ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "ახალი სამსახური მოძებნეთ, ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის მოემზადეთ"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - "ახალი სამსახური მოძებნეთ, ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის მოემზადეთ"

სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება გახდება თქვენთვის უპრიანი. მოგემატებათ შრომისუნარიანობა, ახლისა და ღირებულის კეთების სურვილი გაგიჩნდებათ. ეცადეთ, საკუთარი მიზნებისთვის სხვები არ გაწიროთ. მოერიდეთ გარშემო მყოფების ექსპლუატირებას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროსთან, კოლეგებთან. თუ ხვდებით, რომ ძველ სამსახურში დაწინაურება არ გელით, ახალი სამსახური მოძებნეთ. სასურველია, ისეთი, სადაც საკუთარ შესაძლებლობებსაც გამოავლენთ და დაწინაურდებით კიდეც.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ სამსახურიდან. თუ ვაკანსიას ეძებთ, შეიძლება სათქვენო გამოჩნდეს. კარგი თვეა დოკუმენტების გასაფორმებლად. ძველი მიღწევების დოკუმენტურად აღწერისთვის. აგვისტოში საშუალება მოგეცემათ, თქვენი ცოდნა გარშემო მყოფებს გაუზიაროთ. შეიძლება მოგიწიოთ ლექციების წაკითხვამ. ზოგიერთი ჯილდოს მიიღებს წარსულში შესრულებული საქმისთვის, ზოგი სახელმწიფო უწყებიდან მნიშვნელოვან საბუთს.

  • ფული და სიყვარული

მარტოხელები ძველ სიყვარულზე ფიქრს მოეშვებით და ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის განეწყობით. შეიძლება, სულაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გააბათ რომანი. ან საბედოს სპორტულ მოედანზე, ვარჯიშის დროს შეხვდეთ. დაქორწინებულებს თვის დასწყისში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ურთიერთობა დაგეძაბათ. ამის მიზეზი შეიძლება თქვენი ნათესავი იყოს. ეცადეთ, უსიამოვნება მშვიდად და გააზრებულად მოაგვაროთ. სასურველია, თქვენმა ნათქვამმა ახლობლები არ გაანაწყენოს. რაც შეეხება ფინანსებს, წინა თვეებთან შედარებით გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყაროც კი გამოგიჩნდეთ. ან დაწინაურების შემთხვევაში გაგეზარდოთ ხელფასი.

  • ჯანმრთელობა

აქტიური და ენერგიული ხართ. კარგ შედეგს მოგცემთ ვარჯიში. გააქტიურდებით საქმეების მოგვარებაში. გაფრთხილდით, როგორც სახლში ასევე გარეთ, რადგან მოსალოდნელია წვრილ-წვრილი ტრავმები, დამწვრობა, ჭრილობა. გაფრთხილდით, რომ იარა ანთებით დაავადებაში არ გადაიზარდოს.

  • ქალებისთვის

თვე კარგად ჩაივლის, თუ პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. არ გაქვთ შფოთისა და შიშის მიზეზი. მოულოდნელ საქმიან შემოთავაზებებს მშვიდად შეხვდით. ზოგიერთს სიურპრიზები გელით უცხო ადამიანებისგანც კი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ხარჯი კი მოიმატებს ოჯახთან, შვებულებასთან დაკავშირებით.

  • მამაკაცებისთვის

თითოეული ნაბიჯი კარგად უნდა გაანალიზოთ. მუშაობის პარალელურად ნურც დასვენებას დაივიწყებთ. თუ მობილიზებული იქნებით და ნეგატიურ ტენდენციებს ყურადღებას არ მიაქცევთ, უკეთ წარმართავთ როგორც საქმეებს სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, გამონახეთ მათთან საერთო ენა. აგვისტოს ბოლოს გაუმჯობესებული შემოსავლი საშუალებას მოგცემთ, საყვარელი ადამიანი საჩუქრებით აავსოთ და საკუთარი თავიც გაინებივროთ.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება საყვარელ ადამიანთან, თანამშრომლებთან"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - "გართობის, ფლირტის და სექსუალური თავგადასავლების დრო დაგიდგათ"

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - "ზოგიერთს აგვისტოში დაწინაურება და ხელფასს მომატება ელის"