მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. იყავით ორიენტირებული საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე. მოიძიეთ თქვენი ოჯახის, გვარის, ფესვების ისტორია. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ საცხოვრებელი მისამართი. ან შეიძლება გადაწყვიტოთ, სახლის მეტად დაცვა. დიპლომატიურად მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების, ამის გამო ნათესავებთან დამოკიდებულებას ნუ გაიფუჭებთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
აპრილი ის თვეა, როცა მაქსიმალურად დაკვირვებულად და სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. საქმე იმაშია, რომ თქვენ გარშემო მოვლენები, სიტუაციები და ადამიანები სწრაფად შეიცვლებიან და არ უნდა ამოვარდეთ ჩვეული რიტმიდან. შუა თვიდან შეიძლება ან სახლიდან დაიწყოთ მუშაობა ან საოჯახო საქმიანობას ჩაუდგეთ სათავეში. ოჯახის წევრებთან შეთანხმნებულად იმოქმედეთ, რათა კრიზისს მარტივად დააღწიოთ თავი. გამორიცხული არაა აპრილში მატერიალურად დაეხმაროთ ნათესავებს ან მათ მოვლამ მოგიწიოთ. თვის ბოლოს საქმიანი მიმოწერა შეიძლება რომანტიკულში გადაგეზარდოთ.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში ნათესავები აქტიურად ჩართვებიან თქვენს პირად ცხოვრებაში და მარტოხელებმა საბედო შეიძლება მათი დახმარებითაც კი გაიცნოთ. დაწყვილებულებმა მეტად იზრუნეთ ოჯახზე, საყვარელი ადამიანისთვის შინ სიმყუდროვის შექმნაზე. თქვენი სახლი ის მშვიდი ნავსაყუდელი უნდა გახდეს, სადაც ოჯახის ყველა წევრი ჰარმონიულად იგრძნობს თავს. თვის ბოლოს რომანტიკული განწყობა მოგემატებათ. გააქტიურდით, რომ ცხოვრება ბედნიერი გაგიხდეთ.
ჯანმრთელობა
ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა, დაიმკვიდრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოიწესრიგეთ წნევა, უძილობა. ყურადღებას საჭიროებს გული და კუჭ-ნაწლავის სისტემა. სამსახურში ნუ დაძაბავთ დამოკიდებლებას თანამშრომლებთან. განსაკუთრებით, თუ უფროსი ხართ. დაქვემდებარებულებმა ვალდებულებები დროულად და საუკეთესოდ შეასრულეთ.
12 აპრილის შემდეგ მთელი ყურადღება ოჯახსა და ნათესავებზე გექნებათ გადატანილი. გადახედეთ პირად ნივთებს, დაზიანებულები მოიცილეთ ან შეაკეთეთ. გაარემონტეთ ბინა ან დეკორით მორთეთ.
27 აპრილის შემდეგ სურვილი გაგიჩნდებათ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება მეგობრებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც განაწყენებული იყავით. გახშირდება მეგობრული შეხვედრები. სწორედ ამ პერიოდში დაფიქრდებით გარშემო მყოფებთან ურთიერთობების საჭიროებასა და აუცილებლობაზე.