბე­დი­სა და კარ­მის პლა­ნე­ტა. ამ პე­რი­ოდ­ში გა­გი­ჭირ­დე­ბათ საქ­მე­ე­ბის­თვის "თა­ვის მობ­მა", სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბო­ბის აღე­ბა. თუმ­ცა, კარ­გია, თუ მი­უბ­რუნ­დე­ბით უკვე და­წყე­ბულ საქ­მე­ებს და გა­ნა­ვი­თა­რებთ ან და­ას­რუ­ლებთ მათ.

თვის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა 26 მა­ისს გვე­ლო­დე­ბა, ესაა მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა მშვილ­დოს­ნის მე-6 გრა­დუს­ში, 15:18-ზე. ამ დღეს იხ­სნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. გა­იხ­სე­ნეთ, რა მოხ­და 18 წლის წინ. შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ, შე­დე­გი მი­ი­ღოთ იმ საქ­მის­გან, რაც მა­შინ და­ი­წყეთ. ამ დღეს მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რო­ბა, მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. არა­ვის მო­ა­ტყუ­ე­ბინთ თავი, მო­ე­რი­დეთ ილუ­ზი­ებ­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბებს. იყა­ვით გულ­წრფე­ლი სა­კუ­თარ თავ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. რა საკ­ვირ­ვე­ლია, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას მო­გიმ­ზა­დებთ.

და­ბო­ლოს, მა­ი­სის ბოლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა - პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი 30-ში რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა 23 ივ­ნი­სამ­დე. გირ­ჩევთ, მა­ი­სის ბო­ლომ­დე და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ოდ­ში კი არ და­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. არ და­ნიშ­ნოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი.

ბედ­ნი­ერ მა­ისს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

დაბნელებების დერეფანი და ახალმთვარეობა - მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არ უნდა გამოგრჩეთ

დაბნელებების დერეფანი და ახალმთვარეობა - მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რაც არ უნდა გამოგრჩეთ

მაისი დატვირთულია ასტროლოგიური მოვლენებით და ეცადეთ, კარგად დაგეგმოთ დღეები, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. უპირველესად უნდა ვახსენოთ დაბნელებების დერეფანი, რომელიც 23 მაისს იწყება; 30 მაისს კი პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება (23 ივნისამდე). ამ პერიოდში არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. დაკვირვაზე დაყრდნობით შეგვიძლია გითხრათ, რომ ვერ მიიღებთ შესაფერის შედეგს, გაჭიანურდება. 23 მაისის 23 ივნისის შუალედში დაგეგმეთ და განახორციელეთ ყოველდღიური ვალდებულებები, დაასრულეთ დაწყებული საქმეები, გადააკეთეთ. ცოტა გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ 24 ივნისს კარგი პერიოდი დაიწყება და 26 სექტემბრამდე გასტანს.

  • ახლა კი თანმიმდევრულად განვიხილოთ მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები:

20 მაისამდე მზე კუროს ზოდიაქოში იქნება. ყურადღება იქნება გამახვილებული შემდეგ საკითხებზე: სიყვარული, ჰარმონია, ფული და ფინანსები, ღირებულებები, ქონება.

23 აპრილს პლანეტა მარსი (აქტიურობა, ბრძოლა, ქმედება) კირჩხიბის ზოდიაქოში გადავიდა და იქ დარჩება 11 ივნისამდე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ უმეტესობას მოუნდება საოჯახო ვალდებულებების შესრულება: რემონტი და მშენებლობა, ავეჯის გადაადგილება, სამიწათმოქმედო საქმე. გახშირდება ნათესავებთან ვიზიტი. ცუდი ისაა, რომ შეიძლება გახდეთ ემოციური, ბუტია, იმატოს გაუაზრებელმა შიშებმა.

4 მაისს პლანეტა მერკური ტყუპში, თავის სახლში გადავიდა, სადაც დარჩება 11 ივლისამდე. აქ იგი თავს ლაღად გრძნობს. მოიმატებს კომუნიკაციის, გადაადგილების სურვილი. მოგვინდება ინტელექტუალური ნიჭის გამოვლენა, სწავლა, კურსებსა და სემინარებზე დასწრება. გახშირდება მიმოსვლები ახლო მანძილზე; შეხვედრები, გაფართოვდება ნაცნობთა წრე, მარტივად მოაგვარებთ დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებს. წარმატება და აქტიურობა ელით მარკეტინგისა და პიარის სფეროს წარმომადგენლებს. მოიმატებს ყიდვა-გაყიდვის სურვილი. დაგირეგულირდებათ დამოკიდებულება დედმამიშვილებთან, მეზობლებთან, ახლობლებთან. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე ან შეხვედრა მერკურის რეტროგრადულობამდე დანიშნოთ.

9 მაისს სიყვარულისა და ფლირტის პლანეტა ვენერა ტყუპის ზოდიაქოს ესტუმრება. ნაცნობობა გახდება სასიამოვნო და მარტივი, გაგიადვილდებათ ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა. დაფასდებიან პოეტური და ინტელექტუალური პიროვნებები. ადამიანებს მოუნდებათ ლამაზი, მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი. ურთიერთობები გახდება მსუბუქი და სასიამოვნო. მოიმატებს კოსმეტოლოგიური, სილამაზის საშუალებების ყიდვა-გაყიდვა.

