პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტრო-გასტრონომია
ასტრო-გასტრონომია

ამას გარ­და, სა­მე­დი­ცი­ნო ას­ტრო­ლო­გი­ის ჭრილ­ში პი­რა­დი კოს­მოგ­რა­მის დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვა, ას­ტრო­ლოგს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ცი­ლე­ბით უფრო დე­ტა­ლუ­რად იმ­სჯე­ლოს იმა­ზე, თუ რა სა­ხის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა ან არ მი­ღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბას. ამ კუ­თხით, უპირ­ვე­ლეს სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რად რო­გორც წესი, მთვა­რე ( კუჭი, კვე­ბის სის­ტე­მა) და მისი მდე­ბა­რე­ო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მე­ექ­ვსე სახ­ლის (ჯან­მრთე­ლო­ბა, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა) ას­პექ­ტე­ბი და მისი მმარ­თვე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ პლა­ნე­ტებ­თან. ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, არა ერთი და ორი, არა­მედ მთე­ლი რიგი პლა­ნე­ტე­ბი და მათი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი მზის ზო­დი­ა­ქოს მი­ხედ­ვი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის გას­ტრო­ნო­მი­ულ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბა.

ვერ­ძი

ვერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, სა­კუ­თა­რი დი­ნა­მი­უ­რი ხა­სი­ა­თი­დან და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხში­რა­დაა სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის სტუ­მა­რი. ვერ­ძის­თვის კვე­ბა სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გე­ტი­კუ­ლი მა­რა­გის შევ­სე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ ადა­მი­ა­ნებს იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებთ კვე­ბის პრო­ცეს­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ის და­ხარ­ჯვა.

იდე­ლუ­რი სა­დი­ლი-მად­კო­ნალდსის ქსე­ლის რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რა­ნი

კურო

აი რაც შე­ე­ხე­ბა კუ­როს, მის­თვის საკ­ვე­ბი და ზო­გა­დად კვე­ბის რი­ტუ­ა­ლი, მთე­ლი ფი­ლო­სო­ფი­აა. ამი­ტომ კუ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იშ­ვი­ა­თად იკ­ვე­ბე­ბა გა­რეთ და უჩევ­ნია სა­კუ­თა­რი ხე­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ოჯა­ხუ­რი სა­დი­ლით გა­ი­ნე­ბივ­როს თავი. კუ­რო­ებს ხორ­ცი­ა­ნი საკ­ვე­ბი უყ­ვართ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ჭეშ­მა­რიტ კუ­როს, რო­მე­ლიც ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი ურ­ჩევ­ნია, შე­ბო­ლილ ლორს ან ჩა­ქა­ფულს.

იდე­ა­ლუ­რი სა­დი­ლი- ოჯა­ხუ­რი ცხე­ლი კერ­ძი, მყუდ­რო სა­ღა­მო ბუხ­რის პი­რას

ტყუ­პე­ბი

ტყუ­პებს, ვერ­ძე­ბის მსგავ­სად არა­სო­დეს ყოფ­ნით დრო სა­ი­მი­სოდ, რომ იგი სრულ­ფა­სო­ვან კვე­ბა­ში და­ხარ­ჯონ, ამი­ტომ ბევ­რი ტყუ­პი აღ­მერ­თებს ე. წ "პი­რის საც­მა­ცუ­ნო" სა­სუსნა­ვებს - ჩიპ­სებს, მი­წის თხილს, კრე­კე­რებს და ა.შ ამას­თან ერ­თად, თუკი მის პი­რად რუ­კა­ში კირჩხი­ბის ან კუ­როს გავ­ლე­ნა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მოქ­ნი­ლო­ბა რომ­ლი­თაც მერ­კუ­რით მარ­თუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ეს ნი­შა­ნია და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი, ხში­რად აძ­ლევს მას იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თა­ვა­დაც წა­მის უს­წრა­ფე­სად მო­ამ­ზა­დოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის საკ­ვე­ბი ( ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, მოქ­ნი­ლი ხე­ლე­ბის გამო არა­ერ­თი მე­ფო­კუ­სე და ილუ­ზი­ო­ნის­ტია და­ბა­დე­ბუ­ლი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით)

იდე­ა­ლუ­რი სა­დი­ლი- ლან­ჩი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ან ფეხ­ბურ­თის მატ­ჩის ყუ­რე­ბა ლუ­დის და ჩიპ­სე­ბის თან­ხლე­ბით

