საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"

2020 წელს ყუ­რა­დღე­ბა აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ სამ­სა­ხურს კი არა, ში­ნა­გან გან­წყო­ბა­საც უნდა მი­აქ­ცი­ოთ. ხში­რი ემო­ცი­უ­რი აფეთ­ქე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ჰარ­მო­ნი­ას და­გირ­ღვევთ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ პო­ზი­ტი­ვი და უარ­ყო­ფით მოვ­ლე­ნებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა არ გა­ა­მახ­ვი­ლოთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ჭირ­ვე­უ­ლე­ბი და პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი ნუ იქ­ნე­ბით. სწო­რედ წელს მო­გე­ცე­მათ შან­სი შეხ­ვდეთ "თქვენს" ადა­მი­ანს, ვის­თან ერ­თა­დაც ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი გა­ა­ტა­რებთ სი­ცო­ცხლის წლებს. ზამ­თრში შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სარ­ფი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ან გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

წლის და­სა­წყის­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მივ­ლი­ნე­ბე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის ცვლა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­ე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი. ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რი, და­აკ­ვირ­დით გარ­შე­მო მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს და გა­მო­ი­ტა­ნეთ სწო­რი დას­კვნე­ბი. მხო­ლოდ სათ­ქვე­ნო არა, ობი­ექ­ტუ­რი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ გე­ლით, მა­გარმ თქვე­ნი მო­უც­ლე­ლო­ბის გამო საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ხში­რად გი­საყ­ვე­დუ­რებთ. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა ერ­თად მო­აგ­ვა­რეთ სა­ბი­ნაო და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბი. თუმ­ცა, ქორ­წი­ნე­ბა ან სა­ერ­თო ბი­ნის შე­ძე­ნა დე­კემ­ბამ­დე გა­და­ი­დე­ბა.

გა­და­ხე­დეთ წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბულ საქ­მე­ებს. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ შეც­დო­მე­ბი და და­სა­ხოთ მო­მა­ვა­ლი პრო­ექ­ტე­ბი უშეც­დო­მოდ. ახა­ლი იდე­ე­ბი კო­ლე­გებ­თან, სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებთნ ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ. შე­მოდ­გო­მა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ისეთ პრო­ექ­ტებს, რაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მო­გაძ­ლი­ე­რებთ. მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია ნო­ემ­ბე­რი, შე­გიძ­ლი­ათ, შვე­ბუ­ლე­ბაც ამ თვის­თვის და­გეგ­მოთ. ჯან­მრთე­ლო­ბა სტა­ბი­ლუ­რი გაქვთ. აი, ნერ­ვე­ბი კი აშ­ლილ-მოშ­ლი­ლი. შე­ეხ­მი­ა­ნეთ ფსი­ქო­ლოგს, ნევ­რო­ლოგს თუ მარ­ტოს გი­ჭირთ დეპ­რე­სი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა.

  • სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის პროგ­ნო­ზი 2020 წლის­თვის

ვირ­თხის წე­ლი­წად­ში ფან­ტა­ზი­ე­ბით ხართ აღ­სავ­სე. აქ­ტი­უ­რად და­ი­წყებთ ისე­თი პარტნი­ო­რის მო­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც სურ­ვი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. თუმ­ცა, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ზო­გი­ერ­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად ექ­სპრე­სი­უ­ლი გა­მოდ­გეს. გაფრ­თხილ­დით, ნუ გა­მო­ავ­ლენთ ზედ­მეტ ვნე­ბი­ა­ნო­ბას იქ, სა­დაც უად­გი­ლოა. თუ გსურთ ჭკვი­ან ადა­მი­ან­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი, ხში­რად და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა ისე და­გეგ­მეთ, რომ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი და სწავ­ლის, ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო არ და­ი­ზი­ა­ნოთ.

