ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

ემოციური და მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. არა, მაქსიმალური ძალისხმევა გმართებთ. თუმცა, სირთულეებთან გამკლავების შემდეგ საჩუქრებსა და ბინუსებს მიიღებთ. უამრავი შეხვედრა გელით ძველ მეგობრებთნაც და ახალგაცნობილებთანაც. ვირთხის წელიწადში ხშირი იქნება მომენტები, როცა ყველაფერის მიტოვება და ყველასგან განმარტოება მოგინდებათ. თუმცა, თქვენი მოსვენება ვინ დაიჯერა? საქმეებს იდეალურად გაართმევთ თავს და რაც უფრო რთული იქნება მისია, მით უფრო აზარტული იქნებით თქვენც.

2020 წლის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ სამსახურის საქმეები და მატერიალური მდგომარეობაც. შანსი მოგეცემათ სარფიანი ხელშეკრულება გააფორმოთ, მაგრამ მისგან მოგებას მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიიღებთ. გამოგიჩნდებათ დამატებითი ვალდებულებები, შემოსავლის ახალი წყაროები. ნუ გგონიათ, რომ სარკაზმით საყვარელ ადამიანს ასიამოვნებთ. იყავით მეტად რომანტიკული. სამსახურში საქმეები კარგად წაგივათ, უფროსიც და კოლეგებიც ყურს დაუგდებენ თქვენს მოთხოვნებსა და იდეებს.

დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო სეზონებია ზაფხული და შემოდგომა. სასიყვარულო თავგადასავლი მათ დაუვიწყარს გახდის. თამამად მიიღებთ ახალ გადაწყვეტილებებს. ოჯახში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს. ნუ გგონიათ, რომ პრობლემები თავისით მოგვარდება, არა, თავად უნდა მოაგვაროთ.

დეკემბერში სურვილი გაგიჩნდებათ გაიუმჯობესოთ მატერიალური შემოსავალი. ამავე პერიოდში კარგად უნდა გაიხსენოთ წარსული და დაგეგმოთ მომავალი.

  • სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

პირადი ცხოვრება დრამატიზმით იქნება აღსავსე. გრძნობების აბობოქრება და მოწყენილობის დაძლევა მოგინდებათ. იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება გაიუმჯობესოთ, მეტად რომანტიკული უნდა იყოთ და არც სიურპრიზების კეთება დაიშუროთ. მარტოხელა თხის რქებმა სწორად უნდა გადაანაწილოთ პრიორიტეტები. ეცადეთ, პირველვე პაემანზე არ გამოავლინოთ გრძნობების შეუპოვრობა, შემდეგ იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ. ჯერ კარგად გაიცანით ადამიანი. დარწმუნდით მის კეთილშობილებასა და გრძნობების გულწრფელობაში.

დაქორწინებულებმა მეტად გაახარეთ თქვენი მეორე ნახევარი. ხშირად გაანებივრეთ მზრუნველობით. ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, გაისეირნეთ ქალაქგარეთ. ეს დაგეხმარებათ ჰარმონიამ დაისადგუროს ურთიერთობაში. ამასთანავე, წვრილმანების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. არ არსებობს პრობლემა, რომელმაც თქვენი მშვიდი კავშირი უნდა დაარღვიოს. ინტიმურ ცხოვრებაში მეტად გამოავლინეთ ფანტაზია. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად მოუვლით სიყვარულის ყვავილს, მით მეტად ბედნიერი იქნებით მეუღლესთან.

გაზაფხულშე შეიძლება გაიგოთ, რომ შვილს ელოდებით, ან მშობელი გახდეთ. ზოგიერთი ბინის რემონტს ან ახალ ბინაში გადასვლას გადაწყვეტს. ზაფხულში აუცილებლად დაისვენთ ზღვის სანაპიროზე. შეიძლება აგარაკზე დიდი ხნის უნახავ ნათესავებს უმასპინძლოთ.

მარტოხელებს რომანტიკული თავგადასავლები ელით მშობლიური კუთხიდან შორს. შეხვდებით ადამიანს, რომლის გვერდითაც მოგინდებათ ცხოვრების გზის გაგრძელება. ნაცნობობა მოსალოდნელია მოგზაურობის ან მივლინების დროს. იყავით კეთილგონიერი და ნუ გადავარდებით ილუზიებში. ყური დაუგდეთ იმ ენერგიას, რომელიც თქვენი გულიდან მოდის.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი თხის რქებისთვის

წარმატებული წელი გელით, დეკემბერს მხრებგაშლილი და საკუთარ თავში მეტად თავდაჯერებული შეხვდებით, მაგრამ მანამდე მთელი 12 თვე გელით. თამამად მიიღებთ გადაწყვეტილებებს, რადგან იცით, რომ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. უნდა გაგაფრთხილოთ, მოიმატებს კონკურენცია და მოშურნეებიც გააქტიურდებიან. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი დაკვირვება გმართებთ. ვირთხის წელიწადში საბედისწერო შეხვედრები გელით და ძირითადად, მივლინების, შორეული მოგზაურობის დროს.

ხშირად დაესწარით წვეულებებს, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მეტად გამოავლინეთ ორატორული ნიჭი, გავლენიან ადამიანებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. საყვარელი ქალის მიმართ მეტად დელიკატური უნდა იყოთ, გამოავლინეთ კეთილშობილური მანერები. მოერიდეთ უსიამოვნებებს. პერიოდულად წარმოქმნილი პრობლემები დაუყოვნებლივ მოაგვარეთ.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი თხის რქებისთვის

გარშემო რაც უნდა ხდებოდეს, შინაგანად მშვიდი უნდა იყოთ. გქონდეთ საკუთარი თავისა და კეთილი მომავლის იმედი. პირადი ცხოვრების მოწყობა თუ გსურთ, პირადი კომპლექსების შესახებ უნდა დაივიწყოთ. გაარკვიეთ უსიამოვნო მომენტები უფროსთან. ჰკითხეთ, რას მოთხოვნები აქვს თქვენ მიმართ. ნუ შეუშინდებით სირთულეებს, მათ მარტივად გადალახავთ. ხშირად ისეირნეთ სკვერში, ბუნებაში. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა.