კირჩხი­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა კირჩხიბს, თუკი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს მარ­თვის სფე­რო სა­მე­დი­ცი­ნო ას­ტრო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით კუ­ჭია, გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს ის ფაქ­ტი, რომ კირჩხი­ბე­ბის­თვის საკ­ვე­ბის თემა და ზო­გა­დად სამ­ზა­რე­უ­ლო წმინ­და­თა წმინ­და რა­მაა, ამი­ტომ კიბო რო­გორც წესი არა­სო­დეს მო­ი­წამ­ლავს თავს სხვი­სი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძით. კირჩხი­ბებს ძი­რი­თა­დად თხი­ე­რი საკ­ვე­ბი უყ­ვართ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი ხში­რად ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას ყო­ველ­გვა­რი სა­ხის სუ­პებს და ბუ­ლი­ო­ნებს.

იდე­ლა­უ­რი სა­დი­ლი -ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ო­ჯა­ხო სა­დი­ლი მრგვალ მა­გი­დას­თან, ბე­ბი­ის ნა­ქო­ნი სერ­ვი­ზით და სა­მო­ვა­რით

ლომი

ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე მე­ფურ ნი­შანს ლომს საკ­ვე­ბიც მე­ფუ­რი და პომ­პე­ზუ­რი ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არაა ის ფაქ­ტი, რომ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი კლი­ენ­ტე­ბის რი­ცხვს, სწო­რედ ლო­მე­ბი შე­ად­გე­ნენ. ლო­მე­ბის­თვის ამ­გვარ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვის რი­ტუ­ა­ლი, სხვა არა­ფე­რია, თუ არა კი­დევ ერთი მი­ზე­ზი ე.წ "სელფ-პი­ა­რის" მო­სა­წყო­ბად. ამი­ტომ ისი­ნი, მონ­დო­მე­ბით ით­ვი­სე­ბენ ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი რეს­ტორ­ნე­ბის არ­სე­ნალ­ში არ­სე­ბუ­ლი ხი­ზი­ლა­ლის, იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის, ზე­თის­ხი­ლი­სა და ხორ­ცე­უ­ლის მა­რაგს..

იდე­ლუ­რი სა­დი­ლი- სა­დი­ლი ქა­ლა­ქის ფე­შე­ნე­ბე­ლურ რეს­ტო­რან­ში, რა­მო­დენ­მე რეს­პექ­ტა­ბე­ლურ კომ­პა­ნი­ონ­თან ერ­თად

ქალ­წუ­ლი

ქალ­წუ­ლი იმ იშ­ვი­ათ გა­მო­ნაკ­ლის­თა რი­ცხვშია ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის, რო­მელ­საც თა­მა­მად შე­უძ­ლია დი­სერ­ტა­ცი­აც კი და­წე­როს ჯან­სა­ღი კვე­ბის სა­კი­თხებ­ზე. ნე­ბის­მი­ერ­მა ქალ­წულ­მა, ზუს­ტად იცის რას ჭამს, რო­დის და რა დო­ზით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­სა­ხურ­ში ფა­ფით სავ­სე რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის, რო­გორც წესი 90% ქალ­წუ­ლია. ასე­ვე ბევ­რია ზო­დი­ა­ქოს ან ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი და არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის მიმ­დე­ვა­რი.

იდე­ლუ­რი სა­დი­ლი - ვე­გე­ტა­რი­ა­ნულ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც სიმ­ყუდ­რო­ვეა და საკ­ვებ­საც მის თვალ­წინ ამ­ზა­დე­ბენ

სას­წო­რი

სას­წო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ტკბი­ლე­უ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა, რო­მე­ლიც ზო­გა­დად სი­ლა­მა­ზის და ჰარ­მო­ნი­ის მფარ­ვე­ლია, სას­წო­რებს დახ­ვე­წი­ლი საკ­ვე­ბის მი­მართ სიყ­ვა­რულს ანი­ჭებს. ამი­ტომ, ამ ადა­მი­ა­ნებს რო­გორც წესი, ჯერ კერ­ძის ვი­ზუ­ა­ლუ­რი იმი­ჯი აინ­ტე­რე­სებთ და უკე მერე მისი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი. ამას­თან ერ­თად, სას­წო­რის კი­დევ ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა, საკ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არის ის, რომ იგი არა­სო­დეს მი­ირ­თმევს საჭ­მელს ულა­მა­ზო თეფ­შით ან მო­უ­ხერ­ხე­ბელ, არა­ჰი­გი­ე­ნურ გა­რე­მო­ში.