და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვი­ლებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა ელით. კონ­ფლიქ­ტე­ბი მხო­ლოდ წვრილ­მა­ნე­ბის გამო იქ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით. ერ­თად და­ის­ვე­ნოთ, იმ­ხი­ა­რუ­ლოთ, ისე­ი­ნოთ. მო­ე­რი­დეთ ნა­თე­სა­ვებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, აგ­რეთ­ვე, უხეშ გა­მო­ნათ­ქვა­მებს მათი მი­სა­მარ­თით.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სას­წო­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და­ი­სად­გუ­რებს. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ სი­ნა­ზე და გრძნო­ბე­ბი.

2020 წელს სა­ო­ჯა­ხო ფუს­ფუ­სი და ხან­დაზ­მულ ნა­თე­სა­ვებ­ზე ზრუნ­ვა გე­ლით. გა­ზა­ფხუ­ლი­დან შე­მოდ­გო­მამ­დე შე­იძ­ლე­ბა ისე­თი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბამ მო­გი­წი­ოთ, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არაა თქვენ­თან კავ­შირ­ში. მო­სა­ლოდ­ნე­ლია რე­მონ­ტი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის შეც­ვლა. ახა­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და ავე­ჯის შე­ძე­ნა. წი­ნას­წარ და­გეგ­მეთ ფი­ნან­სუ­რი სქე­მა, რათა მი­ნუ­სებ­ში არ გა­და­ვარ­დეთ. ეცა­დეთ, კრე­დი­ტე­ბი­სა და ვა­ლე­ბის გა­რე­შე გაძ­ლოთ.

ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლოა და ნერ­ვე­ბის­თვი­საც.

  • 2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი სას­წო­რე­ბის­თვის

თუ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში სირ­ბილს არ მო­ეშ­ვე­ბით, მე­ტად სარ­ფი­ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ზე. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­წყე­ნი­სა და უგუ­ნე­ბო­ბის მი­ზე­ზი არ მო­გე­ცე­მათ. გარ­შე­მო უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო, სიმ­პა­თი­უ­რი და ემო­ცი­უ­რი გო­გო­ნა ტრი­ა­ლებს. არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზეა.

2020 წელს სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა გე­ლით. მი­უ­ხე­და­ვად შრო­მი­სა/სწავ­ლი­სა პა­ემ­ნებ­ზე სირ­ბი­ლი­სა, გარ­თო­ბის­თვის მა­ინც გა­მო­ნა­ხავთ დროს. გირ­ჩევთ, ყო­ვე­ლი კვი­რის გრა­ფი­კი გქონ­დეთ შედ­გე­ნი­ლი. შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღეთ ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და დრო სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ა­ტა­რეთ. ან ზღვა­ზე გა­ემ­გზავ­რეთ. და­ი­ვი­წყებთ საქ­მი­ა­ნი ზა­რე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­ის­ვე­ნებთ.

  • 2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ქალ­ბა­ტო­ნი სას­წო­რე­ბის­თვის

2020 წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ. შე­იც­ვა­ლეთ იმი­ჯი, თმის ფერი, გა­ნა­ახ­ლეთ გარ­დე­რო­ბი. ჩა­ე­წე­რეთ კოს­მე­ტო­ლოგ­თან ვი­ზიტ­ზე. შე­იყ­ვა­რეთ თქვე­ნი თავი და კი­დევ უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დით მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად კი არა, სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, მაგ­რამ ისე სწრა­ფად არა, რო­გორც ეს თქვენ გსურთ. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და საქ­მე­ე­ბის­გან მო­გაც­დენთ რო­მან­ზე ფიქ­რი, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში და­ი­წყე­ბა. ეს სამ­სა­ხუ­რის/სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი არაა. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბას. იყა­ვით მე­ტად სა­ი­მე­დო და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

  • 2020 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

რო­გორც იმუ­შა­ვებთ, ისეც გა­ი­ლა­ღებთ - ეს ფრა­ზა 2020 წლის დე­ვი­ზად აქ­ცი­ეთ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი, ჩა­ერ­თეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ფული მდი­ნა­რე­სა­ვით ვერ ჩა­ე­დი­ნე­ბა თქვენს სა­ფუ­ლე­ში, მაგ­რამ მათ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გზით მო­პო­ვე­ბა­ზე ფიქ­რიც კი გეკ­რძა­ლე­ბათ. აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, გა­უფრ­თხილ­დით სა­ფუ­ლეს. გან­სა­კუთ­რე­ბით, მგზავ­რო­ბი­სას და გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას.

