მიმოსვლების, კონტაქტების დრო დაგიდგათ. მზად იქნებით ახალი ცოდნის მისაღებად მისი სხვებისთვის გასაზიარებლად. კარგი თვე ელით მწერალ, ჟურნალისტ და გიდ ნიშნებს. მოვლენები სწრაფად განვითარდება და მოწყენის საშუალება არ გექნებათ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში გახშირდება შეხვედრები, კონტაქტები. მოგინდებათ გადაადგილება. შეიძლება სახლში იშვიათი სტუმარი გახდეთ. საბუთებს შეადგენთ და მოაგვარებთ თქვენს სასარგებლოდ. თვის ბოლოსკენ მოგინდებათ საოჯახო საკითხების მოგვარება. შეიძლება გახშირდეს შინ სტუმრების მიღება. ზოგიერთს მოგინდებათ შინ ყოფნა, წიგნების კითხვა და მუსიკის ან აუდიოწიგნების მოსმენა. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ სახლის მშენებლობას ან რემონტს აპირებთ.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ შემოსავალი ბინის გაქირავებით ან დახმარება ოჯახიდან. იზრუნებთ ბინის კეთილმოწყობაზე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. შინ ყოფნა უფრო ტკბილი გახდება. შეყვარებულება შეიძლება დაოჯახება გადაწყვიტოთ. თვის მეორე ნახევარში მეტად მოიცლით რომანტიკული თავგადასავლისთვის. გაგიჩნდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი.
ჯანმრთელობა
თავს უსაფრთხოდ შინაურულ გარემოში იგრძნობთ. თავადაც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გაიუმჯობესოთ ოჯახური პირობები. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მეტი იმოძრავეთ (სუფთა ჰაერზე), გამორიცხეთ რაციონიდან მძიმე საკვები.
8 აგვისტოს შემდეგ მოსალოდნელია ცვლილება თქვენს ახლო გარემოცვაში, რაც გეგმებს შეგიცვლით. კარგი პერიოდია სწავლისთვის, გამოცდილების მისაღებად. ზოგიერთმა შეიძლება ექსკურსიებსა და ხანმოკლე ტურებზე დაიწყოს სიარული.
22 აგვისტოს შემდეგ თვალსაწიერის გაფართოება, საზღვარგარეთ მოგზაურობა ან უცხო ენის შესწავლა მოგინდებათ. შეიძლება ბიზნესი დაიწყოთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად. დაასრულეთ სასამართლო პროცესები.