ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე და რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე და რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

საოჯახო საქმეებზე იქნებით მომართული. შეიძლება ნათესავებს უმასპინძლოთ შინ, შორეულებსაც კი. იზრუნეთ ბუდის კეთილმოწყობაზე. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ შინ, ოჯახის წევრების გვერდით. ან დასასვენებლად გაემგზავრეთ ერთად.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

შეიძლება ფული დაგჭირდეთ საბინაო საკითხებისთვის. ზოგი კი სახლიდან გააგრძელებთ მუშაობას. საქმიან პარტნიორებადაც კი შეიძლება შინაურულ გარემოში შეხვდეთ. გაგიჩნდებათ სურვილი, ბიზნესსაქმიანობა დაიწყოთ ნათესავებთან ერთად ან მათგან კარგი რჩევა მიიღოთ. შუა აგვისტოდან შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ, მეგობრებთან ერთად გართობა და მხიარულება.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იქნებით მომართული. საყვარელი ადამიანის განებივრება მოგინდებათ საჩუქრებით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი მოგემატებათ. შეიძლება ერთად გაემგზავროთ შვებულებაში. გამონახეთ დრო ბავშვებისთვისაც. 17 აგვისტოდან მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. დაკვირვება გმართებთ დეტალებისდამი.

ჯანმრთელობა

თვითგამოხატვის სურვილი მოგეძალებათ. გირჩევთ, მეტად დისციპლინირებული იყოთ. არ ჩაერთოთ აზარტულ თამაშებში, ფულზე. თუ სპორტულ შეჯიბრებაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, იყავით სამართლიანი. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ნუ "გაატარებთ", სპეციალისტს გაესინჯეთ.

8 აგვისტოს შემდეგ სიახლეები გელით ოჯახში. შეიძინეთ ახალი ნივთები, მოიცილეთ ძველები და დაზიანებულები. იყავით მომართული ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთი შინიდან გადაწყვეტთ მუშაობას.

22 აგვისტოს შემდეგ გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთს დაწინაურება, ხელფასის მომატება გელით. დაასრულებთ ადრე დაწყებულ საქმეებს და მიიღებთ შედეგს. ზოგიც ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებს.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე და რა სიახლეები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - რა სიახლე გელით ზაფხულის ბოლო თვეს

"ლომებო, თქვენი დრო დადგა" - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის: სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული