ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი კირჩხიბებისთვის

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი კირჩხიბებისთვის

წარმატებისკენ მავალი გზა მარტივი არ იქნება, მაგრამ შედეგით კმაყოფილი იქნებით. ზოგიერთ სიტუაციაში ახლობლების დახმარების გარეშე ვერაფერს მიაღწევთ. გააზრებულად გადადით თითეული ნაბიჯი, დაფიქრებულად წარმოთქვით თითოეული სიტყვა. არ გირჩევთ ახლობლებისთვისაც კი დაპირებების გაუზარებლად გაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციების გამოსასწორებლად უამრავი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ. სხვების კი მოგიწევთ დამოკიდებულებების შეცვლა ზოგიერთ ურთიერთობასა და ნივთებთან. მოხდება ღირებულებების გადაფასება. ნუ გადავარდებით ილუზიებში, იყავით რეალისტური, დაისახეთ კონკრეტული მიზნები. აგრეთვე, უნდა აკონტროლოთ ემოციები.

იმუშავეთ, გიყვარდეთ, იცოცხლეთ და იხარეთ. ყველა დაწყებული საქმე დაასრულეთ. მიიღეთ სიამოვნება და იბედნიერედ პატარა მიღწევისთვისაც კი. ზაფხულის ბოლო, ოქტომბერი და ნოემბერი განსაკუთრებით წარმატებულია თქვენთვის. მოგინდებათ ცვლილებები და ეს შესანიშნავია, რადგან ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას, მუდმივად უნდა განვითარდეთ. უკვე გაზაფხულიდან დაიწყებთ გააქტიურებას, ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე კი მიიღებთ შედეგს. თქვენი ქმედება წარმატებას მოგიტანთ. ოქტომბერი საუკეთესო თვეა საქმიანობის შესაცვლელად, ქორწინების ან განქორწინებისთვის, საცხოვრებელი მისამართის შესაცვლელად ან მსხვილი საყიდლებისთვის.

რას გიმზადებთ იუპიტერი 2023 წელს

გამარჯვებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენი სტატუსის სახლშია. ცვლილებები შეეხება თქვენს სოციალურ სტატუსს, პროფესიულ სფეროს. მოგინდებათ სხვადასხვა მიმართულებით განვითარება; განსაკუთრებით ბიზნესსა და კარიერაში. წარმატება გელოდებათ ყველა იმ საქმეში, რასაც სერიოზულად მოეკიდებით. რთულ საკითხებსაც კი იოლად მოაგვარებთ. მთავარია, მოთმინებით აღიჭურვოთ და ძალები არ დაიშუროთ. მუდმივად მოქმედებაში იქნებით, ტემპის დაგდება და სიზარმაცე არ გეპატიებათ. როგორც კი მოადუნებთ ყურადღებას, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. იოლად გააბათ ნაცნობობას, გარშემო მყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ამის წყალობით იოლად მოაგვარებთ საქმეებს, იშოვით სამსახურს, გაიუმჯობესებთ შემოსავალს. აუცილებლად იყავით მათი მადლიერი, ვინც დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში. ცოტა ამბიციურიც უნდა გახდეთ. მაგრამ, სანამ საბოლოო შედეგს არ დადებთ, არავისთან დაგცდეთ სიტყვა. წარმატება გელით შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს. მიიღებთ სიანტერესო შემოთავაზებებს.

რას გიმზადებთ სატურნი 2023 წელს

აკრძალვების, შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობის პლანეტა სატურნი იმ შემთხვევაში დაგეხმარებათ, წარმატების მიღწევაში, თუ იქნებით გააზრებული, დეტალურად გექნებათ გათვლილი თითოეული მომენტი, დააფასებთ თითოეულ წუთსა და თეთრს. ამასთან, გეძლევათ შანსი, რომ გაემგზავროთ საზღვარგარეთ საქმიანობის, მოგზაურობის მიზეზით. სახლიდან შორს შეძლებთ იდეების განხორციელებას, საკუთარი ნიჭის რეალიზებას. იყავით მიზანმიმართული, დაკვირვებული და მიიღეთ სერიოზული, გააზრებული გადაწყვეტილებები. მოგინდებათ ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებში გარკვევა, ჩაღრმავება. ზოგადად 2023 წელს შეიძლება სწავლისა და განვითარების წელი ვუწოდოთ. ნებისმიერი ინფორმაცია გამოიყენეთ განვითარებისა და წინსვლისთვის. სწავლის დროს დაკვირვებული იყავით, მოგინდებათ სამეცნიერო კვლევებში ჩართვა. ზოგიერთმა შეიძლება ისეთ რამეს მიაგნოთ, რაც სამყაროში აქამდე არ ყოფილა. დაბოლოს, ხელს ნუ მოკიდებთ საქმეს, რაშიც დარწმუნებული არ ხართ და საქმე, რომელსაც დაიწყებთ, აუცილებლად დაასრულეთ.

2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი

2023 წელს უნდა გამოძვრეთ თქვენი ნაჭუჭიდან და გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, დაუახლოვდეთ მათ. ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით, რომ მარტოობაში კარგი არაფერია. მარტოხელებს წელს ნამდვილად შეგიყვარდებათ. დაწყვილებულების ცხოვრებაში მოიმატებს რომანტიკულობა. უნდა ისწავლოთ პარტნიორის მოსმენა და არა მისი გადაკეთება. არ გირჩევთ განქორწინებას, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ კავშირის აღდგენას, გაუმჯობესებას. მაგრამ ზოგიერთს შეიძლება პარტნიორმა გიღალატოთ. თქვენი მეორე ნახევარი თქვენს ცხოვრებაში უკვე იანვრიდან გამოჩნდება. თუმცა, მთელი წლის განმავლობაში გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა.

2023 წლის ფინანსური პროგნოზი

მიუხედავადა იმისა, რომ რომანტიკული განწყობა მომატებს, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მაინც აქტიურად იქნებით მომართული. მოსალოცად გაქვთ საქმე, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. წარმატება და შემოსავლის გაზრდა ყველა კირჩხიბს გელოდებათ, მაგრამ განსაკუთრებით შემოქმედებით ნიშნებს. ზოგიერთს მოგიწევთ გადაწყვეტილებების სწრაფად და ზოგჯერ სარისკოდ მიღება. მაგრამ აქედანვე გაფრთხილებთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილი იყოთ. საუკეთესო წელია უძრავი ქონების შესაძენად, ფულის დასაბანდებლად. მეტად გამოავლინეთ პასუხისმგებლობა ფინანსური საკითხების მოგვარებისას.

2023 წლის მკვეთრი ცვლილებები

მოულოდნელობების პლანეტა ურანი დაგეხმარებათ, ხშირად შეხვდეთ მეგობრებს, მოიმატებს თავისუფლებისთვის ბრძოლა. დაგებადეთ ახალი და ორიგინალური იდეები და მოგინდებათ მათი მომენტალურად განხორციელება. სხვათა შორის, თქვენი იდეებით მხოლოდ თქვენ კი არა თქვენი ახლობლებიც იხეირებენ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეგობრები ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის. კარგი იქნება, თუ შემოიკრიბავთ მცოდნე ადამიანებს და გაერთიანდებით სამომავლო მიზნების განსახორციელებლად. მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები, ტრანსფორმაცია და რეფორმები. იმ პროექტებსაც კი მოაგვარებთ, რაც თავიდან რთული მოგეჩვენებათ. ნუ შეშინდებით, თუ ყველაფერი სწრაფად და იოლად არ გამოგივათ, მიიღებთ გამოცდილებას და მეორე ჯერზე აუცილებლად გაგიმართლებთ. ურანი წარმატებულ წელს გპირდებათ ჰუმანიტარული მეცნიერებების, მედიის, ეზოტერიკის, ასტროლოგიის სფეროს წარმომადგენლებს. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში; დაესწარით ფსიქოლოგიის ლექციებს. ზოგადად, მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. დაესწარით სემინარებს, ფორუმებს და რაც მთავარია, იაქტიურეთ. გახშირდება აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა.

2023 წელს სად იპოვით შთაგონებას

გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყოველივე უჩვეულოსადმი. მოგინდებათ სახლიდან შორს გამგზავრება სამოგზაუროდ, დასასვენებლად. გახშირდება მოგზაურობა, შთაბეჭდილებებს მიღების შესაძლებლობა. ზოგიერთს მოგიწევთ ახალი ტექნოლოგიების ათვისება. უმეტესობას მოგინდებათ რაღაცის გამოგონება, შექმნა. შემოქმედი ნიშნები განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს, მოგეცემათ ფანტაზიის გამოვლენის შესაძლებლობა. ზოგიერთი უცხოეთში შეხვდებით თქვენს სიყვარულს ან შეიძლება თქვენი რჩეული უცხოელი გახდეს.

2023 წლის ჯანმრთელობა

ენერგიული და ჯანმრთელი კი ხართ, მაგრამ უმჯობესია, ენერგია ტყუილად არ გაფანტოთ. არ გირჩევთ ზედმეტ გადატვირთვას. რამაც შეიძლება მოგიტანოთ დეპრესია, სტრესი. საკუთარ თავს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ გაზაფხულზე, ივნსსა და შემოდგომაზე. ამ პერიოდებში ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი, გამააახალგაზრდავებელი პროცედურები. გაემგზავრეთ დასასვენებლად. თუ ორგანიზმში მცირე ცვლილებას შეამჩნევთ, აუცილებალდ მიმართეთ მკურნალ ექიმს. თქვენ, როგორც წესი, განვითარებული ინტუიცია გაქვთ და ხვდებით, რომელ ორგანოს სჭირდება მეტად ზრუნვა და მოფერება. შეუთავსეთ მუშაობა და დასვენება ერთმანეთს. მეტად მიაქციეთ ყურადღება ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის მუშაობას. დაიცავით დღის რეჟიმი, ნუ გაიწვალებთ თავს დიეტებით, სტრესითა და ნერვიულობით.