ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - "შეიძლება მოულონდელად და უგონოდ შეგიყვარდეთ..."

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - "შეიძლება მოულონდელად და უგონოდ შეგიყვარდეთ..."

გადაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ. შინ დარჩენა და პასიურად ყოფნა მისწრებაა თქვენთვის. თვის დასაწყისში დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა გაიჩინოთ. შეიძლება ფული ჰობიმაც მოგიტანოთ. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ უფროსის გული მოიგოთ. თვის ბოლოს ზოგიერთი სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ავანსის სახით ფულსაც მიიღებს.

აპრილი ის თვეა, როცა მუდამ წინ უნდა იყუროთ, მაგრამ ხანდახან წარსულიც უნდა გაიხსენოთ, რათა შეცდომები გაითვალისწინოთ. გაფრთხილდით, კოლექტივში შეიძლება უსიამოვნებას გადაეყაროთ იმ ადამიანის გამო, ვინც თავისი წარმატებისთვის უკან არაფერზე იხევს.

ბიზნესის საკითხები დაკვირვებით უნდა მოაგვაროთ. მოერიდეთ გარისკვას, იმ შემთხვევაშიც კი, მილიონის მოგებასაც რომ დაგპირდნენ. კონკურენებთან მშვიდობა უნდა დაამყაროთ. ნუ მოგერიდებათ მათთვის ზედმეტი კითხვების დასმა, მიიღეთ ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

შეიძლება მოულონდელად და უგონოდ შეგიყვარდეთ და... დაქორწინება გადაწყვიტოთ. თუ დიდი ხანია მარტოხელა ხართ, დროა, დაწყვილდეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაგიმძარდებათ. მოერიდეთ ზედმეტი ვალების აღებას.

აპრილი შეყვარებულებს საინტერესო მოვლენებით დატვირთულ პერიოდს გპირდებათ. ზოგიერთმა შეიძლება უცხოელთან გააბას ვირტუალური რომანი.

შუა თვეში დაფიქრდით ბინის რემონტზე, აგარაკის გადახალისებაზე. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ შესასრულებელი საქმეების სია, რომელსაც მომდევნო თვეში განახორციელებთ. პრემიის წყალობით, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას შეძლებთ ან ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მოერიდეთ ნათესავებთან კონფლიქტს, მოთოკეთ ემოციები.

  • სამსახური და ფინანსები

წარმატება გელით პროფესიულ საქმიანობაში. ახალ საქმიან პარტნიორთან ან კოლეგასთან მეტი ტაქტი და მოთმინება უნდა გამოავლინოთ. სხვათა შორის, თქვენს ქცევაზე მარტო კარიერა კი არა, ფინანსური მდგომარეობაცაა დამოკიდებული.

თვის დასაწყისში მცირე ფინანსური კრიზისი ნუ შეგაშინებთ. მოგვიანებით სიტუაცია დარეგულირგება. გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. აპრილი კარგი თვეა საბავშვო საქველმოქმედო ორგანიზაციებში ფულის გადასარიცხავად.

სამსახურის საქმეებში მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. შეიძლება დამოუკიდებელად მუშაობამ უფრო კარგი შედეგი მოგიტანოთ, ვიდრე კოლექტივში საქმიანობამ. არ გატეხოთ ყულაბა, თუ ფულს არ გაფლანგავთ, ფული ყველაფერზე გეყოფათ.

  • ჯანმრთელობა

იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, იცეკვეთ, დაკავდით სპორტით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უსიამოვნებები არ გექნებათ. მთავარია, მოერიდოთ მჯდომარე საქმიანობას და უმოძრაობას. მომატებულ გაღიზიანებას უშველით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით.

ფსიქოლოგიურ განწყობას გაგიუმჯობესებთ არომატული სეანსები. აგრეთვე, მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას. ხშირად უსმინეთ კლასიკურ მუსიკას.

­ მარტის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 8, 16, 26, 28

­ მარტის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 10, 24

რა ელით აპრილში მერწყულებს - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - "თქვენი ცხოვრება თავბრუდამხვევ მარათონს დაემსგავსება"

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "შუა თვეში ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ"