ცოტა ხნით რუტინას უნდა მოსწყდეთ და მეტი დრო გაატაროთ მეგობრების, თანამოაზრეების გვერდით. შეიძლება ახლი მეგობრები გაიჩინოთ. ზოგიერთს მოგინდებათ გააქტიურება, თამამი იდეების განხორციელება. ზოგიც გადაწყვეტს უძრავი ქონების ან ავტომობილის შეძენას. შინ ჯდომა მოსაწყენი მოგეჩვენებათ. თუ თქვენი საქმიანობა ბავშვებთანაა დაკავშირებული, მათთან ერთად გართობის შანსი მოგეცემათ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
მოიმატებს საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი. შეიძლება დამოუკიდებლად დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა. ზოგიერთს გაგიტაცებთ თქვენი ოჯახის, ფესვების ისტორია, შეიძლება გაიხსენოთ წინაპრები, მოინახულოთ მათი საფლავები. გაგიტაცებთ ეზოტერიკული მეცნიერებები. ზოგი კი გააბამთ ფარულ მიმოწერას ან ფულის ფარული წყარო გამოგიჩნდებათ. იყავით დაკვირვებული, რომ არ გათქვათ საიდუმლოებები.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში საკუთარ თავში იქნებით ჩაღრმავებული. ფული შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობით, სხვებისთვის ფარული შემოსავალი გაგიჩნდეთ. ზოგიერთი კი ფარულ რომანს გააჩაღებთ, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილას განმარტოვდებით. მარტოხელებისთვის შუა აგვისტოდან რომანტიკული ნაცნობობის შანსი იზრდება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.
ჯანმრთელობა
ფსიქოლოგიურად და ემოციურად უნდა მოძლიერდეთ. დაძლევთ ფარულ შიშებს, რაც წინსვლის შესაძლებლობას არ გაძლევთ. ნუ დაარღვევთ კანონს. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. კარგია მასაჟი, მედიტაცია, აღმოსავლური პრაქტიკები (იოგა, ციგუნი).
8 აგვისტოს შემდეგ სოციალურად გააქტიურდებით, ჩაერთვებით აქციებში, გახშირდება მეგობრებთან შეხვედრები. შეიძლება მათთან ერთად ახალი საქმეც კი წამოიწყოთ. გაიჩენთ ახალ თანამოაზრეებს ან ჩაერთვებით კოლექტიურ საქმიანობაში.
22 აგვისტოს შემდეგ დაფიქრდებით, რა გაკლიათ ცხოვრებაში. დაასრულებთ შემოქმედებით პროექტებს. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული სამუშაოსგან. მოერიდეთ აზარტულობას, მაქინაციებს.