პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი სასწორებისთვის
2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი სასწორებისთვის

სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით, ნაც­ნო­ბო­ბით აღ­სავ­სე წელი გე­ლო­დე­ბათ. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია სო­ცი­ა­ლურ, პი­რად და სა­ზო­გა­დო ცხოვ­რე­ბა­ში. ამას­თან, თა­ვი­დან­ვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ იო­ლად არა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბა. ზო­გი­ერ­თი ახა­ლი ნაც­ნო­ბი სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს თქვენს კა­რი­ე­რა­ზე, წარ­მა­ტე­ბა­ზე. მაგ­რამ გაფრ­თხილ­დით, გარ­შე­მო უამ­რა­ვი მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი და აბი­უ­ზე­რია. გა­უფრ­თხილ­დით მათ, ვის­თა­ნაც ახლა გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ ენ­დოთ, გულ­წრფე­ლია. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მზრუნ­ვე­ლო­ბა­სა და სირ­ბი­ლეს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა იზ­რუ­ნეთ, რომ კავ­ში­რი მე­ტად ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დეს. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ გე­ლო­დე­ბათ, მაგ­რამ ვირუ­სე­ბი­სა და გა­ცი­ვე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა. თუ დრო­უ­ლად და­ი­წყებთ მკურ­ნა­ლო­ბას, გარ­თუ­ლე­ბებს აი­ცი­ლებთ.

გირ­ჩევთ, სა­ნამ რამე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ, კარ­გად და­ფიქ­რდით. ლო­გი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. ეს პი­რად ცხოვ­რე­ბა­საც ეხე­ბა, სა­ნამ ადა­მი­ანს კარ­გად არ გა­იც­ნობთ, და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ნუ იფიქ­რებთ. ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი სა­ი­მე­დო საყ­რდე­ნი უნდა იყოს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს ოჯახ­ში მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ.

სტა­ბი­ლუ­რო­ბას მი­აღ­წევთ, თუ გეგ­მის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დებთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. მო­ე­რი­დეთ სი­ზარ­მა­ცი­სა და პა­სი­უ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნას. ნუ გგო­ნი­ათ, რომ თქვენს გა­სა­კე­თებს და მო­საგ­ვა­რე­ბელს ვინ­მე სხვა გა­ა­კე­თებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა.

რას გიმ­ზა­დებთ იუ­პი­ტე­რი 2023 წელს

გა­მარ­ჯვე­ბი­სა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის სახ­ლშია. რაც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი. გახ­დე­ბით მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მი­ზან­სწრა­ფუ­ლი. წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­ა­ფორ­მებთ იღ­ბლი­ან ქორ­წი­ნე­ბას. საქ­მი­ა­ნი სას­წო­რე­ბი გა­ა­ფორ­მებთ სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, რაც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, მე­გობ­რებ­თან. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­მო­ვა სუ­ლი­ე­რე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა. მო­გინ­დე­ბათ პარტნი­ორ­თან ერ­თად ერთი საქ­მის კე­თე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს იღ­ბა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბას გპირ­დე­ბათ. ვის გვერ­დი­თაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და მშვი­დად იგ­რძნობთ. მაგ­რამ ნუ გგო­ნი­ათ, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სით მო­გი­კა­კუ­ნებთ კარ­ზე, თა­ვა­დაც უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ გა­ეც­ნოთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ადა­მი­ა­ნებს.

რას გიმ­ზა­დებთ სა­ტურ­ნი 2023 წელს

აკ­რძა­ლე­ვის, შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სახ­ლში მდე­ბა­რე­ობს. მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბის, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სად­მი. მშვი­დად შეხ­ვდით ცვლი­ლე­ბებს. პა­ტა­რა, მაგ­რამ ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით უნდა ია­როთ მიზ­ნის­კენ, ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის­კენ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბა­ზე. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან მო­შურ­ნე­ე­ბი. მაგ­რამ თქვენ მყა­რად უნდა იდ­გეთ, არ აჰ­ყვეთ ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბის ყე­ფას და არც კი იფიქ­როთ მათ­თან პა­ექ­რო­ბა­საც კი. სახ­ლშიც და სამ­სა­ხურ­შიც მათ გვერ­დით უნდა იდ­გეთ, ვი­საც თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ახ­ლობ­ლებს მო­უნ­დე­ბათ თქვენ­თვის გუ­ლის გა­დაშ­ლა, დახ­მა­რე­ბას გთხო­ვენ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

