ინტუიცია გაგიმძაფრდებათ და მას უნდა ენდოთ. მოგინდებათ ყველაზე ზრუნვა და თანაგრძნობა. გაფრთხილდით, სხვაზე ზედმეტად გადაყოლამ თავად არ დაგაზარალოთ. პერიოდულად განმარტოვდით, სიმშვიდეში დაისვენეთ. კარგია მედიტაცია, საკუთარ თავში ჩაღრმავება.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ნუ გააბამთ ფარულ კავშირებს ან საეჭვო პირებს ნუ დაუკავშირებთ ბედს. იყავით რაციონალური. ზოგიერთმა შეიძლება ლიტერატურაში მოსინჯოს ძალები და საინტერესო ნაწარმოებები შექმნას. ზოგი კი მუსიკაში ჰპოვებს შვებას. თვის ბოლოს მოგინდებათ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.
ფული და სიყვარული
იყავით მომართული დასვენებაზე, საკუთარი თავის განებივრებაზე ახალი სამოსით, იმიჯის შეცვლით. ზოგიერთი გადაწყვეტს, რომ შეიცვალოს იმიჯი. გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, მარტოხელები დაწყვილდეთ. თუ შეყვარებული ხართ, ნუ გერიდებათ პირად გრძნობაზე საუბარი. თვის ბოლოს ფინანსურად გულუხვი გახდებით ახლობლების მიმართ.
ჯანმრთელობა
აქტიური და ენერგიული ხართ. დაუღალავად შეძლებთ საქმეების მოგვარებას. შეიძლება დაიწყოთ ვარჯიში. თუმცა, გაფრთხილდით, რომ არ დაზიანდეთ ფიზიკურად.
8 აგვისტოს შემდეგ მიხვდებით, რომ ენერგია უნდა დაზოგოთ, არ იყოთ ყველაზე გადაკიდებული, ყველას მომვლელი. მეტად დაისვენეთ, აღიდგინეთ ენერგია. იყავით მომართული საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, საკუთარ კეთილდღეობაზე.
22 აგვისტოს შემდეგ მოგინდებათ საქმეებში სრულყოფილების მიღწევა და ამის გამო შეიძლება სამსახურში გვიანობამდე მოგიწიოთ დარჩენა. არ გადაიღალოთ, მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.