იდე­ა­ლუ­რი სა­დი­ლი- რო­მე­ლი­მე სა­კონ­დიტ­რო ჭიქა ლატე და დიდი, ფე­რა­დი ტორ­ტის ნა­ჭე­რი

მო­რი­ე­ლი

მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მოყ­ვა­რულ მო­რი­ე­ლებს, საკ­ვე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის ესა­ჭი­რო­ე­ბათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ცხა­რე, მჟა­ვე ან პი­კან­ტუ­რი სა­ნე­ლებ­ლე­ბით შე­ნე­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო იქ­ნე­ბა. ამას­თან ერ­თად, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა ისიც რომ მო­რი­ე­ლი წყლის სტი­ქი­ის ნი­შა­ნია და სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი­თაც არა­ნაკ­ლებ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ვის­კი, ხე­რე­სი, ჯეკ დე­ნი­ელ­სი ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ მა­ღა­ლალ­კოჰო­ლუ­რი სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის სი­ი­დან, რომ­ლის მი­ღე­ბაც მო­რი­ე­ლებს საკ­ვებ­თან ერ­თად მოს­წონთ.

იდე­ა­ლუ­რი სა­დი­ლი-აღ­მო­სავ­ლუ­რი რეს­ტო­რა­ნი, სა­დი­ლი პირ­და­პირ მის თვალ­წინ შემ­წვა­რი მწვა­დით და ცხა­რე სა­წებ­ლით

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დო­სანს ყვე­ლა­ფე­რი იზი­დავს რაც უცხო და ეგ­ზო­ტი­კუ­რია. ამი­ტომ ახალ-ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მი­მართ სიყ­ვა­რულს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, საკ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც არა­ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ამ­ჟღავ­ნე­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნე­ბის­მი­ე­რი მშვილ­დო­სა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით დას­თან­ხმდე­ბა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კურ­სის გავ­ლას, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლოს შეს­წავ­ლის კუ­თხით და ამა თუ იმ კერ­ძის მზა­დე­ბა­ში თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

იდე­ა­ლუ­რი სა­დი­ლი- სი­ა­მო­ვე­ნით ისა­დი­ლებ­და ტა­ი­ლან­დურ ნავ­ზე, ღია ცის ქვეშ, რაღა თქმა უნდა მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში

თხის რქა

მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი, თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბით და წე­სი­გის უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლით აჯილ­დო­ვებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, საკ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­უ­ლი მიდ­გო­მა გა­აჩ­ნია, რაც იმა­ში ვლინ­დე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ და­იც­ვან რე­ჟი­მი კვე­ბი­სას, ჭა­მონ ყო­ველ­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი (მათ­თვის ნაც­ნო­ბი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი) კერ­ძე­ბი და იშ­ვი­ა­თად გა­ი­ნე­ბივ­რონ თავი ალ­კოჰო­ლით ან თამ­ბა­ქოს აქ­ტი­უ­რი მოხ­მა­რე­ბით.

იდე­ა­ლუ­რი სა­დი­ლი- ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, ტრა­დი­ცი­უ­ლი პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე - დე­სერ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით

მერ­წყუ­ლი

მერ­წყუ­ლებს ორი­გი­ნა­ლურ აზ­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად, ექ­სცენ­ტრუ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ურა­ნი კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უც­ნა­უ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი­თაც აჯილ­დო­ვებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ე­რი სტან­დარ­ტუ­ლი მერ­წყუ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა თუ მას ვინ­მე ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად და­პა­ტი­ჟებს, ასე­თი­ვე ეგ­ზო­ტი­კუ­რი გა­რე­მო­თი გა­მორ­ჩე­ულ რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში, სა­დაც მას მე­გობ­რულ უშუ­ა­ლო გა­რე­მო­ში, თურ­ქუ­ლად ფეხ­მორ­თხმულს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა მი­ირ­თვას სხვა­დას­ხვა სა­ხის აღ­მო­სავ­ლუ­რი ტკბი­ლე­უ­ლი, ჩირი და თხი­ლე­უ­ლის ასორ­ტი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ასე ძა­ლი­ან უყ­ვართ.

