თვის დასაწყისში გახშირებული იქნება მეგობრული შეხვედრები, თანამოაზრეებთან ახალი იდეების, პროექტების განხილვები. მარტო მუშაობით იმდენს ვერ მოაღწევთ, რასაც კოლექტივთან ერთად. იყავით მიზანმიმართული, ჯგუფში თანაბრად გადაანაწილეთ ვალდებულებები და წარმატებას ერთად მიაღწევთ. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობა. 19 აპრილის შემდეგ მეტად მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ, რადგან სიტუაცია, გარშემო მყოფები და მოვლენები სწრაფად შეიცვლება თქვენ გარშემო და დაკვირვებულად უნდა შეძლოთ მოქმედება. თვის დასაწყისში კარიერული საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული მერე გადაინაცვლებთ სოციალურ საქმიანობაზე თანამოაზრეებთან ახალი, სამომავლო პროექტების განხორციელებაზე და თვის ბოლოს მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, დაინტერესდებით ფსიქოლოგითა და ეზოტერიკით.
ფული და სიყვარული
აპრილის დასაწყისში მარტოხელებს საინტერესო და მრავალფეროვანი ნაცნობობა გელით. თვის მეორე ნახევარში კი შეიძლება თქვენი ახალდაწყებული რომანი გაასაიდუმლოთ, თუნდაც იმ მიზეზით, რომ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდებით. დაქორწინებულებს მოგინდებათ ფლირტი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავი ისევ სასურველად იგრძნოთ. თუმცა, მხოლოდ თვის ბოლოს მიხვდებით, რომ “სხვაგან ყოფნას ისევ შინ ყოფნა ჯობია“.
ჯანმრთელობა
ენერგიული და აქტიური ხართ. იყავით მიზანმიმართული, განახორციელეთ ადრე დაგეგმილი საქმეები. ეცადეთ, თქვენი ენერგია კეთილი საქმეების შესრულებას დაუთმოთ და არა გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. ზომიერი ვარჯიში არ გაწყენთ. თუმცა, ტრავმებს უნდა მოერიდოთ. აგრეთვე გაფრთხილდით ელექტრობასა და საჭესთან. აპრილში შეიძლება გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.
12 აპრილის შემდეგ გააქტიურდებით სოციალურად. შეიძლება ან ახალი მეგობრები გაიჩინოთ, ან ახალ კოლექტივში მოგიწიოთ მუშაობამ, ახალ ჯგუფში გაწევრიანდეთ. ან მეგობრებთან ერთად დაიწყოთ ბიზნესი. დაისახეთ ახალი მიზნები, ახალი მიმართულეები.
27 აპრილის შემდეგ მოიმატებს სტრესული სიტუაციები და გაფრთხილდით, არ გაგიძაფრდეთ ქრონიკული დაავადებები. დაკვირვებით შეასრულეთ ვალდებულებები. მოერიდეთ ინტრიგებს კოლეგებთან. ზოგიერთმა შეიძლება ძველი სამსახურის მიტოვება გადაწყვიტოთ.