2023 წელს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას ნუ და­ი­ვი­წყებთ. ხში­რად უნდა და­ის­ვე­ნოთ გა­მო­ნა­ხოთ დრო შვე­ბუ­ლე­ბის­თვის. ეცა­დეთ, უქ­მე­ე­ბი მა­ინც გა­ა­ტა­როთ ქა­ლაქ­გა­რეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ან ოჯა­ხის გვერ­დით. შე­ად­გი­ნეთ სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, რათა უკეთ გან­კარ­გოთ დრო. თუ პი­რად რუ­კა­ში სა­ტურ­ნის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა გაქვთ, იმედ­გაც­რუ­ე­ბა გე­ლო­დე­ბათ კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ნუ და­ხარ­ჯავთ დროს არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მე­ებ­ზე. დის­ციპ­ლი­ნა და სი­ბე­ჯი­თე წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია. წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო, საქ­ველ­მოქ­მე­დო და ფსი­ქო­ლო­გი­ის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს.

2023 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი

თუ მარ­ტო­ო­ბა არ გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, უამ­რა­ვი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ და უკვე გა­ზა­ფხუ­ლი­დან, შინ ნუ ჩა­ი­კე­ტე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ, მაგ­რამ თა­ვით ნუ გა­და­ეშ­ვე­ბით გრძნო­ბებ­ში, სა­ნამ კარ­გად არ გა­იც­ნობთ ადა­მი­ანს. თუ უკვე გყავთ გუ­ლის სწო­რი გა­ხა­დეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ნაც­ნო­ბო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რი პე­რი­ო­დია ივ­ლი­სი­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ლა­მაზ ზღაპ­რად აქ­ცი­ოთ, თუ არ მო­ინ­დო­მებთ, ვნე­ბის ალი ჩა­ცხრე­ბა. არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ მოთ­მი­ნე­ბა; აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბიც. თუ მო­ინ­დო­მებთ, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა იმა­ზე უკე­თე­სი გახ­დე­ბა, ვიდ­რე თაფ­ლო­ბის თვე­ში გქონ­დათ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ჩა­ერ­თვე­ბით ბიზ­ნეს­ში, საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სწავ­ლა­ში, ერ­თად იმოგ­ზა­უ­რებთ. აქვე გირ­ჩევთ, რომ ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით და­გეგ­მოთ მოგ­ზა­უ­რო­ბა და შვე­ბუ­ლე­ბა. 2023 წელს მო­ე­რი­დეთ დეპ­რე­სი­უ­ლო­ბას, მო­წყე­ნი­ლო­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ი­ხა­ლი­სეთ სა­კუ­თა­რი თავი.

2023 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას საქ­მი­ა­ნო­ბაც მო­გი­ტანთ და ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბიც. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბის­თვის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად, სა­მარ­თლი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი, მო­გე­მა­ტე­ბათ ხელ­ფა­სი. თუმ­ცა, თუ მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლი­ლი იქ­ნე­ბით, ფული ცი­დან თა­ვი­სით არ ჩა­მო­გეყ­რე­ბათ. გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ წელ­საც კარ­გი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი შე­იქ­მნათ და მო­მა­ვა­ლი წლის­თვი­საც.

2023 წლის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი

მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურა­ნი თქვე­ნი კრი­ზი­სე­ბის სახ­ლში სტუმ­რობს. გარ­და­ტე­ხის წე­ლია. შე­იძ­ლე­ბა მკვეთ­რად ამაღ­ლდეთ და ასე­ვე მკვეთ­რად და­ე­ცეთ. იყა­ვით ფრთხი­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი. აი, სწო­რედ ახლა უნდა გა­მო­ავ­ლინთ თქვე­ნი ნიშ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წო­ნას­წო­რო­ბა და არ გა­და­ი­ხა­როთ რო­მე­ლი­მე მხა­რეს. იღ­ბა­ლი ხში­რად და სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მოგცდით. მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბი, ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი. მო­გინ­დე­ბათ ახ­ლის (ეზო­ტე­რი­კა, ფსი­ქო­ლო­გია) შეს­წავ­ლა, შე­უც­ნობ­ლის შეც­ნო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სო­ლი­დუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

2023 წელს სად იპო­ვით შთა­გო­ნე­ბას

ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნით მო­ი­მა­ტებს ინ­ტუ­ი­ცი­უ­რო­ბა, მო­გინ­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნა. გა­მო­ნა­ხავთ საქ­მეს (ხელ­საქ­მე­საც), რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. უმე­ტე­სო­ბა და­კავ­დე­ბით ქველ­მოქ­მე­დე­ბით. და­ინ­ტე­რეს­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბით. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ, მა­ნი­პუ­ა­ლა­ტორ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