გაზაფხულზე საქმეებზე მეტი ყურადღება ოჯახის საქმეებს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, ჰარმონიამ დაისადგუროს თქვენსა და მეუღლეს შორის. აგვისტოს ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის.

  • 2020 წლის ფინანსური პროგნოზი

გაზაფხულსა და შემოდგომაზე განსაკუთრებით გაგიუმჯობესდებათ შემოსავლი. ფულს სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ. ეცადეთ, გარკვეული თანხა გადადოთ ან ისევ ბიზნესში დასაბანდებლად, ან უძრავი ქონების შესაძენად. ზოგიერთი უკვე ზაფხულის ბოლოს შეიძენს ნანატრ ნივთს. ზოგიერთს ფული საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის ან სწავლისთვის დასჭირდება.

მთავარია, არ აიღოთ ვალები და რთული კრედიტის მსხვერპლი არ გახდეთ. ფულის დაზოგვის მიზნით, ახალი ნივთები ფასდაკლებებზე შეიძინეთ. სამაგიეროდ, დაგროვილი თანხით უფრო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებთ.

2020 წელს საშუალება მოგეცემათ შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინოთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი პროფესიისგან სრულიად განსხვავებული სფერო. გამონახეთ დრო მკურნალობისთვის. ყურადღების მისაქცევად კი ეცადეთ, თანამედროვე მოდის მიხედვით ჩაიცვათ. გაზაფხულზე რემონტის გამო ხარჯი გაგეზრდებათ. დახმარებას ნათესავებისგან მიიღეთ. აი, მსხვილ კაპიტალდაბანდებას ამ პერიოდში უნდა მოერიდოთ.

  • 2020 წლის კარიერის პროგნოზი

საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული წელი გელით. ეცადეთ, მოვლენების საქმეების კურსში იყოთ, დააკვირდით მიღებულ ინფორმაციებს. გირჩევთ, ზედმეტი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, დროულად შეასრულოთ უფროსის მითითებები. კარგ შედეგს მოგიტანთ კომერციული იდეების განხორციელება. თუმცა, ზომიერება და დაკვირვება გმართებთ ყოველი თეთრის დაბანდებისას. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს.

მეტად უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. განსაკუთრებით, როცა საერთო პროექტები გაკავშირებთ. რეგულარულად გაარკვიეთ უსიამოვნებები და სამსახურებრივი ნიუანსები კოლეგებთან. განსაკუთრებული წარმატება გელით ეკონომიკის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, აგრეთვე, პედაგოგებს, ექიმებს.

  • 2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

მეტად უნდა მოუფრთხილდეთ ღვიძლსა და ფილტვებს. შეამცირეთ ალკოჰოლი. აი, სიგარეტზე კი საერთოდ უარის თქმა მოგიწევთ. უმჯობესია, მავნე პროდუქტებზე დასახარჯი თანხა ოჯახის კეთილდღეობას მოახმაროთ. ვირუსებისა და გაცივებისგან გიხსნით ფიზიკური აქტიურობა და ვიტამინების კომპლექსი. თუ ორგანზიმის პირველივე საფრთხილო სიმპტომებს უყურადღებოდ არ დატოვებთ, უსიამოვნებებს აიცილებთ.

სტრესული სიტუაციები შეიძლება თქვენს გარეგნობაზეც (ჯანმრთელობაზეც) აისახოს. ნაკლები ინერვიულეთ, იყავით პოზიტიური. მოერიდეთ ახალი პრობლემების წარმოქმნას და უკვე არსებულები მშვიდად მოაგვარეთ. ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფების დახმარება. მარტო ყველაფერს ვერ გაუძღვებით.

ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება თავი შეგახსენონ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. მოერიდეთ მავნე საკვების ჭამას. სიფრთხილ გმართებთ წყალთან ურთიერთობისას. ზოგ შემთხვევაში ბებია-ბაბუის რჩევებს ყური უნდა დაუგდოთ და ხალხური მეთოდების გამმოყენებით იმკურნალოთ. თუმცა, თუ რთულ სიტუაციას გაქვთ შეხება, სპეციალისტის დახმარება არ გაწყენთ.

  • რა გელით თხის რქებს თვეების მიხედვით

იანვარი - თამამად მოაგვარეთ სამსახურში წარმოქმნილი უსიამოვნებები.

თებერვალი - პირველ ადგილზე დისციპლინა დააყენეთ. იყავით პასუხისმგებელი და ბედნიერი მომავლის იმედი გქონდეთ.

მარტი - ყველაზე რთულ საკითხებსაც კი მოაგვარებთ. კარგი თვეა მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

აპრილი - რომანტიკული გრძნობების მოჭარბების გამო, სამსახურის საქმეებს გულს ვერ დაუდებთ.

მაისი - მოგზაურობის, მივლინების, ხელშეკრულებების გაფორმების თვეა.

ივნისი - კარგი შრომისთვისთვის ჯილდოს მიიღებთ.

ივლისი - მოერიდეთ უსიამოვნებებსა და კამათს.

აგვისტო - ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ხშირად დაუთმეთ ახლობლებს.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ქალწულებისთვის - "რომანტიკული თავგადასავლებისგან თავბრუ დაგეხვევათ"