იდე­ა­ლუ­რი სა­დი­ლი- ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი, აღ­მო­სავ­ლუ­რი ტკბი­ლე­უ­ლი, ჩაი, ჩი­ლი­მი- სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რე­ბი ზო­გადსა­კა­ცობ­რიო სა­კი­თხებ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად

თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე, მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სას­მე­ლია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს ვის­კი იქ­ნე­ბა, ლუდი, კო­ნი­ა­კი თუ უბ­რა­ლოდ მა­გა­რი ჩაი ლი­მო­ნით, თევ­ზე­ბი ყვე­ლა­ფერს ერ­თნა­ი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმე­ვენ და არც თუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ისე, რომ ზომა-წო­ნის შეგ­რძნე­ბა ეკარ­გე­ბათ როცა საქ­მე სას­მელს ეხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებს, ამ მხრივ თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც წესი ნაკ­ლე­ბადპ­რე­ტენ­ზი­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან და ხში­რად გა­რე­მოც­ვას უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ სა­დი­ლო­ბი­სას, ვიდ­რე თა­ვად კერ­ძის გე­მოს ან ხა­რისხს.

იდე­ა­ლუ­რი სა­დი­ლი- ჭიქა ჩაი, ყავა ან აბ­სენ­ტი გუ­ლი­თა­დი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ასტრო-გასტრონომია

ასტრო-გასტრონომია

ამას გარდა, სამედიცინო ასტროლოგიის ჭრილში პირადი კოსმოგრამის დეტალურად განხილვა, ასტროლოგს საშუალებას აძლევს გაცილებით უფრო დეტალურად იმსჯელოს იმაზე, თუ რა სახის საკვების მიღება ან არ მიღება ესაჭიროება ამა თუ იმ პიროვნებას. ამ კუთხით, უპირველეს სიგნიფიკატორად როგორც წესი, მთვარე ( კუჭი, კვების სისტემა) და მისი მდებარეობა განიხილება, ასევე გასათვალისწინებელია მეექვსე სახლის (ჯანმრთელობა, საჭმლის მომნელებელი სისტემა) ასპექტები და მისი მმართველის დამოკიდებულება კონკრეტულ პლანეტებთან. ზოგადად, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, არა ერთი და ორი, არამედ მთელი რიგი პლანეტები და მათი ურთიერთკავშირი ახდენს გავლენას, თუმცა კონკრეტული მზის ზოდიაქოს მიხედვითაც არის შესაძლებელი ამა თუ იმ ადამიანის გასტრონომიულ მიდრეკილებებზე მსჯელობა.

ვერძი

ვერძების უმრავლესობა, საკუთარი დინამიური ხასიათიდან და აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხშირადაა სწრაფი კვების ობიექტების სტუმარი. ვერძისთვის კვება სასიცოცხლო ენერგეტიკული მარაგის შევსებისთვის აუცილებელი საშუალებაა, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს იშვიათად ახასიათებთ კვების პროცესზე ხანგრძლივი დროის დახარჯვა.

იდელური სადილი-მადკონალდსის ქსელის რომელიმე რესტორანი

კურო

აი რაც შეეხება კუროს, მისთვის საკვები და ზოგადად კვების რიტუალი, მთელი ფილოსოფიაა. ამიტომ კუროების უმრავლესობა იშვიათად იკვებება გარეთ და უჩევნია საკუთარი ხელით მომზადებული, ოჯახური სადილით გაინებივროს თავი. კუროებს ხორციანი საკვები უყვართ, აქედან გამომდინარე იშვიათად შეხვდებით ჭეშმარიტ კუროს, რომელიც ბოსტნეულის სალათი ურჩევნია, შებოლილ ლორს ან ჩაქაფულს.

