მთელი თვე წვრილი, რუტინული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. მეტი დრო დაუთმეთ დეტალების შესწავლას, გამოსწორებას. ჩაიტარეთ სამედიცინო კვლევა. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებდეთ. მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართაც.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
მომენტალური ცვლილებები გელით სწავლაშიც, კარიერაშიც. დაკვირვებული უნდა იყოთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ. სამსახური პირველ ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში. ხანდახან შეიძლება უქმეების მუშაობაში გატარებამ მოგიწიოთ. ზოგიერთის ცხოვრებაში პროფესიულ სფეროში კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში სამსახურისა და საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ, რათა თვის ბოლოს რომანტიკისთვისაც გამოგიჩნდეთ თავისუფალი დრო. მარტოხელემა შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, მიმოწერით, რომელსაც დიდი ხანი ელოდით. შეყვარებულები საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მაქსიმალურად მოსიყვარულე და მზრუნველი.
ჯანმრთელობა
ტრანსფორმაციის თვე დაგიდგათ. შეიძლება შეგეცვალოთ მოღვაწეობის სფერო, შემოსავლის წყარო, პროფესია. იყავით დაკვირვებული ფულის ხარჯვისას. ფინანსური საკითხები დაკვირვებულად მოაგვარეთ. მოერიდეთ განსხვავებული ღირებულებების გამო გარშემო მყოფებთან კონფლიქტს. სტრესულ სიტუაციებს თავს კარგად გაართმევთ, მაგრამ დასვენებას ნუ დაივიწყებთ. აპრილში მოერიდეთ ექსტრემს, გადამეტებულ სისწრაფეს საჭესთან. გაფრთხილდით, მომატებულია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული საფრთხეეები.
12 აპრილის შემდეგ თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, მიიღებთ თქვენთვის შესაფერის თანამდებობას. მეტად უნდა იზრუნოთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დაიცავით დიეტა, ივარჯიშეთ. თუ ძაღლი გყავთ, გაზარდეთ სეირნობის დრო.
27 აპრილის შემდეგ გადახედეთ საკუთარ საქმეებს, გამოცდილებას, მიღწევებს. შეიძლება რაღაცის შეცვლამ მოგიწიოთ, სხვანაირად დაინახოთ არსებული რეალობა. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას, დიპლომატიურად და ჰარმონიულად წარმართეთ საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. კომპრომისი და თანამშრომლობა ყველგან და ყოველთვის კარგია.