ვირ­თხის წე­ლი­წად­ში შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო გა­მო­გიჩ­ნდეთ, ეს გა­სავ­ლის გა­და­ფარ­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფუ­ლის ხარ­ჯვა ოჯახ­ში, ბი­ნა­ზე, აგ­რეთ­ვე გა­ზა­ფხულ­ზე - მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ფი­ნან­სურ სფე­რო­ში გახ­შირ­დე­ბა მერ­ყე­ვი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ეს ყუ­რა­ბის ჩმოყ­რის მი­ზე­ზი არ უნდა გახ­დეს. პი­რი­ქით, იყა­ვით მე­ტად მომ­ჭირ­ნე, აკონ­ტრო­ლეთ ყო­ვე­ლი თეთ­რი.

ზა­ფხულ­ში მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას მე­გობ­რის­გან ან ნა­თე­სა­ვის­გან მი­ი­ღებთ. შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში პრე­მი­აც კი გა­მო­გი­წე­რონ. სარ­ფი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ადრე სა­ერ­თო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­დით. კერ­ძო ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა ად­ვი­ლი საქ­მე არაა, მაგ­რამ თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ, აღარ და­ა­ყოვ­ნოთ.

2020 წელს უნდა და­ი­ვი­წყოთ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი და აფე­რის­ტო­ბა. კარ­გად გა­ი­აზ­რეთ რაში აბან­დებთ ფულს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვირ­თხის წე­ლი­წა­დი სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს შე­გიქ­მნით.

  • 2020 წლის კა­რი­ე­რის პროგ­ნო­ზი

წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ბიზ­ნეს­ში. მო­სა­ლო­ცად გექ­ნე­ბათ საქ­მე, რად­გან ის, რაც ადრე და­გეგ­მეთ, წელს და­ი­წყებს ამუ­შა­ვე­ბას. უფრო სწო­რად, თქვე­ნი სწო­რი ფი­ნან­სუ­რი გათ­ვლე­ბის, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და სი­ბე­ჯი­თის წყა­ლო­ბით გახ­დე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი. გა­ზა­ფხულ­ზე ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და­გე­მა­ტე­ბათ, თუ უფ­რო­სის სა­ვარ­ძელს და­ი­კა­ვებთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლე დრო­ე­ბი­თია.

ვირ­თხის წე­ლი­წად­ში სას­წო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბი­სა და იქ მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა. ნა­თე­სა­ვებს თქვენ­თან გან­შო­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვი­თაც კი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ეს ცვლი­ლე­ბა თქვენს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ხა­სი­ათ­ზეც აი­სა­ხე­ბა.

შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბედს და­უ­კავ­ში­რებთ და შე­იძ­ლე­ბა, საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბიც კი გახ­დეთ. თქვენ ერ­თმა­ნეთს უსი­ტყვო­დაც კი გა­უ­გებთ, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ე­ტებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­ი­მე­დო­ე­ბი იქ­ნე­ბით

  • 2020 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი

ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი რომ აი­ცი­ლოთ, პო­ზი­ტი­ვი და ვი­ტა­მი­ნე­ბი უნდა მო­ი­მა­რა­გოთ. თუ გრძნობთ, რომ იმუ­ნი­ტე­ტი და­სუს­ტე­ბუ­ლი გაქვთ, გრიპ­ზე აი­ცე­რით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­იძ­ლე­ბა მრავ­ლო­ბი­თი გარ­თუ­ლე­ბით მოხ­ვდეთ.