2023 წლის ჯან­მრთე­ლო­ბა

ჯან­მრთე­ლო­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, ეს მუ­დამ უნდა გახ­სოვ­დეთ. ჩა­ი­ტა­რეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. უბ­რა­ლო გა­ცი­ვე­ბაც კი არ გა­ა­ტა­როთ. გარ­თუ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი შე­გიქ­მნათ. გა­დაღ­ლი­ლო­ბა, აპა­თია და უძი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი იყოს. საქ­მე­ე­ბის გამო სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ. მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰოლ­თან და­მე­გობ­რე­ბას. აი, ვარ­ჯიშს (ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით: აე­რო­ბი­კა, ფიქტნე­სი, იოგა) კი უნდა და­უ­მე­გობ­რდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი სასწორებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი სასწორებისთვის

საინტერესო და დასამახსოვრებელი მოვლენებით, ნაცნობობით აღსავსე წელი გელოდებათ. ცვლილებები მოსალოდნელია სოციალურ, პირად და საზოგადო ცხოვრებაში. ამასთან, თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ იოლად არაფერი მოგვარება. ზოგიერთი ახალი ნაცნობი სასიკეთო გავლენას იქონიებს თქვენს კარიერაზე, წარმატებაზე. მაგრამ გაფრთხილდით, გარშემო უამრავი მანიპულატორი და აბიუზერია. გაუფრთხილდით მათ, ვისთანაც ახლა გაქვთ ურთიერთობა, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ, გულწრფელია. სასიყვარულო ურთიერთობაში უპირატესობა მიანიჭეთ მზრუნველობასა და სირბილეს. დაქორწინებულებმა იზრუნეთ, რომ კავშირი მეტად ჰარმონიული გახდეს. ჯანმრთელობის მხრივ გართულებები არ გელოდებათ, მაგრამ ვირუსებისა და გაცივებისგან დაზღვეული არავინაა. თუ დროულად დაიწყებთ მკურნალობას, გართულებებს აიცილებთ.

გირჩევთ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. ლოგიკაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება, სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობთ, დაოჯახებაზე ნუ იფიქრებთ. ადამიანი თქვენი საიმედო საყრდენი უნდა იყოს. დაქორწინებულებს ოჯახში მატება გელოდებათ.

სტაბილურობას მიაღწევთ, თუ გეგმის მიხედვით იმოქმედებთ. იყავით მომართული სასურველის მისაღწევად. მოერიდეთ სიზარმაცისა და პასიურობის გამოვლენას. ნუ გგონიათ, რომ თქვენს გასაკეთებს და მოსაგვარებელს ვინმე სხვა გააკეთებს. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენი პარტნიორობის სახლშია. რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოიმატებს თქვენი პოპულარობა, გამარჯვების მიღწევის შანსი. გახდებით მეტად თავდაჯერებული, მიზანსწრაფული. წარმატებით დაგვირგვინდება ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება. შეყვარებულები გააფორმებთ იღბლიან ქორწინებას. საქმიანი სასწორები გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, მეგობრებთან. პირად ცხოვრებაში პირველ ადგილზე გამოვა სულიერება და მზრუნველობა. მოგინდებათ პარტნიორთან ერთად ერთი საქმის კეთება. მარტოხელებს იღბალი საინტერესო ადამიანის გაცნობას გპირდებათ. ვის გვერდითაც თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობთ. მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ადამიანი თავისით მოგიკაკუნებთ კარზე, თავადაც უნდა გააქტიურდეთ, რომ გაეცნოთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალევის, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი თქვენი ჯანმრთელობისა და ყოველდღიური ვალდებულებების სახლში მდებარეობს. მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოთ ყოველდღიური საქმეების, საკუთარი ჯანმრთელობისადმი. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. პატარა, მაგრამ ფუნდამენტური ნაბიჯებით უნდა იაროთ მიზნისკენ, ბედნიერი მომავლისკენ. იყავით მომართული კეთილდღეობასა და წარმატებაზე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გამოგიჩნდებიან მოშურნეები. მაგრამ თქვენ მყარად უნდა იდგეთ, არ აჰყვეთ ქუჩის ძაღლების ყეფას და არც კი იფიქროთ მათთან პაექრობასაც კი. სახლშიც და სამსახურშიც მათ გვერდით უნდა იდგეთ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახლობლებს მოუნდებათ თქვენთვის გულის გადაშლა, დახმარებას გთხოვენ რთული საკითხების მოგვარებაში.