იდეალური სადილი- ოჯახური ცხელი კერძი, მყუდრო საღამო ბუხრის პირას

ტყუპები

ტყუპებს, ვერძების მსგავსად არასოდეს ყოფნით დრო საიმისოდ, რომ იგი სრულფასოვან კვებაში დახარჯონ, ამიტომ ბევრი ტყუპი აღმერთებს ე. წ ”პირის საცმაცუნო” სასუსნავებს - ჩიპსებს, მიწის თხილს, კრეკერებს და ა.შ ამასთან ერთად, თუკი მის პირად რუკაში კირჩხიბის ან კუროს გავლენა შეინიშნება, მოქნილობა რომლითაც მერკურით მართული ზოდიაქოს ეს ნიშანია დაჯილდოვებული, ხშირად აძლევს მას იმის საშუალებას, რომ თავადაც წამის უსწრაფესად მოამზადოს ნებისმიერი სახის საკვები ( ნუ დაგავიწყდებათ, მოქნილი ხელების გამო არაერთი მეფოკუსე და ილუზიონისტია დაბადებული ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით)

იდეალური სადილი- ლანჩი მეგობრებთან ერთად ან ფეხბურთის მატჩის ყურება ლუდის და ჩიპსების თანხლებით

კირჩხიბი

რაც შეეხება კირჩხიბს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს მართვის სფერო სამედიცინო ასტროლოგიის თვალსაზრისით კუჭია, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ კირჩხიბებისთვის საკვების თემა და ზოგადად სამზარეულო წმინდათა წმინდა რამაა, ამიტომ კიბო როგორც წესი არასოდეს მოიწამლავს თავს სხვისი მომზადებული კერძით. კირჩხიბებს ძირითადად თხიერი საკვები უყვართ, აქედან გამომდინარე, ისინი ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ყოველგვარი სახის სუპებს და ბულიონებს.

იდელაური სადილი -ტრადიციული საოჯახო სადილი მრგვალ მაგიდასთან, ბებიის ნაქონი სერვიზით და სამოვარით

ლომი

ზოდიაქოს ყველაზე მეფურ ნიშანს ლომს საკვებიც მეფური და პომპეზური ესაჭიროება. ამიტომ გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ძვირადღირებული რესტორნებისა და კვების ობიექტების ყველაზე ხშირი კლიენტების რიცხვს, სწორედ ლომები შეადგენენ. ლომებისთვის ამგვარ დაწესებულებებში საკვების მირთმევის რიტუალი, სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი მიზეზი ე.წ ”სელფ-პიარის” მოსაწყობად. ამიტომ ისინი, მონდომებით ითვისებენ ფეშენებელური რესტორნების არსენალში არსებული ხიზილალის, იშვიათი სახეობის ზღვის პროდუქტების, ზეთისხილისა და ხორცეულის მარაგს..

იდელური სადილი- სადილი ქალაქის ფეშენებელურ რესტორანში, რამოდენმე რესპექტაბელურ კომპანიონთან ერთად

ქალწული

ქალწული იმ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვშია ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომელსაც თამამად შეუძლია დისერტაციაც კი დაწეროს ჯანსაღი კვების საკითხებზე. ნებისმიერმა ქალწულმა, ზუსტად იცის რას ჭამს, როდის და რა დოზით. აქედან გამომდინარე, სამსახურში ფაფით სავსე რეზერვუარებით მოსიარულე თანამშრომლებს შორის, როგორც წესი 90% ქალწულია. ასევე ბევრია ზოდიაქოს ან ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის ვეგეტარიანელი და არატრადიციული მედიცინის მიმდევარი.

იდელური სადილი - ვეგეტარიანულ რესტორანში, სადაც სიმყუდროვეა და საკვებსაც მის თვალწინ ამზადებენ

სასწორი

სასწორების უმრავლესობა, ტკბილეულის სიყვარულით გამოირჩევა. პლანეტა ვენერა, რომელიც ზოგადად სილამაზის და ჰარმონიის მფარველია, სასწორებს დახვეწილი საკვების მიმართ სიყვარულს ანიჭებს. ამიტომ, ამ ადამიანებს როგორც წესი, ჯერ კერძის ვიზუალური იმიჯი აინტერესებთ და უკე მერე მისი გემოვნური თვისებები. ამასთან ერთად, სასწორის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება, საკვებთან მიმართებაში არის ის, რომ იგი არასოდეს მიირთმევს საჭმელს ულამაზო თეფშით ან მოუხერხებელ, არაჰიგიენურ გარემოში.

