ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - რას რეკომენდაციებს გაძლევენ ასტროლოგები

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - რას რეკომენდაციებს გაძლევენ ასტროლოგები

აპრილის ბოლომდე უნდა მოაგვაროთ პარტნიორული საკითხები - სასიყვარულოც და საქმიანიც. გააუმჯობესოთ დამოკიდებულება, გაიჩინოთ ახალი კლიენტები, თუ კონსულტირების, მომსახურების სფეროში ხართ. მოიმატებს თქვენი პოპულარობა გარშემო მყოფებში. წარმატებას მიაღწევთ იურიდიულ კამათში, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება სასამართლო პროცესები. გაგიმრავალფეროვნდებათ პირადი ცხოვრება. უფრო მეტ დროს გაატარებთ საყვარელი ადამიანის გვერდით, გახშირდება რომანტიკული თავგადასავლები. მარტოხელებს კი საინტერესო ნაცნობობა გელით.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისი ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. დაკვირვებით შეასრულეთ სამსახურებრივი საქმეები, ყურადღება გამოიჩინეთ დეტალებისადმი. ძირითადად დამოუკიდებლად მოგინდებათ მუშაობა, კოლექტივში თავს უხერხულად იგრძნობთ. მარტო უფრო მობილიზებული იქნებით. დააკვირდით თქვენს განწყობას, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. გამორიცხული არაა, დაგჭირდეთ დღის რეჟიმის - კვება, ძილის - შეცვლა.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება ქორწინებით, ნიშნობით დაგვირგვინდეს ან სულაც თქვენი საყვარელი ადამიანი მშობლებს გააცნოთ. დაქორწინებულებს კიდევ ერთი თაფლობის თვე გექნებათ. პარტნიორთან მოგინდებათ განმარტოება, დიდი და ხმაურიანი წვეულებებისგან შორს ყოფნა. თვის მეორე ნახევარში სექსუალური თავგადასავლები მოიმატებს. რაც შეეხება ფინანსებს, დაკვირვებით მოაგვარეთ. გამორიცხული არაა, თქვენს მეუღლეს გაუუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა.

ჯანმრთელობა

უფრო კრეატიული და თამამი გახდებით. გარშემო მყოფებს საკუთარი იდეებით გააოცებთ. გაფრთხილდით, საკუთარ მოსაზრებას აგრესიით ნუ დაამტკიცებთ. გადახედეთ კვების, ძილისა და დასვენების რეჟიმს. შეიძლება დამატებითი ვიტამინებისა და ელემენტების მიღება დაგჭირდეთ. ნუ მიირთმევთ თქვენთვის უცნობ პროდუქტებს. შეამცირეთ ცხიმიანი, ცხარე და მარილიანი საკვების მიღება.

12 აპრილის შემდეგ გააქტიურდებიან პარტნიორები, მათთან დაკავშირებული საკითხები. ეცადეთ, ჰარმონიული გახადოთ მათთან ურთიერთობა. მეტი დრო დაგჭირდებათ, რომ აჯობოთ კონკურენტებს. დიპლომატიურად წარმართეთ საქმიანი მოლაპარაკებები.

27 აპრილის შემდეგ დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. შეიძლება შეგეცვალოთ შემოსავლის წყარო. არ შეიძინოთ უსარგებლო ნივთები. ზოგიერთს მოგინდებათ ხელფასის მომატება ან გაზრდით თქვენი მომსახურების საფასურს.

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - გაიგე რა გელის მომავალ თვეს