2023 წელს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნუ დაივიწყებთ. ხშირად უნდა დაისვენოთ გამონახოთ დრო შვებულებისთვის. ეცადეთ, უქმეები მაინც გაატაროთ ქალაქგარეთ საყვარელი ადამიანის ან ოჯახის გვერდით. შეადგინეთ სამუშაო გრაფიკი, რათა უკეთ განკარგოთ დრო. თუ პირად რუკაში სატურნის ნეგატიური გავლენა გაქვთ, იმედგაცრუება გელოდებათ კარიერასა და პირად ცხოვრებაში. ნუ დახარჯავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე. დისციპლინა და სიბეჯითე წარმატების საწინდარია. წარმატება გელოდებათ სამედიცინო, საქველმოქმედო და ფსიქოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

თუ მარტოობა არ გაქვთ გადაწყვეტილი, უამრავი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ და უკვე გაზაფხულიდან, შინ ნუ ჩაიკეტებით. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, მაგრამ თავით ნუ გადაეშვებით გრძნობებში, სანამ კარგად არ გაიცნობთ ადამიანს. თუ უკვე გყავთ გულის სწორი გახადეთ თქვენი ცხოვრება მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი. სასიყვარულო ნაცნობობით განსაკუთრებით მდიდარი პერიოდია ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით. იყავით მომართული, რომ პირადი ცხოვრება ლამაზ ზღაპრად აქციოთ, თუ არ მოინდომებთ, ვნების ალი ჩაცხრება. არსებული კავშირი რომ შეინარჩუნოთ, მეტად გამოავლინეთ მოთმინება; აკონტროლეთ ემოციებიც. თუ მოინდომებთ, დაქორწინებულების ცხოვრება იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე თაფლობის თვეში გქონდათ. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად ჩაერთვებით ბიზნესში, საქმიანობაში, სწავლაში, ერთად იმოგზაურებთ. აქვე გირჩევთ, რომ ნოემბრის ჩათვლით დაგეგმოთ მოგზაურობა და შვებულება. 2023 წელს მოერიდეთ დეპრესიულობას, მოწყენილობას. მაქსიმალურად გაიხალისეთ საკუთარი თავი.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

მატერიალურ კეთილდღეობას საქმიანობაც მოგიტანთ და ახალი კლიენტებიც. საუკეთესო წელია კაპიტალდაბანდებისთვის, უძრავი ქონების შესაძენად, სამართლიანი ფინანსური მანიპულაციებისთვის. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, მოგემატებათ ხელფასი. თუმცა, თუ მხართეძოზე წამოწოლილი იქნებით, ფული ციდან თავისით არ ჩამოგეყრებათ. გააქტიურდით, რომ წელსაც კარგი ფინანსური შემოსავალი შეიქმნათ და მომავალი წლისთვისაც.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

მოულოდნელობების პლანეტა ურანი თქვენი კრიზისების სახლში სტუმრობს. გარდატეხის წელია. შეიძლება მკვეთრად ამაღლდეთ და ასევე მკვეთრად დაეცეთ. იყავით ფრთხილი და გააზრებული. აი, სწორედ ახლა უნდა გამოავლინთ თქვენი ნიშნისთვის დამახასიათებელი წონასწორობა და არ გადაიხაროთ რომელიმე მხარეს. იღბალი ხშირად და სხვადასხვა სიტუაციაში გამოგცდით. მოხდება ღირებულებების გადაფასება, ცვლილებები, ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი. მოგინდებათ ახლის (ეზოტერიკა, ფსიქოლოგია) შესწავლა, შეუცნობლის შეცნობა. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ სოლიდური მემკვიდრეობა.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

ნეპტუნის გავლენით მოიმატებს ინტუიციურობა, მოგინდებათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. გამონახავთ საქმეს (ხელსაქმესაც), რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. უმეტესობა დაკავდებით ქველმოქმედებით. დაინტერესდებით მკურნალობის ხალხური მეთოდებით. მაქსიმალურად მოერიდეთ მათრობელა საშუალებების მიღებას, ნეგატიურად განწყობილ, მანიპუალატორ ადამიანებთან ურთიერთობას.

2023 წლის ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა შეუფასებელია, ეს მუდამ უნდა გახსოვდეთ. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, მკურნალობის კურსი. უბრალო გაცივებაც კი არ გაატაროთ. გართულებამ შეიძლება სერიოზული უსიამოვნებები შეგიქმნათ. გადაღლილობა, აპათია და უძილობა შეიძლება სერიოზული დაავადების მიზეზი იყოს. საქმეების გამო საკუთარ ჯანმრთელობას ნუ უგულებელყოფთ. მოერიდეთ ალკოჰოლთან დამეგობრებას. აი, ვარჯიშს (ნებისმიერი ფორმით: აერობიკა, ფიქტნესი, იოგა) კი უნდა დაუმეგობრდეთ.