იმი­სათ­ვის, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ, ორ­გა­ნიზ­მი უნდა გა­ი­კა­ჟოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი, მზის აბა­ზა­ნე­ბი, სირ­ბი­ლი დი­ლა­ო­ბით, რაც უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ენერ­გი­უ­ლო­ბა, მით უფრო შორს იქ­ნე­ბა თქვენ­გან ავად­მყო­ფო­ბა. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ბუ­ნე­ბა­ში. თევ­ზა­ო­ბა, სო­კო­ე­ბის მოგ­რო­ვე­ბა და პიკ­ნი­კე­ბიც კი ყო­ველ კვი­რა უნდა და­გეგ­მოთ. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, რომ ქა­ლა­ქის ბი­ნი­დან აგა­რაკ­ზე გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად, აღარ და­ა­ყოვ­ნოთ.

2020 წელს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მა, გული და თირკმე­ლე­ბი. არ­ტე­რი­ულ­მა წნე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ით­მა­შოს და გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი ნერ­ვე­ბი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხია. რაც უფრო მეტს გა­ი­ღი­მებთ, პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით და მოვ­ლე­ნებს მსუ­ბი­უ­ქად შე­ხე­დავთ, მით მე­ტად ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბით.

ვირ­თხის წე­ლი­წად­ში უნდა და­ი­წყოთ ვარ­ჯი­ში და ცურ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ხერ­ხე­მა­ლი გა­წუ­ხებთ და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბიც აკ­რი­ფეთ. კვე­ბა უნდა იყოს რე­ჟი­მით და ნაკ­ლე­ბკა­ლო­რი­უ­ლი.

  • რა გე­ლით სას­წო­რებს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით

იან­ვა­რი მშვი­დად და ნერ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე უნდა გა­ა­ტა­როთ.

თე­ბერ­ვალ­ში მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ნაც­ნო­ბო­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ.

მარ­ტში ძა­ლე­ბი უნდა მო­იკ­რი­ბოთ და მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­ე­კი­დოთ საქ­მე­ებს.

აპ­რილ­ში კა­მა­თი და კონ­ფლიქ­ტე­ბი მო­ი­მა­ტებს. ნუ იქ­ნე­ბით გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ ზედ­მე­ტად მომ­თხოვ­ნი.

მა­ის­ში დას­ვე­ნე­ბა და პრობ­ლე­მებ­ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა გმარ­თებთ.

ივ­ნის­ში ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი.

ივ­ლი­სი ამო­სუნ­თქვის, ოც­ნე­ბე­ბი­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ.

აგ­ვის­ტო­ში უნდა გა­აგ­რძე­ლოთ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბა და ჩა­მო­ი­შო­როთ კონ­კუ­რენ­ტე­ბი.

სექ­ტემ­ბერ­ში იყა­ვით მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ენერ­გი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას.

ნო­ემ­ბე­რი რთუ­ლი და სა­ნერ­ვი­უ­ლო თვეა, არ გა­და­ა­მე­ტოთ ამ­ბი­ცი­ე­ბი.

დე­კემ­ბერ­ში თქვენ­სას მი­ი­ღებთ. გა­მოც­დილ კონ­კუ­რენ­ტებ­საც კი გა­უს­წრებთ.

ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"

2020 წელს ყურადღება აქტიურად მხოლოდ სამსახურს კი არა, შინაგან განწყობასაც უნდა მიაქციოთ. ხშირი ემოციური აფეთქებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჰარმონიას დაგირღვევთ. მეტად გამოავლინეთ პოზიტივი და უარყოფით მოვლენებზე ყურადღება არ გაამახვილოთ. მარტოხელები ჭირვეულები და პრეტენზიულები ნუ იქნებით. სწორედ წელს მოგეცემათ შანსი შეხვდეთ "თქვენს" ადამიანს, ვისთან ერთადაც ხელჩაკიდებული გაატარებთ სიცოცხლის წლებს. ზამთრში შეიძლება მიიღოთ სარფიანი შემოთავაზებები კომერციული თვალსაზრისით ან გაგიუმჯობესდეთ ფინანსური მდგომარეობა.

