ავტორი:

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...

თვის უმეტეს ნაწილი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებით იქნებით დაკავებული. მოგინდებათ ფულის სარფიან საქმიანობაში დაბანდება. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. თუ ხელსაქმით ხართ დაკავებული, შეიძლება გააძვიროთ თქვენი ნივთების ღირებულება. ან შეიძლება ძვირად ღირებული ნივთები შეიძინოთ. სხვების მიმართ გახდებით გულუხვი, მოგინდებათ მათი ლამაზი ნივთებით დაჯილდოება. იყავით მეტად ამბიციური, საქმიანი შეხვედრები გამართეთ დიპლომატიურად. ეცადეთ, სარფიანი ხელშეკრულებები გააფორმოთ.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში მოიმატებს მეგობრული და საქმიანი შეხვედრები. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები, იდეები. შუა აპრილში შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი ყველაფერი ფარულისადმი. დაინტერესდეთ ადამიანის ფსიქოლოგიით, ფარული შესაძლებლობებით. გადახედეთ თქვენს მიღწევებს, რა გსურთ, რომ გამოასწოროთ, განაახლოთ. თვის ბოლოს გამონახეთ დრო თვითგანვითარებისთვის. თამამად, მაგრამ დიპლომატიურად გამოხატეთ თქვენი აზრები.

  • ფული და სიყვარული

აპრილში ფული შეიძლება ფარული წყაროდანაც მიიღოთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თვის დასწყისში შეიძლება საყვარელ ადამიანთან დაშორებამ (იძულებითმაც) მოგიწიოთ. ან თავად ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. ზოგიერთს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგინდებათ. თვის მეორე ნახევრიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მარტოხელებს საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები და საინტერესო ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. დაწყვილებულებს კი რომანტიკული პერიოდით ტკბობის შესაძლებლობა მოგეცემათ.

  • ჯანმრთელობა

აქტიურად იქნებით ჩართული ფინანსური საკითხების მოგვარებაში. მოგემატებათ ენერგია და სურვილი, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. არ იზარმაცოთ, არც ფიზიკური აქტიურობა დაივიწყოთ. კარგი იქნება, თუ იბრძოლებთ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. გაიუმჯობესეთ იმუნიტეტი. უნდა ებრძოლოთ სტრესსა და მავნე ჩვევებს.

12 აპრილის შემდეგ რაღაც ახალი მოხდება თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება დაიწყოთ ახალი სამსახური, გაიჩინოთ ახალი რომანტიკული პარტნიორი, მოგინდეთ ახლის შესწავლა. თუმცა, სანამ ახალს დაიწყებდეთ დაასრულეთ ძველი. ნუ გააღებთ ახალ კარს, სანამ ძველს არ დახურავთ. მომატებულია ემოციურობა. გამორიცხული არაა, სხვათა კეთილდღეობის გამო საკუთარ ბედნიერებაზე მოგიწიოთ უარის თქმამ.

27 აპრილის შემდეგ გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. დანიშნეთ სერიოზული მოლაპარაკებები და დეტალურად განიხილეთ თქვენი და პარტნიორების უფლებები, ვალდებულებები, სურვილები და მოსაზრებები. შეიძლება ბოლო დროს ხშირად ამბობდით საკუთარ სიამოვნებაზე უარს სხვათა ინტერესების გამო... ზოგიერთი კი არსებული კავშირის დასრულებას გადაწყვეტს. დაფიქრდით, რა ან ვინ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან, მეტად ჰარმონიული რომ გახდეს იგი.

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა...

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - გაიგე რა გელის მომავალ თვეს

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - როგორი თვე გელით