იდეალური სადილი- რომელიმე საკონდიტრო ჭიქა ლატე და დიდი, ფერადი ტორტის ნაჭერი

მორიელი

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ მორიელებს, საკვებიც შესაბამისი კატეგორიის ესაჭიროებათ. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე შესაფერისი ცხარე, მჟავე ან პიკანტური სანელებლებით შენელებული ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულო იქნება. ამასთან ერთად, ნუ დაგვავიწყდება ისიც რომ მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია და სპირტიანი სასმელების მიმართ სიყვარულითაც არანაკლებ გამოირჩევა. ვისკი, ხერესი, ჯეკ დენიელსი ეს მცირე ჩამონათვალია იმ მაღალალკოჰოლური სპირტიანი სასმელების სიიდან, რომლის მიღებაც მორიელებს საკვებთან ერთად მოსწონთ.

იდეალური სადილი-აღმოსავლური რესტორანი, სადილი პირდაპირ მის თვალწინ შემწვარი  მწვადით და ცხარე საწებლით

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ყველაფერი იზიდავს რაც უცხო და ეგზოტიკურია. ამიტომ ახალ-ახალი თავგადასავლების მიმართ სიყვარულს ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, საკვებთან მიმართებაშიც არანაკლები ინტენსივობით ამჟღავნებენ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მშვილდოსანი სიამოვნებით დასთანხმდება კულინარიული კურსის გავლას, სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს შესწავლის კუთხით და ამა თუ იმ კერძის მზადებაში თავადაც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

იდეალური სადილი- სიამოვენით ისადილებდა ტაილანდურ ნავზე, ღია ცის ქვეშ, რაღა თქმა უნდა მეგობრების გარემოცვაში

თხის რქა

მმართველი პლანეტა სატურნი, თხის რქების უმრავლესობას, დაბადებისთანავე კონსერვატორული აზროვნებით და წესიგის უზომო სიყვარულით აჯილდოვებს, აქედან გამომდინარე თხის რქების უმრავლესობას, საკვებთან მიმართებაში საკმაოდ პრეტენზიული მიდგომა გააჩნია, რაც იმაში ვლინდება, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან რეჟიმი კვებისას, ჭამონ ყოველთვის ტრადიციული (მათთვის ნაცნობი ინგრედიენტებით მომზადებული) კერძები და იშვიათად გაინებივრონ თავი ალკოჰოლით ან თამბაქოს აქტიური მოხმარებით.

იდეალური სადილი- ოჯახის წევრებთან ერთად, ტრადიციული პირველი, მეორე, მესამე - დესერტის გათვალისწინებით

მერწყული

მერწყულებს ორიგინალურ აზროვნებასთან ერთად, ექსცენტრულობით გამორჩეული მმართველი პლანეტა ურანი კვებასთან დაკავშირებული უცნაური მიდრეკილებებითაც აჯილდოვებს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი სტანდარტული მერწყული აღფრთოვანებული დარჩება თუ მას ვინმე ეგზოტიკური კერძის დასაგემოვნებლად დაპატიჟებს, ასეთივე ეგზოტიკური გარემოთი გამორჩეულ რომელიმე რესტორანში, სადაც მას მეგობრულ უშუალო გარემოში, თურქულად ფეხმორთხმულს საშუალება ექნება მიირთვას სხვადასხვა სახის აღმოსავლური ტკბილეული, ჩირი და თხილეულის ასორტი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასე ძალიან უყვართ.

იდეალური სადილი- ინდური რესტორანი, აღმოსავლური ტკბილეული, ჩაი, ჩილიმი- საინტერესო საუბრები ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე მეგობრებთან ერთად

თევზები

თევზების ყველაზე დიდი სისუსტე, მმართველი პლანეტა ნეპტუნის ხასიათიდან გამომდინარე სასმელია. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვისკი იქნება, ლუდი, კონიაკი თუ უბრალოდ მაგარი ჩაი ლიმონით, თევზები ყველაფერს ერთნაირი სიამოვნებით მიირთმევენ და არც თუ იშვიათად ხდება ისე, რომ ზომა-წონის შეგრძნება ეკარგებათ როცა საქმე სასმელს ეხება. რაც შეეხება საკვებს, ამ მხრივ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი ნაკლებადპრეტენზიულთა კატეგორიას განეკუთვნებიან და ხშირად გარემოცვას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ სადილობისას, ვიდრე თავად კერძის გემოს ან ხარისხს.

იდეალური სადილი- ჭიქა ჩაი, ყავა ან აბსენტი გულითადი მეგობრების გარემოცვაში

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"