წლის დასაწყისში მოსალოდნელია მივლინებები, შეხვედრები, გადაადგილებები, საცხოვრებელი მისამართის ცვლა. მოსალოდნელია დროებითი ფინანსური კრიზისი. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური, დააკვირდით გარშემო მომხდარ მოვლენებს და გამოიტანეთ სწორი დასკვნები. მხოლოდ სათქვენო არა, ობიექტური. პირად ცხოვრებაში სერიოზული განხეთქილება არ გელით, მაგარმ თქვენი მოუცლელობის გამო საყვარელი ადამიანი ხშირად გისაყვედურებთ. დაოჯახებულებმა ერთად მოაგვარეთ საბინაო და საყოფაცხოვრებო საკითხები. თუმცა, ქორწინება ან საერთო ბინის შეძენა დეკემბამდე გადაიდება.

გადახედეთ წარსულში შესრულებულ საქმეებს. ეს დაგეხმარებათ გაითვალისწინოთ შეცდომები და დასახოთ მომავალი პროექტები უშეცდომოდ. ახალი იდეები კოლეგებთან, საჭირო ადამიანებთნ ერთად განიხილეთ. შემოდგომაზე განახორციელებთ ისეთ პროექტებს, რაც მატერიალურად მოგაძლიერებთ. მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია ნოემბერი, შეგიძლიათ, შვებულებაც ამ თვისთვის დაგეგმოთ. ჯანმრთელობა სტაბილური გაქვთ. აი, ნერვები კი აშლილ-მოშლილი. შეეხმიანეთ ფსიქოლოგს, ნევროლოგს თუ მარტოს გიჭირთ დეპრესიასთან გამკლავება.

  • სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

ვირთხის წელიწადში ფანტაზიებით ხართ აღსავსე. აქტიურად დაიწყებთ ისეთი პარტნიორის მოძიებას, რომელიც სურვილების რეალიზებაში დაგეხმარებათ. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტი შეიძლება ზედმეტად ექსპრესიული გამოდგეს. გაფრთხილდით, ნუ გამოავლენთ ზედმეტ ვნებიანობას იქ, სადაც უადგილოა. თუ გსურთ ჭკვიან ადამიანთან გააბათ რომანი, ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. მეგობრებთან ერთად გართობა ისე დაგეგმეთ, რომ სამსახურის საქმეები და სწავლის, ჯანმრთელობის სფერო არ დაიზიანოთ.

დაქორწინებულ წყვილებს სტაბილურობა ელით. კონფლიქტები მხოლოდ წვრილმანების გამო იქნება მოსალოდნელი. შეიძლება, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებითაც. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ერთად დაისვენოთ, იმხიარულოთ, ისეინოთ. მოერიდეთ ნათესავებთან დაპირისპირებას, აგრეთვე, უხეშ გამონათქვამებს მათი მისამართით.

შეყვარებული სასწორების ცხოვრებაში ბედნიერება და ურთიერთგაგება დაისადგურებს. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად გამოავლინეთ სინაზე და გრძნობები.

2020 წელს საოჯახო ფუსფუსი და ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნვა გელით. გაზაფხულიდან შემოდგომამდე შეიძლება ისეთი საქმეების მოგვარებამ მოგიწიოთ, რომლებიც საერთოდ არაა თქვენთან კავშირში. მოსალოდნელია რემონტი, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა. ახალი უძრავი ქონებისა და ავეჯის შეძენა. წინასწარ დაგეგმეთ ფინანსური სქემა, რათა მინუსებში არ გადავარდეთ. ეცადეთ, კრედიტებისა და ვალების გარეშე გაძლოთ.

ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ ზღვის სანაპიროზე, ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და ნერვებისთვისაც.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი სასწორებისთვის

თუ ერთი ადგილიდან მეორეში სირბილს არ მოეშვებით, მეტად სარფიან სიტუაციაში აღმოჩნდებით. ორიენტირებული უნდა იყოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, წარმატების მიღწევაზე. პირად ცხოვრებაში მოწყენისა და უგუნებობის მიზეზი არ მოგეცემათ. გარშემო უამრავი საინტერესო, სიმპათიური და ემოციური გოგონა ტრიალებს. არჩევანი თქვენზეა.

2020 წელს საბედისწერო შეხვედრა გელით. მიუხედავად შრომისა/სწავლისა პაემნებზე სირბილისა, გართობისთვის მაინც გამონახავთ დროს. გირჩევთ, ყოველი კვირის გრაფიკი გქონდეთ შედგენილი. შვებულება აიღეთ ზაფხულის ბოლოს და დრო საზღვარგარეთ გაატარეთ. ან ზღვაზე გაემგზავრეთ. დაივიწყებთ საქმიანი ზარები და მოლაპარაკებები თუ საყვარელ ადამიანთან ერთად დაისვენებთ.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი სასწორებისთვის

2020 წელს განსაკუთრებულად მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეთ. შეიცვალეთ იმიჯი, თმის ფერი, განაახლეთ გარდერობი. ჩაეწერეთ კოსმეტოლოგთან ვიზიტზე. შეიყვარეთ თქვენი თავი და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდით მხოლოდ მამაკაცების გულის მოსაგებად კი არა, საკუთარი სიამოვნებისთვის.

მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც ეს თქვენ გსურთ. ვალდებულებებისა და საქმეებისგან მოგაცდენთ რომანზე ფიქრი, რომელიც ზაფხულის დასაწყისში დაიწყება. ეს სამსახურის/სწავლის მიტოვების მიზეზი არაა. მეტი ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტების გაფორმებას. იყავით მეტად საიმედო და მობილიზებული ბიზნესთანამშრომლობისთვის.

  • 2020 წლის ფინანსური პროგნოზი

როგორც იმუშავებთ, ისეც გაილაღებთ - ეს ფრაზა 2020 წლის დევიზად აქციეთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, ჩაერთეთ შემოქმედებითი პროექტების განხორციელებაში. ფული მდინარესავით ვერ ჩაედინება თქვენს საფულეში, მაგრამ მათ არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებაზე ფიქრიც კი გეკრძალებათ. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, გაუფრთხილდით საფულეს. განსაკუთრებით, მგზავრობისას და გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებისას.

ვირთხის წელიწადში შეიძლება დამატებითი სამუშაო გამოგიჩნდეთ, ეს გასავლის გადაფარვაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ფულის ხარჯვა ოჯახში, ბინაზე, აგრეთვე გაზაფხულზე - მკურნალობაზე. ფინანსურ სფეროში გახშირდება მერყევი სიტუაციები, მაგრამ ეს ყურაბის ჩმოყრის მიზეზი არ უნდა გახდეს. პირიქით, იყავით მეტად მომჭირნე, აკონტროლეთ ყოველი თეთრი.

ზაფხულში მატერიალურ დახმარებას მეგობრისგან ან ნათესავისგან მიიღებთ. შეიძლება სამსახურში პრემიაც კი გამოგიწერონ. სარფიან შემოთავაზებას მიიღებთ ადამიანისგან, რომელთან ერთადაც ადრე საერთო პროექტზე მუშაობდით. კერძო ბიზნესის დაწყება ადვილი საქმე არაა, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ, აღარ დააყოვნოთ.

2020 წელს უნდა დაივიწყოთ აზარტული თამაშები და აფერისტობა. კარგად გაიაზრეთ რაში აბანდებთ ფულს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირთხის წელიწადი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით.

