2021 წლის პირველ სავსემთავრეობას ველოდებით 28 იანვარს ლომის ზოდიაქოში. ახლა მზე მერწყულის ზოდიაქოში იმყოფება, მთვარე ლომში და ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან. აუცილებლად გაეცანით სავსემთვარეობის სრულ დახასიათებას, სად უნდა გამოავლინოთ მეტი დაკვირვება და სად უნდა იყოთ ფრთხილად. ასტროლოგიური პროგნოზი კი წაიკითხეთ თქვენი მზის, მთვარისა და აუცილებლად ასცენდენტის გათვალისწინებით.
ვერძი
პირადი ინტერესების გამო ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას იმ კოლექტივში (სამეგობრო წრე), თანამოაზრეთა ჯგუფში, რომლის წევრიც ხართ. მოძებნეთ ბალანსი საკუთარ და სხვათა ინტერესებს შორის. ყურადღებით მართეთ ფინანსური საკითხები. უმჯობესია, თუ ყველაფერს სავსემთვარეობის შემდეგ მოაგვარებთ. მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინეთ თქვენი შვილებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ.
კურო
საოჯახო და სამსახურის საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ არც ერთი არ დაგიზარალდეთ. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ კარიერულ წინსვლასაც ნუ დაივიწყებთ. მართალია, ცოტა რთულია, მაგრამ უნდა შეძლოთ. იზრუნეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, არ გადაიღალოთ ემოციურად.
ტყუპი
დააბალანსეთ კომუნიკაცია და ურთიერთობები. დაახარისხეთ ის ინფორმაცია, რასაც ახლა მიიღებთ. თავადაც ყურადღებით გაეცით ახალ ამბებს. გამონახეთ მეტი დრო დოკუმენტების შესაგროვებლად, სწავლისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა, მათთან, ვისთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ და აგრეთვე მათთან, ვინც თქვენგან შორსაა ან პატივსაცემია თქვენთვის.
კირჩხიბი
ფინანსური საკითხები ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ბალანსი უნდა დაიცვათ შემოსავალ-გასავალში. უნდა აკონტროლოთ საკუთარი ფულიც და პარტნიორისაც. დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა. ზოგიერთმა შეიძლება ფულის დაბანდება გადაწყვიტოს და აი, აქ მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. კარგი იქნება, თუ ფულის (მცირესაც კი) გადანახვასაც მოახერხებთ.
ლომი
დაიცავით ბალანსი საკუთარ თავსა და იმ კოლექტივს შორის, სადაც ტრიალებთ. უნდა იყოთ სოლისტი, მაგრამ იმ ბენდის ინტერესებიც გაითვალისწინოთ, ვისთან ერთადაც მღერით. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბიზნესს, მიზნებს, კარიერას. ყურადღება გმართებთ სასიყვარულო და ბიზნესპარტნიორებთან. გახსოვდეთ, რომ ერთად და შეთანხმებულად უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე ცალ-ცალკე.
ქალწული
სავსემთვარეობა დაგაფიქრებთ, როგორ აისრულოთ ოცნებები და მიიღოთ მათგან სარგებელი. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. განსაკუთრებით, ახლობლებს დაეხმარეთ უანგაროდ. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები, მაგრამ მათ გამო ნურც ყოველდღიურ ვალდებულებებს დაივიწყებთ. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.
სასწორი
გაფრთხილდით, რომ თქვენი პირადი ინტერესები არ შეეჯახოს თქვენი მეგობრებისას ან იმ კოლექტივისას, რომელშიც მოღვაწეობთ. გარდა ამისა, უნდა მოაწესრიგოთ კრედიტებთან, გადასახადებთან, საბანკო სექტორთან, მემკვიდრეობასთან, ფულად დაბანდებასთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება მიაქციეთ დამოკიდებულებას მეგობრებთან. წაიკითხეთ სრულად