ახალმთვარეობას ველოდებით 11 მაისს 22:59-ზე, კუროს 22-ე გრადუსში. ამ დღემდე უმჯობესია, დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე, მოიცილოთ დაზიანებული, გამოუსადეგარი ნივთები. დაალაგოთ ბინა. ახალმთვარეობაზე მომატებული იქნება გაუგებრობები, ბუნდოვანება; ადამიანები შეიძლება კონკრეტულად ვერ მიხვდნენ, რა უნდათ. ნუ გადავარდებით ილუზიებსა და ტყუილებში.

13 მაისს მზე (ეგო) ლილიტს (ცდუნება) უერთდება. ეცადეთ ამ დღეს არ დაიწყოთ ახალი საქმეები, მიუხედავად იმისა, რომ მთვარე მზარდია. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი, შეცდომები.

14-ში დიდი ბედნიერების პლანეტა - იუპიტერი ცოტა ხნით გადავა თევზებში (28 ივლისამდე). ახლა ის მერწყულშია და ვხედავთ კიდეც რომ მსოფლიოში ქაოსური, გაურკვეველი, სპონტანური, დაუგეგმავი ქმედებები ხდება, რაც სირთულეებს იწვევს. იუპიტერი დიპლომატიასა და საერთაშორის ურთიერთობებსაც განაგებს და თავადაც ამჩნევთ, რომ ამ სფეროებში ქაოსია. იუპიტერი თევზების მეორე მმართველია და გარკვეულ ცვლილებებს მაისის მეორე ნახევრიდან უკვე ვიგრძნობთ. იუპიტერი ახლა ცოტა ხნით გადავა თევზებში, წლის ბოლოს კი უკვე დიდი ხნით - 2021 წლის 29 დეკემბრიდან 22 წლის 11 მაისამდე. დააკვირდით იუპიტერის ამ ხანმოკლე გადასვლას თევზებში, ნახეთ რა ცვლილებებს მოგიტანთ, რათა წლის ბოლოს უკვე მომზადებული შეხვდეთ.

14 მაისვე გვაქვს წლის საუკეთესო დღე. ამ დღეს კარგია ახალი საქმეების, პროექტების დაწყება, უძრავი ქონების, ძვირად ღირებული ნივთების, ძვირფასეულობების ყიდვა; ახალ თანამდებობაზე გადასვლა; ხელშეკრულებების გაფორმება; ქორწინება (ან ნიშნობა); ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა; უარის თქმა მავნე ჩვევებზე; ქველმოქმედება; ინვესტიციები და ფულის დაბანდება და ა.შ.

20 მაისს მზე გადავა ტყუპის ზოდიაქოში, სადაც გაჩერდება 21 ივნისამდე. ახლა უკვე სამი პირადი პლანეტა: მერკური, ვენერა და მზე იქნებიან ტყუპში. მოგინდებათ სწავლა, ახალი მიმარულებებით განვითარება, მოიმატებს შეხვედრებისა და კონტატების რაოდენობა. მიიღებთ ახალ და საჭირო ინფორმაციებს. გახშირდება ხანმოკლე მოგზაურობები (ექსკურსიები, პიკნიკები, ლაშქრობები).

ერთ მნიშვნელოვან დღეზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, - 22 მაისი ეს არის დღე, როცა შეგიძლიათ მოაწყოთ სამკურნალო შიმშილობა ან განტვირთვის დღე ხილზე ან ბოსტნეულზე.

23 მაისის-11 ოქტომბრის შუალედში პლანეტა სატურნი რეტროგრადული იქნება. სატურნი დაკავშირებულია პროფესიასთან, ბიზნესთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, მშენებლობასთან, პასუხისმგებლობასთან. ის არის ბედისა და კარმის პლანეტა. ამ პერიოდში გაგიჭირდებათ საქმეებისთვის "თავის მობმა", საკუთარ თავზე პასუხისმგებობის აღება. თუმცა, კარგია, თუ მიუბრუნდებით უკვე დაწყებულ საქმეებს და განავითარებთ ან დაასრულებთ მათ.

თვის მთავარი მოვლენა 26 მაისს გველოდება, ესაა მთვარის სრული დაბნელება მშვილდოსნის მე-6 გრადუსში, 15:18-ზე. ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი. გაიხსენეთ, რა მოხდა 18 წლის წინ. შეიძლება დაასრულოთ, შედეგი მიიღოთ იმ საქმისგან, რაც მაშინ დაიწყეთ. ამ დღეს მომატებული იქნება ემოციურობა, მოერიდეთ დაუფიქრებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. არავის მოატყუებინთ თავი, მოერიდეთ ილუზიებსა და გაურკვევლობებს. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. რა საკვირველია, ცოტა მოგვიანებით, ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მოგიმზადებთ.

დაბოლოს, მაისის ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა - პლანეტა მერკური 30-ში რეტროგრადულ სვლაში გადავა 23 ივნისამდე. გირჩევთ, მაისის ბოლომდე დაასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე. რეტროგრადული მერკურის პერიოდში კი არ დაიწყოთ ახალი პროექტები, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები. არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები.

ბედნიერ მაისს გისურვებთ!

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის - ჯანმრთელობა, ფული, სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული, ჯანმრთელობა და სიყვარული