  • 2020 წლის კარიერის პროგნოზი

წარმატება გელით ბიზნესში. მოსალოცად გექნებათ საქმე, რადგან ის, რაც ადრე დაგეგმეთ, წელს დაიწყებს ამუშავებას. უფრო სწორად, თქვენი სწორი ფინანსური გათვლების, შრომისუნარიანობისა და სიბეჯითის წყალობით გახდება მომგებიანი. გაზაფხულზე ახალი ვალდებულებები დაგემატებათ, თუ უფროსის სავარძელს დაიკავებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა სირთულე დროებითია.

ვირთხის წელიწადში სასწორების უმეტესობას საზღვარგარეთ გამგზავრებისა და იქ მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა. ნათესავებს თქვენთან განშორება რამდენიმე თვითაც კი ძალიან გაუჭირდებათ. ეს ცვლილება თქვენს ფსიქოლოგიურ ხასიათზეც აისახება.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ და შეიძლება, საქმიანი პარტნიორებიც კი გახდეთ. თქვენ ერთმანეთს უსიტყვოდაც კი გაუგებთ, საინტერესო პროეტებს განახორციელებთ და ერთმანეთისთვის საიმედოები იქნებით

  • 2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები რომ აიცილოთ, პოზიტივი და ვიტამინები უნდა მოიმარაგოთ. თუ გრძნობთ, რომ იმუნიტეტი დასუსტებული გაქვთ, გრიპზე აიცერით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საავადმყოფოში შეიძლება მრავლობითი გართულებით მოხვდეთ.

იმისათვის, რომ ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ, ორგანიზმი უნდა გაიკაჟოთ. ეს შეიძლება იყოს წყლის პროცედურები, მზის აბაზანები, სირბილი დილაობით, რაც უფრო მაღალი იქნება ენერგიულობა, მით უფრო შორს იქნება თქვენგან ავადმყოფობა. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. თევზაობა, სოკოების მოგროვება და პიკნიკებიც კი ყოველ კვირა უნდა დაგეგმოთ. თუ საშუალება გაქვთ, რომ ქალაქის ბინიდან აგარაკზე გადახვიდეთ საცხოვრებლად, აღარ დააყოვნოთ.

2020 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს შარდსასქესო სისტემა, გული და თირკმელები. არტერიულმა წნევამ შეიძლება ითმაშოს და გარკვეული ზომები უნდა მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა დაავადების მიზეზი ნერვები და ფსიქოლოგიური წნეხია. რაც უფრო მეტს გაიღიმებთ, პოზიტიური იქნებით და მოვლენებს მსუბიუქად შეხედავთ, მით მეტად ჯანმრთელი იქნებით.

ვირთხის წელიწადში უნდა დაიწყოთ ვარჯიში და ცურვა. განსაკუთრებით, თუ ხერხემალი გაწუხებთ და ზედმეტი კილოგრამებიც აკრიფეთ. კვება უნდა იყოს რეჟიმით და ნაკლებკალორიული.

  • რა გელით სასწორებს თვეების მიხედვით

იანვარი მშვიდად და ნერვილობის გარეშე უნდა გაატაროთ.

თებერვალში მკვეთრი ცვლილებები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, ნაცნობობა და ავტორიტეტის ამაღლება გელოდებათ.

მარტში ძალები უნდა მოიკრიბოთ და მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ საქმეებს.

აპრილში კამათი და კონფლიქტები მოიმატებს. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი.

მაისში დასვენება და პრობლემებზე თვალების დახუჭვა გმართებთ.

ივნისში ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები.

ივლისი ამოსუნთქვის, ოცნებებისა და გაანალიზების საშუალება მოგეცემათ.

აგვისტოში უნდა გააგრძელოთ აქტიურად მუშაობა და ჩამოიშოროთ კონკურენტები.

სექტემბერში იყავით მეტად მიზანმიმართული და ენერგიული საქმეების მოგვარებისას.

ნოემბერი რთული და სანერვიულო თვეა, არ გადაამეტოთ ამბიციები.

დეკემბერში თქვენსას მიიღებთ. გამოცდილ კონკურენტებსაც კი გაუსწრებთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ქალწულებისთვის - "რომანტიკული თავგადასავლებისგან თავბრუ დაგეხვევათ"